ხვალ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 მარტი 2018 14:02

ხვალ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება. მათი მონაცემებით, საქართველოში ხვალ დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. 
აღმოსავლეთ საქართველოში ქარი ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4;აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.
თბილისში დღეს, დღის ბოლოს წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც ხვალ დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ხვალ დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.

წაკითხულია 486 ჯერ

Related items

  • წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 11 მაისს საქართველოში ნარჩუნდება წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. არამდგრადი ამინდი 12 მაისის დილამდეა მოსალოდნელი. 12 მაისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

    13-14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

    15 მაისს კვლავ შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

  • ძლიერმა ქარმა თელავის მოსახლეობა დააზარალა

    სტიქია კახეთში. ძლიერმა ქარმა თელავში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. 

    ძლიერმა ქარის შედეგად, ელექტოგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც ქალაქი რამდენიმე საათის განმავლობაში, ელ. ენერგიის  გარეშე იყო დარჩენილი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

     

  • ძლიერი წვიმის შედეგად, ნუცუბიძის 12 ნომერში მდებარე კორპუსის ბათქაში ჩამოიშალა

    ძლიერი წვიმის შედეგად, ნუცუბიძის 12 ნომერში მდებარე კორპუსის ბათქაში ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად დაზიანდა პირველ სართულზე მდებარე გადახურვა, სადაც თრიალეთის ტელევიზიის ოფისია განთავსებული. ადგილზე სამსშველო სამსახურის და პატრულის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობის თქმით, შენობას დაზიანება ადრეც აღენიშნებოდა, მერიას და შესაბამის სამსახურებს არაეთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. 

  • წვიმა და სეტყვა - სინოპტიკოსების პროგნოზი

    მდინარეებში წყლის დონის მატებას არ ელოდებიან სინოპტიკოსები, თუმცა მათი პროგნოზით დღეს ისევ სეტყვაა მოსალოდნელი დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. მათი ინფორმაციით, სეტყვა არ იქნება ძლიერი.იმ რეიოგნებში კი, რომლებიც გუშინ სტიქიამ დააზარალა დღეს არ ელოდებიან სეტყვას. ასევე მდინარეებში წყლის დონის მატებას. უახლოეს დღეებში ისევ იწვიმებს, თუმცა კვირის ბოლომდე ნალექი შემცირდება.

  • წაქცეული ხეები და დაზიანებული ავტომობილები - ძლიერი ქარი თბილისსა და რუსთავში

    უამინდობა  თბილისში - ძლიერი ქარის გამო დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 150- მდე ზარი შევიდა.   წაიქცა ხეები და განათების ბოძი, ასევე დაზიანდა ავტომობილები.  შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა  პრობლემები შექმნა რუსთავშიც. მოგლეჯილია  მრავალწლოვანი ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლის სახურავები. მთელი ღამის  განმავლობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშობდნენ. ღამითვე გაიწმინდა გზები. ზარალის დათვლა თვითმმართველობაში დღეს დაიწყება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური