კრწანისში ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვება გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 02 მარტი 2018 16:16

კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში საბრძოლო მხარდამჭერი სკოლის ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა და ლოგისტიკის გვარეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლოგისტიკის კურსი ხუთი თვის განმავლობაში 26 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. კურსი ოთხ მოდულად მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, მონაწილეებმა საერთო-საჯარისო დისციპლინები და ლოგისტიკური უზრუნველყოფის საფუძვლები შეისწავლეს.

დღესვე, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.

თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა.

წაკითხულია 346 ჯერ

Related items

  • უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები დასრულდა

    საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო მხარდაჭერის სკოლის საარტილერიო და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები დასრულდა.

    სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. სამხედროებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

    უმცროს ოფიცრებს სიტყვით წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. მან ყურადღება ამოცანაზე ორიენტრებულ სწავლებებსა და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

    სამხედროებს კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ასევე J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ გადასცეს.

    არტილერიისა და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციის კურსები 18 ლეიტენანტმა დაასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებმა სპეციალობის საგნები ექვსი თვის განმავლობაში გაიარეს. საარტილერიო კურსის მსმენელებმა სროლა და ცეცხლის მართვის პროცედურები, ბატარეის ტაქტიკა, საარტილერიო შეიარაღება, საარტილერიო ცეცხლის მომსახურება შეისწავლეს. კავშირგაბმულობის სპეციალობით უმცროსმა ოფიცრებმა შემდეგი საკითხები - ელექტრობა და კომპიუტერული ქსელები, კავშირგაბმულობის თეორია, მოკლეტალღოვანი, ულტრამოკლეტალღოვანი და დეციმეტრული რადიოსადგურები, კავშირგაბმულობის ტაქტიკა განიხილეს. სასწავლო კურსებს ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

    სპეციალიზაციის კურსების გავლის შემდეგ, უმცროსი ოფიცრები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებენ მუშაობას.

  • მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

    ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს 14 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“ კონტროლის ზონაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. თურქეთისრესპუბლიკის მხრიდან შემოსულიაზერბაიჯანის მოქალაქე ჯ.ს.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე სკანერით დათვალიერების შედეგად, მათფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი „KATARIN FORTE“აღმოაჩინეს, ხოლო თურქეთის მოქალაქე ს.კ.-ის ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად- პრეპარატი „NUROFEN GOLD & FLU“და პრეპარატი„TYLOLHOT“. ორივე მედიკამენტი ასევე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს. აღმოჩენილი მედიკამენტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 41 აბი და 3 პაკეტი.

    ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.

  • “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 22-ე ბატალიონი ოფიციალურად ჩაერთო

    საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ისინი ავღანეთში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

    ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.

  • ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონია

    ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.

    წუთიერი დუმილის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა უილიამ კონერიმ აშშ-ის საზღვაო აკადემიის სახელით, რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნის პატივსაცემად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტს სანაპირო დაცვის აკადემიის კადეტების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა.

    ცერემონიალი ფიცის მიღებით გაგრძელდა. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე, ღვთისა და ერის წინაშე, ფიცი 62-მა კურსდამთავრებულმა დადო. მათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ მიენიჭათ. ახალგაზრდა ოფიცრები სწავლას სხვადასხვა სპეციალიზაციით გააგრძელებენ,  კურსის  წარმატებით დასრულების შემდეგ კი გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

    ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს. პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური