"ჰუავეი" ქართველ მომხმარებელს ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონს-Huawei Mate 10 Pro-ს სთავაზობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018 17:19

მსოფლიოში ერთადერთი ხელოვნური ინტელექტის მქონე Kirin  AI პროცესორით აღჭურვილი Huawei Mate 10 Pro უზრუნველყოფს მობილური ფუნქციების სწრაფ და შეუფერხებელ მუშაობას, რაც მაქსიმალურად ზოგავს მომხმარებლის დროს და ენერგიას.

ჰუავეის ინოვაცია - ლეიკასთან შემუშავებული კამერა სმარტფონში - ახალ მოდელებშიც გრძელდება  და Huawei Mate 10 Pro -ს ორივე  ძირითადი კამერაც ლეიკასთან შემუშავებული ლინზით არის აღჭურვილი. ამასთან Huawei Mate 10 Pro-ს კამერით გადაღებულ ფოტოებს დამუშავება აღარ სჭირდება, რადგან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კამერა გადაღების მომენტში, ავტომატურად განსაზღვრავს ყველა ოპტიმალურ პატამეტრს საუკეთესო შედეგის მისაღებად.

ახალი Kirin 970 პროცესორის მქონე უსწრაფესი სმარტფონის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მძლავრი, 4000 mAh-იანი ელემენტია, რომელიც სტანდარტული მოხმარების რეჟიმში  2 დღე მუშაობს. ელემენტის 20%-მდე შევსებას მხოლოდ  10 წუთი, ხოლო 58%-მდე დამუხტვას 30 წუთი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ Huawei Mate 10 Pro-ს  ეკარნი აღჭურვილია IP67 დაცვის ხარსხით, რაც 1 მეტრ წყალში, ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას.

ჭკვიანი  Huawei Mate 10 Pro  უზრუნველყოფს  ზუსტ და დაჩქარებულ თარგმანს, მარტივი პროექტორის ფუნქცია კი მომხმარებელს სმარტფონის დიდ ეკრანთან მიერთბის საშუალებას აძლევს.

Huawei Mate 10 Pro,  Huawei Mate 10-თან ერთად, მსოფლიოში პირველი მოწყობილობაა, რომელსაც  ჩამოტვირთვის მაღალი სიჩქარე  და ორმაგი 4G  SIM მხარდაჭერა  აქვს.

კომუნიკაციის სრულყოფის მიზნით, Huawei Mate 10 Pro, უახლესი EMUIS 8.0-იანი Android™ 8.0 ვერსიის საშუალებით  მობილურის მოხმარებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

საქართველოში  Huawei Mate 10 Pro ყავისფერ ფერშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 2299 ლარს შეადგენს.  სმარტფონის შესაძენად და მიმდინარე აქციებისა შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ  კომპანია Huawei-ს ნებისმიერ პარტნიორ მაღაზიათა ქსელს, ასევე კომპანია  Huawei-ს ბრენდ სერვის ცენტრს თბილისში (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა) და ბრენდ მაღაზიას ქუთაისში.

Huawei Mate  10 Pro–ს სხვა ტექნიკური მახასიათებლები:

  • პროცესორი: Kirin 970, 10nm (ნანომეტრი)
  • საოპერაციო სისტემა: Android 8.0 EMUI 8.0
  • კორპუსის პარამეტრები:   154.2 x 74.5 x 7.9 მმ
  • წონა: 178 გ.
  • კორპუსი: 3D მინა, ალუმინის ჩარჩოთი
  • SIM: 2 სიმბარათიანი
  • წყალგამძლე: IP 67 - 1 მეტრზე და 30 წუთის განმავლობაში
  • ეკრანი: AMOLED  (HDR10 - მხარდაჭერით)
  • რეზოლუცია:            1080 x 2160 პიქსელი
  • მეხსიერება: შიდა 128 GB, 6 GB RAM
  • ორმაგი კამერა: 20 MP +12 MP
  • ელემენტი: ჩაშენებული Li-Po 4000  მილი ამპერი საათში

კომპანია Huawei-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში. 2015 წლის მსოფლიო მონაცემებით, კომპანია სმარტფონების ბაზარზე  მესამე ადგილს იკავებს. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში Huawei-ს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  Huawei Consumer BG არის კომპანიის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  Huawei-ის გლობალური ქსელი ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას ეყრდნობა  და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჰუავეის Facebook გვერდს: www.facebook.com/HuaweimobileGE

 

წაკითხულია 698 ჯერ

Related items

  • თეიმურაზ შაშიაშვილი - ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება აღარ გვაქვს

    საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მოსახლეობას ზუგდიდიდან მიმართა. "ნიუს დეი საქართველო" აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

    "მწამს და მჯერა, ზუგდიდში საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვექნება  - ყოველგვარი პომპეზურობის, ტაშისა და ფამილარობის გარეშე. ტაშმა და მოჩვენებითობამ, ხათრმა და იძულებითმა შეხვედრებმა ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა და ქართული სული ლამის ბოლომდე შეიწირა.

    აშკარაა, რომ სხვა სტანდარტების პოლიტიკა და ურთიერთობა გვჭირდება -  თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში. წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული,უცხოელი იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსებიც! წარსულს უნდა ჩაბარდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული მთავრობები, პარლამენტები, ადგილობრივი ხელისუფლებები.

    წარსულს უნდა ჩაბარდეს დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის სისტემა.

    ქვეყანას ყველა დონეზე პიროვნებათა ხელისუფლება სჭირდება. ამის საფუძველი კი,  მაღალი რეპუტაციის ადამიანების შერჩევის სისტემის შემუშავება და დამკვიდრებაა. მისი გარანტი  ხალხთან  მუდმივი დიალოგის სისტემა და მეცნიერთა მონაწილებით შემუშავებული სახელმწიფო მოხელეთა, სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უნდა გახდეს.

    ეს იქნება სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში არ გაიკარებს არაპროფესიონალს, გაუნათლებელს, გამოუცდელს, სუსტსა და  მატყუარას. სისტემა, რომელიც ძლიერზე - რწმენის კაცზე, საქმის კაცზე იქნება დამყარებული. სისტემა,რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის   არა მისი უცხოელი,თუ ჩვენებური პატრონის, არამედ,  ხალხის წინაშე.

    ამ მძიმე დასკვნებში დამარწმუნა იმ შეხვედრებმა,რომელიც პირველი სექტემბრიდან -  15 დღის განმავლობაში (ხელმოწერების პარალელურად), გვქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მე და ჩემს მეგობრებს - საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მის ხელმძღვანელს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას.

    ამ საკითხებზე მძაფრი, მაგრამ გულწრფელი  საუბარი გვქონდა თბილისის უბნებში, ბათუმში, ოზურგეთში ქუთაისში. ამასვე გვწერენ სოციალურ ქსელში ჩვენი მხარდამჭერები, უბრალოდ,  გულშემატკივრები როგორც საქართველოს ყოველი კუთხიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან !

    პოლიტიკის გასუფთავების პროცესი აუცილებლად  უნდა წარიმართოს  ყოველგვარი დაპირისპირების, ანგარიშსწორების -  ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფისა და  ქუჩის ბრძოლების გარეშე. საქართველოში საერთოდ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში უნდა დამთავრდეს. ეს ქართული გზა არ არის!

    ქართული გზა არ არის ფულის გაფეტიშება არჩევნებში. ყველას გასაგონად ვამბობ: ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის!

    ამ ყველაფერზე გულახდილი საუბარი გვექნება. ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოსთვის სწორედ ზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს! ველოდები ადამიანებს,რომელთაც ბევრი შეკითხვა აქვთ, აწუხებთ დღევანდელობა და ფიქრობენ მომავალზე.

    ზუგდიდი ბრძენკაცთა  ქალაქია, სამეგრელო  კი – ქვეყნის დიდი საყრდენი. უნდა დამთავრდეს სიბრძნესთან და საყრდენთან პოლიტიკური თამაში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და უძლიერესი რეგიონი უმძიმესად დაასუსტა. ასეა დასუსტებული საქართველოს დანარჩენი რეგიონებიც.

    ჩვენ ასე ღიად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს - პრობლემებზე გულწრფელი საუბრებით აღვიდგინოთ მათი ნდობა. თუ ისინი  გვენდობიან, ჩვენც უნდა ვენდოთ მათ და ყველანი ერთად - შეუძლებელს შევძლებთ, გამოვიყვანთ ქვეყანას ერთ  წრეზე მოტრიალე 30 წლიანი პრობლემების კასკადიდან.

    ერთი კაცი, თუნდაც მილიონების პატრონი, ბედნიერი ვერ იქნება პრობლემებით  სავსე საზოგადოებაში. მხოლოდ ბედნიერი მოქალაქეების გარემოცვაში გვექნება მშვიდი სინდისი. სინდისთან თანხმობაში ყოფნა - აი, რა სჭირდება დღეს ქართველ პოლიტიკოსს. საქართველოს ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსები გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალებას, მხოლოდ სწორად მართვაა საჭირო. მართვის მექანიზმის დახვეწა კი სწორი და უტყუარი არჩევანის გაკეთების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

    ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება  არა გვაქვს!

    დიახ, მართალი საუბრით და პატრიოტი ადამიანების  თავგანწირული საქმიანობით შეუძლებელს შევძლებთ,  ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!", აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

     

  • Visa-მ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალური პარტნიორის რანგში საქმიანობა დაიწყო

    Visa უკრაინაში აწყობს ინოვაციების სტენდს ევროვიზიის სოფელში, რათა ნებისმიერ მსურველს მისცეს საშუალება გამოსცადოს Visa-სა და  პარტნიორი ბანკების ინოვაციური პროდუქტები

    კიევი, 10 მაისი, 2017 - Visa მოხარულია გამცნოთ, რომ დაიწყო საქმიანობა, როგორც ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალურმა პარტნიორმა. ამასთან დაკავშირებით მან ევროვიზიის სოფლში ინოვაციების სტენდის გახსნის შესახებ განაცხადა.  სტენდი იფუნქციონირებს 4დან 14 მაისის ჩათვლით, 13:00 საათიდან 10:00 საათამდე, ევროვიზიის სოფელში, ხრეშატნიკის ქუჩაზე.

    სტენდზე განთავსებული იქნება უახლესი ინოვაციური უკონტაქტო Visa payWave -ის ტექნოლოგიები.  აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გამოსცადონ Visa-სა და  პარტნიორი ბანკების: PrivatBank, FUIB, Raiffeisen Bank Aval  და Oschadbank ინოვაციური პროდუქტები.

    მობილური აპლიკაცია უკონტაქტო NFC-გადახდებისათვის PrivatBank-სგან

    სტუმრებს საშუალება ექნებათ დაამატონ Visa ბარათი Privat24-ის მობილურ საფულეს და გადაიხადონ  უკონტაქტოდ თავიანთი სმარტფონის საშუალებით[1]. მომხმარებელს, რომელსაც არ გააჩნია Visa ბარათი, საშუალება ექნება მყისიერად გახსნას ევროვიზიის ბრენდირებული ბარათი, Visa დემო სტენდთან და ბარათის გახსნის შემდეგ მიიღოს საშუალება მოიგოს 99-დან ერთი SamsungGalaxy A5[2].

    «წინასწარ გადახდილი ბარათი» სტიკერის ფორმატში, უკრაინის საერთაშორისო ბანკისგან (FUIB)

    სტიკერის გამოყენება შესაძლებელია მობილურ ტელეფონზე ან სხვა ნებისმიერ მოწყობილობაზე, რაც მას უკონტაქტო გადახდის ინსტრუმენტად[3] აქცევს.

    Visa payWave - მყისიერი უკონტაქტო ბარათი Oschadbank-საგან

    თქვენ საშუალება გექნებათ დაუყოვნებლივ მიიღოთ Visa payWave უკონტაქტო ბარათი Oschadbank-საგან, ყოველგვარი საბუთებისა და ლოდინის გარეშე[4]. უფრო მეტიც, ყოველ 10 დღეში, Oschadbank -ის მიერ გაცემული Visa ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ მოიგონ ევროვიზიის ბრენდირებული პრიზები[5].

    მობილური აპლიკაცია უკონტაქტო გადახდებისათვის Raiffeisen Bank Aval-სგან 

    ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე, Visa ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ არა მხოლოდ ევროვიზიის მონაწილეთა შესრულებით, არამედ ისარგებლონ სხვადასხვა შეთავაზებით. მაგალითად, შეიძინონ ევროვიზია 2017-ის პრენდირებული პროდუქცია, გადაიხადონ Visa ბარათით, სტიკერით ან Visa აპლიკაციის საშუალებით[6]  500 უკრაინული გრივნიდან (დაახლოებით 19 აშშ დოლარი) და მიიღონ 10%-იანი ფასდაკლება.

    ჩვენ ასევე მოგიწოდებთ გადაიღოთ ევროვიზიასთან დაკავშირებული ფოტოები ან ვიდეო და გაგვიზიაროთ ინსტაგრამის ან ტვიტერის საშუალებით ჰეშთეგით #visa2eurovision. საუკეთესო ფოტოები და ვიდეოები დაჯილდოვდება პრიზებით[7].

    მოდით ვიყოთ ერთ ტალღაზე!

    ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ

    Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან      200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.

    დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com


    [1] Android 4.4 ან შემდგომი საოპერაციო სისტემის მქონე სმარტფონი, რომელიც აღჭურვილია NFC ტექნოლოგიით

    [2] პრომო კამპანია გაიმართება ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე მხოლოდ 5-დან 13 მაისის პერიოდში, დეტალები იხილეთ privatbank.ua

    [3] უფრო მეტი დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე https://about.pumb.ua/ru/presscenter/news/item/3017-pumb-visa-predstavlyayutj-pershij-v-ukran-platzhni?info

    [4] დამატებითი დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე www.oschadbank.ua

    [5] პრომო კამპანია გაიმართება უკრაინის მასშტაბით, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და ATO  ტერიტორიისა მხოლოდ 2017 წლის 25 აპრილიდან 30 სექტემბრამდე. კამპანიის დეტალების, წესებისა და შეზღუდვების შესახებ იხილეთ Oschadbank-ის ვებ-გვერდი (www.oschadbank.uawww.promo.oschadbank.ua)

    [6] პრომო კამპანია გაიმართება ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე მხოლოდ 4-დან 14 მაისის პერიოდში

    [7] პრომო კამპანია გაიმართება მხოლოდ 4-დან 14 მაისის პერიოდში. კამპანიის დეტალების, წესებისა და შეზღუდვების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდი vi.sa/2eurovision

     

  • ახალი ჰუავეი P10 - ტექნოლოგიისა და ხელოვნების საუკეთესო კომბინაცია
    P10 სერიის დებიუტი - ახალი ფერები და Leica-ს სტილის პორტრეტი ბარსელონა – 2017 წლის 26 თებერვალი –მსოფლიოს მობილური კონგრესი 2017-სთვის ჰუავეის მომხმარებელთა ბიზნესჯგუფმა წარმოადგინა P10. P სერიის ახალი მოდელი, რომელსაც ასე ელოდნენ, დახვეწილი მოწყობილობისა და გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ამ ახალ სმარტფონს საოცარი ფერები აქვს, რასაც Leica-ს ახალი ორმაგი კამერა 2.0 უზრუნველყოფს. Leica-ს კამერა პორტრეტების გადაღების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, ხოლო მისი წინა კამერა თქვენს სელფის სრულიად გამორჩეულს გახდის. “ჩვენ გვსურს შთავაგონოთ ადამიანები და გავაცოცხლოთ სამყარო ულამაზესი ფოტოებით. ჩვენი P სერიის ახალი და შთამბეჭდავი მოწყობილობა, რომელსაც Leica-თან ერთად შემუშავებული ნოვატორული ორმაგი კამერა აქვს, ყველა ჩვენგანში ხელოვანს აღვიძებს, გვაძლევს რა შესაძლებლობას დავიჭიროთ ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები,” აღნიშნა ჰუავეის მომხმარებელთა ბიზნესჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ. “ჰუავეი P9 და P9 პლუსის საოცარ წარმატებაზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით გამორჩეული და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰუავეი 10, რომლებიც მომხმარებელს ამ უნიკალური მოწყობილობის გამოცდის შესაძლებლობას მისცემს.” ჰუავეი P10 წარმოაჩენს, რომ ჰუავეის კვლავაც სურს დანერგოს ახალი სტანდარტები და აქციოს ეს სმარტფონი ინსპირაციის წყაროდ მათთვის, ვინც მობილური ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ფოტოსტუდია თქვენს სმარტფონში ჰუავეი P10-ის ორმაგი კამერა 2.0 უკანა ორმაგი კამერის კონფიგურაციით და Leica-ს კამერა ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს პორტრეტული ფოტოს სრული სპექტრის გამოცდა შეუძლიათ. 12-მეგაპიქსელიანი RGB სენსორი, 20-მეგაპიქსელიანი მონოქრომული სენსორი და ფოტოების შერწყმის გაძლიერებული ალგორითმები, P10 სმარტფონს უმაღლესი დონის ტექნიკურ და არტისტულ გამოსახულებას სძენს. ფოტოებისთვის ინდივიდუალური პარამეტრების მინიჭებაში მომხმარებელთა დასახმარებლად ჰუავეი P10-ის პორტრეტის პარამეტრები მოიცავს სახის ამოცნობის ზუსტ 3D ტექნოლოგიას, რომელიც იყენებს დეტალური იდენტიფიცირების წერტილებს სახის ნაკვთების უფრო სწრაფი და ზუსტი განსაზღვრისთვის. ჰუავეის P10 Plus-ს აქვს Leica-ს ახალი ორმაგი კამერა Leica Dual Camera 2.0 Pro, ასევე Leica-ს ახალი ლინზები და 1.8 დიაფრაგმა. ჰუავეის ვიდეო რედაქტორი შემუშავებულია GoPro-თან ერთად. იგი ქმნის ფოტოალბომებს ადამიანების, ადგილებისა და მოვლენების საფუძველზე და ამავე დროს ავტომატურად ქმნის ვიდეო ისტორიებს ლამაზი შაბლონებისა და რედაქტირების უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. ტრენდული დიზაინი და გამორჩეული ტექნიკური მახასიათებლები P10 და P10 Plus ხელმისაწვდომია უნიკალურ ფერებში. ჰუავეის P10 Plus მოდელში გლუვ და პრიალა ვარიანტებთან ერთად პირველად გაჩნდა ბრილიანტის ბრწყინვალება სმარტფონებისთვის. P10 და P10 Plus ხელმისაწვდომი იქნება შავ და ოქროსფერ ფერებში. დიზაინის საკითხებში ჰუავეისა და ფერების საკითხებში „Pantone“-ის გამოცდილებით შეიქმნა ორი ახალი ფერთა შეხამება, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ფერთა ახალ ტენდენციებს მობილურების ბაზარზე. მეტალის გლუვი და თხელ დიზაინთან ერთად, ჰუავეი P10-ის თითის ანაბეჭდის სენსორი ამჯერად ტელეფონის წინა ნაწილშია მოთავსებული და დამალულია გლუვი შუშის ქვეშ. თითის ანაბეჭდის სენსორი ცვლის ნავიგაციის სვეტს, რაც ზრდის ეკრანს და სმარტ შეხებას უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის. Kirin 960 და EMUI 5.1 უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ კომუნიკაციას და ქსელის მაღალი დონის კავშირს. მსოფლიოში პირველი CAT12 LTE სმარტფონი ჰუავეი P10 Plus აღჭურვილია 4x4 MIMO ანტენის სისტემით, რომელიც უფრო სტაბილური კავშირის შესაძლებლობას იძლევა. ჰუავეი P10-ს გააჩნია მექანიზმის სწავლის ალგორითმი, რომელიც მომხმარებლის ქცევას სწავლობს. შესაბამისად ყველაზე ხშირად გამოყენებული აპლიკაციები და მომსახურებები უფრო სწრაფად იტვირთება, რაც სმარტფონის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. ქართველი მომხმარებლებისთვის ჰუავეი P10 და P10 Plus-ის შეძენა აპრილის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი ჰუავეის ოფიციალური ტექნიკის მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ-ელექტრონიქსი, მაგთი, ბილაინი, მეტრომარტი და სხვები. Huawei Consumer BG-ის შესახებ Huawei-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზეკომპანია მესამე ადგილზეა. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს. Huawei Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. Huawei-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჰუავეის ფეისბუქ გვერდს: www.facebook.com/HuaweiGeorgia
  • შეხვედრა განახლებადი ენერგიის საკითხებზე

    „განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის“ REN21-ისა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით  გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: “საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ახალი შესაძლებლობები”

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ევროკავშირის  ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე,ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის წარმომადგენელი ჯანლუკა სამბუჩინი, სხვადასხვა სამინისტროების პასუხისმგებელი პირები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეებისა  და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ის ძირითადი რეკომენდაციები რომლებიც აუცილებელია იმ პოლიტიკური, სამართლებრივი, მარეგულირებელი და ტექნიკური ბარიერების დასაძლევად რომლებიც აბრკოლებენ საქართველოში განახლებადი ენერგიის რესურსების არსებული პოტენციალის ეფექტიანად ათვისებას.

    ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად  მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების მაქსიმალურად ათვისება. აღნიშნული ამოცანის განხორცილებისათვის კი აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ინვესტორებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბება.

    შეხვედრაზე დისკუსია მიმდინარეობდა შემდეგი მთავარი საკითხის გარშემო: რა სახის ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, რათა გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე განისაზღვრა ის საკვანძო მიმართულებები, რომელთა განვითარებაც აუცილებელია სამომავლოდ განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიზნით, კერძოდ განახლებადი ენერგიის რესურსების განვითარების შესახებ კანონის შემუშავება და მიღება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მაქსიმალურად გამჭირვალე და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და ქსელზე მიერთებისა და ნებართვებისა და ლიზენციების გაცემის მოქნილი პროცედურების შემუშავებას.

    შეხვედრაზე ასევე განიხილეს REN21 UNECE-ის მიერ განახლებადი ენერგიის საკითხების შესახებ მიმდინარე 2017 წლის ანგარიშის წინასწარი შედეგები. REN21 UNECE-ის მიერ მომზადებული 2015 წლის ანგარიში (REN21 UNECE Renewable Energy Status Report) განახლებადი ენერგიის შესახებ შეხვედრის მთავარ მოსამზადებელ დოკუმენტს წარმოადგენდა.

     

  • ლიბერთი ბანკი მომხმარებელს განვადების ლიმიტის წინასწარ გადამოწმების სერვისს სთავაზობს

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური