ბიზნესსექტორი საგადასახადო შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 მარტი 2018 15:51

თბილისი (GBC)  - ბიზნესსექტორი  საგადასახადო  შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის.

მნიშვნელოვან ინიციატივებზე ყურადღებას ლევან სურგულაძე (ფინანსისტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ამახვილებს, რომლებიც  მიღებისთანავე, მყისიერად  დაიწყებს ეკონომიკის ზრდაზე მუშაობას.

„ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა მისასალმებელია. მცირე მეწარმის სტატუსისთვის, ბრუნვის 5-ჯერ გაზრდილი  ზღვარი, ₾100,000- დან ₾500,000 -მდე, გაცილებით მეტ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, უპრეცედენტო შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლოს, რომელიც გადასახადის 5-ჯერ, ანუ 1%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, ხოლო უკვე რეგისტრირებულ მეწარმეებს უმცირებს საგადასახადო ტვირთს და უჩენს მეტ საბრუნავ კაპიტალს. და, შესაბამისად, ბიზნესის გაფართოების საშუალებას.

ეს მნიშვნელოვანი სტიმულია, რომელიც უფრო მეტ მეწარმეს წაახალისებს,  გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდეს, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკის ისე საბიუჯეტო შემოსავლების, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის  ხვედრითი წილის  ზრდას.

ასევე მნიშვნელოვანი ბენეფიტია  საგადასახადო აღრიცხვა/რეპორტინგის რადიკალური გამარტივება და   გადასახადის ავანსის სახით გადახდის წესის გაუქმება. აქვე, უნდა აღინიშნოს დღგ-ს გადამხდელად დადგომის არჩევანი და დღგ-ს ჩათვლა / ზედმეტობის რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნების შესაძლებლობა“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ფინანსისტი  ავტომობილების (რე)ექსპორტის ხელშეწყობას  და  ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, აქციზის 100%-ის უკან დაბრუნების ინიციატივასთან დაკავშირებით.

„სატრანსპორტო საშუალებების (რე)ექსპორტს მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს ახალი ინიციატივა, ავტომობილების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან (განბაჟება) 90 კალენდარული დღის ვადაში ექსპორტისას, რა შემთხვევაშიც გადახდილი აქციზის თანხა გადამხდელს 15 დღეში სრულად (100%) უბრუნდება.

მოგეხსენებათ, საქართველო გამოკვეთილად იძენს რეგიონალური საავტომობილო „ჰაბის“ ფუნქციებს. იმპორტირებული ავტომობილები, მათ შორის დაზიანებული, მათი აღდგენის  შემდეგ რეექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვან სავალუტო შემოსავალს ტოვებს ქვეყნის ეკონომიკაში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 90 დღე ყოველთვის არ იყო საკმარისი ასეთი ავტომობილების აღსადგენად, რეექსპორტისთვის მოსამზადებლად და სარეალიზაციოდ. ახალი ინიციატივით,  90 დღის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილი  შესაძლოა („დროებით“) განბაჟდეს და დამატებითი 90 დღის განმავლობაში დასრულდეს მისი რეექსპორტისთვის მომზადება და რეალიზაცია.

ახალი ინიციატივით, სააქციზიო გადასახადისგან 3 წელში ერთხელ თავისუფლდება, ავტომობილები, რომლებიც იმპორტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირადი გამოყენებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური, ისე , ავტოიმპორტიორების ბიზნესის თვალსაზრისითაც.

ნინო შუბითიძე

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=99338

 

წაკითხულია 418 ჯერ

Related items

  • AISI COIN-ს გადახდის საშუალებად კიდევ ერთი ბიზნესი - ლაუნჯ-ბარი “ჰელიუმი“ ამკვიდრებს

    Luna Group-ის პარტნიორთა რიცხვს კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა -  27 ოქტომბრიდან AISI COIN-ით ანგარიშსწორება Helium Resto-Bar and Sushi Lounge -შიც იქნება შესაძლებელი. ორგანიზაციის დამფუძნებლები თვლიან, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ იქნება გადადგმული.

    „მიხარია, რომ ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზაობას, ფეხი აუწყოს ციფრულ ეკონომიკას. ჰელიუმი რიგით მეხუთე ობიექტია, რომელმაც გადაწყვიტა, ქართული კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად მიიღოს. იცით, ალბათ, რომ AISI Coin უკვე რამდენიმე კვირაა Waves Platform DEX - ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ მისი ყიდვა/გაყიდვის ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის შესაძლებლობა. აისი კოინის დამკვიდრება ქართულ ყოფით რეალობაში კი ნიშნავს მეტს ინოვაციას, მეტ სარგებელს, მეტ კმაყოფილ მომხმარებელს და ა.შ. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა რესტორანი „საბატონი“ და კომპანიები: „ტუსკაძე და პარტნიორები“, Geo Dental Lab, „იდეების ფორმულა“. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორების რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ მეტად გაიზრდება“    - აცხადებს Luna Group-ის დამფუძნებელი, გიორგი შერვაშიძე.

    კრიპტოვალუტას და ბლოკჩეინ სისტემას ინოვაციურს და საჭიროს უწოდებს Helium Resto-Bar and Sushi Lounge  -ის მმართველი მენეჯერი, დავით ქარსელაძე.

    „ეს არის მომავალი და ჩვენ ფეხს ვუწყობთ მას. ვფიქრობთ, რომ გადახდის მრავალი ფორმის არსებობა, იქნება ეს საბანკო, ქეში თუ კრიპტოვალუტა, ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს, რაც ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციისთვის. აისი კოინის შემთხვევაში, ხაზგასასმელია ტრანზაქციის სიჩქარეც. თუ საბანკო სისტემას 2-3 დღე სჭირდება თანხის ანგარიშზე დასასმელად, კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ეს პრობლემა სრულად იხსნება. გარდა ამისა, მას არ გააჩნია გადახდის საკომისიო და ესეც, თავის მხრივ, დიდი კომფორტია.“ - აღნიშნა დავით ქარსელაძემ.

    ამ ფაქტის აღსანიშნავად ორგანიზაციების ხელმძღვანელები ერთობლივ ალაფურშეტს აწყობენ და დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე დასასწრებად ეპატიჟებიან.

     „მოეწყობა ალაფურშეტი, გაიჭრება ტორტი. ვეპატიჟებით ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უბრალოდ, გართობის მოყვარულებს. დასწრება თავისუფალია!

    თავის დროზე მოსულები წინ დასხდებიან და ტორტიც შეხვდებათ, თუ, რა თქმა უნდა, უფრო ადრე მოსულები არ დაასწრებენ“ - ხუმრობენ პარტნიორები.

    ორგანიზაციები მემორანდუმს პარასკევს, 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე გააფორმებენ.  

  • 34 449 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა
    საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.06.2016 -23.02.2017) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 34 449 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 451 705 992.00 ლარი. მათ შორის: ა) ნაწილით - 33 884 გადამხდელს 1 448 680 564.00 ლარი, ბ) ნაწილით - 551 გადამხდელს 3 016 760.00 ლარი, გ) ნაწილით - 14 გადამხდელს 8 668.00 ლარი.. აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი; ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი. გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი). შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება. შენიშვნა: ამ ცვლილებადე მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის: ა) ნაწილით - 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი, ბ) ნაწილით - 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ნაწილით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.
  • საგადასახადო ოფიცრებმა უაქციზო ლიმონათი აღმოაჩინეს

    შემოსავლებისა სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის განყოფილების ოფიცრების მიერ, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის - აულკოჰოლო სასმელი (ლიმონათი - 327 ბოთლი), აქციზური მარკის გარეშე მიწოდების ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საცალო-სარეალიზაციო ღირებულებამ ჯამში 83.5 ლარი შეადგინა.
    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მოთხოვნების დამრღვევი მოქალაქის წინააღმდეგ,  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2883 მუხლის შესაბამისად შედგა (NCB722400) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

  • ბიზნესსექტორი სემეკ-ის წარმომადგენლებს შეხვდება

    13 დეკემებერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ბიზნეს სექტორს შეხვდება. შეხვედრას სამთავრობო უწყებების და ელექტროენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

    შეხვედრას გახსნის „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. ხოლო, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე წარადგენს პრეზენტაციას თემაზე: „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“.

    შეხვედრას ასევე დაესწრებიან: კომისიის წევრი გოჩა შონია, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე; მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თამარ ბარსონიძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ლაშხია; შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, კომპანიებს ექნებათ საშუალება, პირდაპირი დიალოგის რეჟიმში, დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით. შეხვდრა იმართება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრების ციკლის - „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში.

     

  • საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა

     28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6,595 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 58 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 64 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 654 ფაქტი.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური