ჯიპიაი ჰოლდინგმა ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 მარტი 2018 18:10

სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება  უკვე მობილური აპლიკაციის GPIMobile-ს მეშვეობით პატრულის გამოძახების გარეშეა შესაძლებელი

 9-10 მარტს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებისა და  ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ქოლ ცენტრში 20-ზე მეტი  განაცხადი დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა, 14 განაცხადი, ავტომობილებზე მოდის.  კომპანიის ანაზღაურების სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო ზარალის შეფასებისა და დარეგულირების პროცესი. 

დაზღვეული ავტომობილები ძირითადად  საგნების ვარდნის და ძლიერი ქარის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა.  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევის მფლობელებს, ამიერიდან, მსგავს შემთხვევებში, საშუალება ექნებათ პატრულის გამოძახების გარეშე, მობილური აპლიკაციის GPIMobile-ს მეშვეობით, დისტანციურად გააკეთონ განაცხადი და 1 დღეში აინაზღაურონ 1000 ლარამდე ზარალი.

ძლიერი ქარის შედეგად  ასევე დაზიანდა   კომერციული ობიექტები  და კერძო საკუთრებაში არსებული სახლები, რომლებიც დაზღვეულია ქონებისა დაზღვევის პოლისებით.

წაკითხულია 656 ჯერ

Related items

  • ველოტრანსპორტის განვითარება - ევროკავშირის მხარდაჭერილი ინიციატივა თბილისში

    თბილისში, ავტომობილების ბუმის ფონზე, ველოტრანსპორტის განვითარება პირველ ნაბიჯებს დგამს. ველოაქტივისტი ლიკა მერაბიშვილი ევროკავშირის დახმარებით ცდილობს, ველოსიპედით სიარულს პოპულარიზაცია გაუწიოს.

    როგორც ცნობილია, ველოსიპედით სიარული სახსრებისთვის, ძვლების სიმაგრისთვის, გულის, ტვინისა და სისხლძარღვების მუშაობისთვის სასარგებლოა; ის ასევე ავითარებს კუნთებს და ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. ამასთან, ლიკა მერაბიშვილის თანახმად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Safe Drive-ის (“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”) პროექტის კოორდინატორია, ეს ჯანსაღი, “მწვანე”, ნაკლებხარჯიანი ტრანსპორტია.

    სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ ირჩევს ტრანსპორტად ველოსიპედს. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ისინი ამჯობინებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომობილებით იარონ. ასე ხდება თბილისშიც, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა ძლიერ გადატვირთულია;

    ლიკა მერაბიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია Safe Drive-ის (“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”) პროექტის კოორდინატორი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ ამ რეალობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, ქალაქში მოეწყოს ინფრასტრუქტურა ველოსიპედისტებისათვის, რათა ველოსიპედით სიარული უსაფრთხო გახდეს.

    “იმისთვის, რომ ქალაქი ავტომობილებისგან განიტვირთოს, საჭიროა საზოგადოებრივი და ველოტრანსპორტის განვითარება”, გვეუნება იგი. სწორედ ამის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად ლიკა მერაბიშვილის პროექტი, რომელიც მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის” ფარგლებში განახორციელა.

    ათობით ველოსიპედისტი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ერთად  გადაადგილდება და მანქანების გაკვირვებულ მძღოლებს გზის დათმობას აიძულებს — თბილისში ასეთ სცენას არცთუ ხშირად გადააწყდებით. ლიკას პროექტის ფარგლებში, ორი ასეთი ველომარში მოეწყო, რომელიც ველოტრანსპორტის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს “ველოკლუბის” წევრებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სხვებმა. 

    პროექტის განხორციელების პერიოდში, როგორც მერაბიშვილი იხსენებს, დაახლოებით იმ დროს დაემთხვა, როდესაც თბილისის მერიამ საბურთალოზე ველობილიკები მოაწყო, რასაც იგი წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. თუმცა, მისი თქმით, ასეთი უფრო მეტი ბილიკი უნდა გაკეთდეს. მისი პროექტი პოპულარიზაციასთან ერთად, ამ საკითხის ადვოკატირებასაც ითვალისწინებდა, მათ შორის, თბილისის მერიასთან.

    “არის კიდევ ერთი, ძველი ბილიკი მტკვრის სანაპიროზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება ევროსტანდარტებს… ასევე, მერიის თანამშრომლებთან შეხვედრისას წარმოვადგინეთ გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოეწყოს ველობილი უნივერსიტეტის ქუჩაზე "მაღლივ” კორპუსთან”, ამბობს მერაბიშვილი.

    ლიკა ამბობს, რომ ეს პროცესი კომპლექსური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობას დაისახავს მიზნად.

    ავტორი: ლუკა პერტაია

    Article published by Netgazeti.ge in Georgian.

     

  • ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

    ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

    წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ი ს თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

    საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

    Guangzhou Automobile Group ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელია, რომელსაც 84 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჯგუფი აწარმოებს სამგზავრო და კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოტოციკლებს, საავტომობილო ნაწილებს, ასევე, საქმიანობს ფინანსურ და სადაზღვევო სფეროში.

    კომპანიის საბაზრო კაპიტალის მოცულობა 18 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

  • კონფერენცია თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“

    22 იანვარს, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“ თბილისში, 12:00 სთ -დან 15:00 სთ-მდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ , თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“  ერთობლივ  კონფერენციას  გამართავენ.

    კონფერენციის მიზანია  - საზოგადოებას გააცნოს ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესები. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლასა და იმ წარმატებების მიზეზებში, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

    კონფერენციას დაესწრებიან  - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი,  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

    ნაწილი პირველი

    • ზოგადი მოხსენება - მალხაზ გულაშვილი - მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი
    • მისასალმებელი სიტყვა - ძი იენჩი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
    • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი
    • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე - აკაკი საღირაშვილი
    • მომხსენებელი -  ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენაზე - ვახტანგ მაისაია -  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი. თემა: როგორ შეიძლება საქართველომ ეს გავლენები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს
    • მომხსენებელი სიმონ კილაძე, პოლიტოლოგი. თემა: ჩინეთის გამოცდილება შრომითი პერსონალის მართვაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში
    • ზოგადი დისკუსია - ჩინეთის ეკონომიკური როლი საქართველოსთვის, კითხვა-პსუხი

     ნაწილი მეორე

     დამსწრე საზოგადოებისთვის ჩინეთში ყოფნის შთაბეჭდილებების გაზიარება

    აქცენტები გაკეთდება ჩინეთის საპენსიო რეფორმაზე, მის ეკონომიკურ მოდელზე, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ კონცეფციაზე, ჩინური ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მოდელზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე და სხვა

    • რა შეიძლება ისწავლოს ჩინეთის გამოცდილებიდან საქართველომ?
    • როგორ შეიძლება გააძლიეროს ჩინეთის როლი საქართველომ საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად? 

     სწორედ ამ საკითხებს შეეხება კონფერენცია.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - დღემდე, 26 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩინათმა გიგანტური ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო გამხდარიყო. ჩინეთის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიები, საპენსიო რეფორმა, გეოპოლიტიკური როლის ზრდა, სამხედრო რეფორმა - იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გავლენიანმა ქვეყნებმა ანგარიში გაუწიეს მის ინტერესებს. ამის შედეგად კი, ჩინეთმა ნელ-ნელა დაიწყო თავისი დაკარგული ტერიტორიების მშვიდონიანად დაბრუნება. ჩინეთი წარმატებულად ებრძვის სიღატაკეს და განსაკუთრებულად ზრუნავს საკუთარ მოხუცებზე. ცნობისათვის, დღეს საქართველოს ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა და მთელი რიგი კომპანიები უკვე ამ ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო ინტენსიურ მოქმედებებზე გადასვლა ჩინეთის ახალი კონცეფციიდან - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“ -გამომდინარე.

  • საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

    სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ორი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი. დღეს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
    მათივე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

  • რამდენად მნივნელოვანია ავტომობილების რეექსპორტი საქართელოსთვის, როგორც რეგიონალური ჰაბისთვის

    ბოლო წლებს მონაცემებით, საქართველო ავტომობილების ბიზნესით რეგიონალურ ჰაბად გადაიქცა. მსოფლიოში და ზოგადად ჩვენს ნახევარ სფეროში ასეთი ჰაბი სულ რამდენიმეა. მაგალითისთვის, ფინეთი, რომელიც რუსეთს ამარაგებს ავტომობილებით. ასევე დუბაი, რომელშიც შედის ავტომობილები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, საწყობდება და შემდეგ იქიდან ნაწილდება რეგიონში. ასეთივე ჰაბად ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყანა. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნებია: თვითონ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ რუსეთი, რომელსაც ჩვენგან გაჰყავს მანქანები. პოტენციაში არის შუა აზიის ქვეყნები: ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ასევე ირანი. საქართველოს ჰაბად ჩამოყალიბება ჩვენი ეკონიმიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

     რამ განაპირობა ეს პროცესი? ამ და მსგავს საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსი“ კავკასიის ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს – გიორგი სურგულაძეს ესაუბრა:

     „საქრთველოს ჰაბად ჩამოყალიბება,მოქნილმა რეგულაციებმა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშწყობამ განაპირობა. მაგალითად, საქართველოში დილერს შეუძლია ავტომობილი შემოიყვანოს და საერთოდ არ განაბაჟოს პირველი 90 დღე, შემდეგ საბაჟო ტერმინალის ზონაში მოაქციოს სანამ არ გაყიდის. ეს ნიშნავს, რომ თუ მანქანა განბაჟებული არ არის, ზევიდან დარიცხული აქციზის ღირებულება აღარ აქვს და შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებისთვის ეფექტურია ამ მანქანის შეძენა. სწორედ ამან განაპირობა ჰაბის ფუნქციის ჩამოყალიბება, მოქნილმა საგადასახადო და საბაჟო სისტემამ, სამეზობლომ და შავმა ზღვამ, რომელიც კარიბჭეა და იქიდან შემოდის ეს ავტომობილები. ეს ქვეყნისთვის ეკონომიკურდ ძალიან მიმზიდევლია. მაგალითად, ერთ დილერს ჩამოჰყავს 5–10 მანქანა, შემდგომ რეალიზაციას უკეთებს და ვალუტის სახით მისი მარჟა პირდაპირ რჩება ქვეყნაში. ეს არის დოლარში გამოსახული ვალუტის შემოსავალი ქვეყნისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად ჩვენ ექსპორტს ვაკეთებთ.

     ეს ავტომობილები, რომლებიც უცხოეთიდნ ჩამოდიან, არის ნედლეული. მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია მეორადი ავტომობილების სადაზღვეო აუქციონებიდან შეძენა. ასეთი აუქციონებია ამერიკაში, სადაც ეს ინდუსტრია ძალიან განვითარებულია. იქაური სადაზღვეოს შედეგად დაზიანებული ავტომობილის ხარჯს დაზარალებულს უნაზღაურებს და თავისთვის იტოვებს, შემდეგ გაჰყავს აუქციონზე და ყიდის. ასეთია „კოუპარტის“ ავტო აუქციონი. ეს აუქციონი ყიდის მანქანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის შიგნით ამერიკაშიც. ასეთ ავტომობილებს დაბალი ფასი აქვს, შემდეგ მათი შეკეთება ხდება და ისევ ბაზარზე ბრუნდება. საქართველოს შემთხვევაში, ეს დაზიანებული ავტომობილი რომ შემოდის ქვეყნაში, სჭირდება ავტონაწილები და ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ დიდი ინდუსტრიაა. მას ასევე, სჭირდება აღდგენითი სამუშაოები და არც ამას ვართ მოკლებული, უამრავი ავტო სერვისია. შემდეგ უკვე რეალიზაცია ხდება რეექსპორტის მიმართულებით. ეს არის ძირითადი არსი ამ ავტოიმპორტის მიმართულებით.

     კომპანია კავკასიის ავტოიმპორტი თვლის, რომ ამ საკითხში ერთ–ერთი ლიდერია. შეიძლება ითქვას - ერთადერთიც. ამ ბაზრის ძალიან პატარა, თითქმის 10% გვიჭირავს. დანარჩენი კი, ჩრდილში მოქცეული კომპანიებია.

     კავკასიის ავტოინპორტი 2004 წლიდანაა ბაზარზე წარმოდგენილი, რომელიც ახორციელებს ავტომობილების იმპორტს თავისი მომხმარებლების დაკვეთით. დღემდე ჩამოყვანილი გვყავს 50-60 000 მანქანაზე მეტი, რომლის ნახევარიც რეექსპორტირებულია ქვეყნის გარეთ.

     რაც შეეხება კომპანიის მეორე ჯგუფს, - კავკასუს ავტო სერვისს, ეს, რეგიონალური აღდგენითი საწარმო– ქარხანაა, სადაც ნედლეულის სახით შედის მეორადი დაზიანებული მანქანა და იქიდან გამოდის დასავლური სტანდარტებით აღდგენილი,“– განაცხადა გიორგი სურგულაძემ.

     რამდენიმე კვირის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტომობილების რეექსპორტის თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გამარტივდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გნაცხადა:

    "ალბათ იცით, რომ გასულ წელს კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციიდან 15 დღეში ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის მნიშნელოვანი ცვლილება, რაც აძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ძალიან ბევრი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებულიდ და ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება კონკურენტუნარიანობა ჩვენი მეწარმეების ამ დარგში", - აღნიშნა მინისტრმა.

     აღნიშნული ცვლილება დადებითად და მომგებიანად შეაფასა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში კავკასიის ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა– გიორგი სურგულაძემ:

     – ეს ძალიან სერიოზული ცვლილებაა, რომელიც წაადგება რეექსპორტის ბაზარის წახალისებას. ბოლო 2014–15 წელბში ეს ბაზარი ჩავარდა, რაც გამოწვეული იყო რეგიონალური ბაზრების რყევის შედეგად. იმ პერიოდში, აზერბაიჯანში ნავთობის ფასი დაეცა, მათი ვალუტა გაუფასურდა და ეკონომიკური რყევა განიცადა. ზოგადად, აზერბაიჯანის ბაზარი და ეკომომიკა არ არის სტაბილური და ნავთობის ფასზეა დამოკიდებული. ხალხმა აღარ შეიძინა ავტომობილები და ჩვენც ჩაგვივარდა რეექსპორტის ბაზარი. თუმცა, ამ ბოლო პერიოდში 2016–17 წლებში საქართველოში ეს ბაზარი გააქტიურდა, დასტაბილურდა აზერბაიჯანის ეკონომიკაც. ამ პერიოდში გასამმაგდა რეექსპორტი და 300%–ით გაიზარდა ბრუნვა. სომხეთიც გაქტიურდა. მათ შეჰყავთ მანქანები და საბაჟო რეჟიმში არიან რუსეთთან და იქ ყიდიან. ჩვენს ბაზარს დაემატა უკრაინაც, რომელიც ძლიან დიდია. ვფირობთ, რომ ეს ბაზარი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკვე მე–2 დგილი უჭირავს. ახალი ინიციატივა კი, ახალისებს რეექსპორტის მიმართულებას.

     – რატომაა მნიშვნელოვანი და რა არის ინიციატივის ძირითადი მიზანი?

     – სულ თავიდან როცა რეექსპორტი ვითარდებოდა, კანონი იყო, რომ დილერს ავტომობლის შემოყვანის 45 დღიანი ვადა ჰქონდა და ამ პერიოდში უნდა გაეკეთებინა და გაეყიდა. თუ ვერ ასწრებდა, კიდევ 45 დღე უნდა დაემატებინა და 500 ლარი გადაეხადა. სანამ პატარა იყო ეს ბაზარი, კარგად მუშაობდა. შემდეგ, უკვე დილერებმა უფრო მეტი მანქანის შემოყვანა დაიწყეს. ადრე თუ ერთი მანქანა შემოჰყავდათ, ის 5 მანქანით გაზარდეს. ამდენი მანქანის მოწესრიგება 45 დღეში ვერ ხერხდებოდა. უწევდათ 500 ლარის დამატება, ან 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა. დაახლოებით 2 წლის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს 45 დღიანი ვადა გახადეს 60 და 30 დღიანის დამატების საშუალება მისცეს 150 ლარად. ამან განაპირობა დილერების წახალისება, შემოიყვანეს უფრო მეტი ავტომობილი, უფრო მოქნილები იყვნენ რეექსპორტის მიმართულებით და დაიწყეს ამ მიართულებით მუშობა.

     – რა ხდება თუ ამ 90 დღეშიც ვერ ეტევი?

     – არის ორი გამოსავალი: პირველი ვარიანტია, რომ წავიდეს ჯარიმაზე, რომელიც 1000 ლარია. ან შეიძლება საბაჟოს ტერმინალის ზონაში მოაქციოს დ იქიდან მოახდინოს ამ ავტომობილის რეალიზაცია. ეს საბაჟო ზონა ბაზრობაზევეა და საკმაოდ მოქნილია. თუმცა საბაჟო ზონაზე ავტომობილის შეყვანა დილერს არ მოსწონს და არ უნდა, რადგან უცხოეთიდან ჩამოსულმა მყიდველმა იცის, რომ ამ ზონაში არსებული ავტომობილი 90 დღის განმავლობაში ვერ გაიყიდა. ასე ვთქვათ ჩარჩა.

     ახალი ინიციატივით, როცა დილერს შეუძლია განაბაჟოს ეს ავტომობილი, გადაიხადოს აქციზის ღირებულება, ჩვეულებრივ რეჟიმში გაყიდის. იქ უკვე ტესტდრაივის საშუალებაც აქვს, რომელიც შეუძლებელია საბაჟო ზონაში. როცა განბაჟება ხდება და აქციზს იხდის, 90 დღე კიდევ უგრძელდება და ადვილად შეიძლება რეექსპორტირება. ამასთანავე, მთლიანად დაიბრუნებს აქციზის გადასახადს და არანაირად არ იზარალებს.

     – დაახლოებით რამდენია აქციზის გადასახადი?

     – ეს ავტომობილზეა დამოკიდებული. ის ავტომობილები, რომლებიც საექსპორტოდ არის გამზადებული, შედარებით ახალია. სახელმწიფომ მიიღო სწორი მიმართულებით კანონი, როცა ძველ მანქანებზე აქციზის ღირებულება გაზარდა. ამან წაახალისა ის მომენტი, რომ დილერებს ჩამოეყვანათ ახალი მანქანები. მეზობელ ქვეყნებსაც ისეთი კანონმდებლობა აქვთ მიღებული, რომ ძველი მანქანის შეყვანა არ შეიძლება. ჩვენ უნდა შემოგვყავდეს ისეთი ავტომობილები, რომლებიც მოთხოვნადია აზერბაიჯანში და მეზობელ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე განბაჟების თნხა მერყევია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, დაახოლებით ეს არის 2000–2500 ლარის ფარგლებში. ამ თანხას იხდიან, მაგრამ მანქანის გაყიდვისთანავე უბრუნდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივაა. კარგია, როცა სახელმწიფო ამარტივებს და მოქნილ რეგულაციებს ქმნის, ეს მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს მასში მონაწილე სუბიექტებს.

    / ნინო ოთარაშვილი /

    წყარო:geotimes.ge

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური