ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე - ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 თებერვალი 2018 09:41

მეხანძრე მაშველების რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ცეცხლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე ლოკალიზებულია. ლიკვიდაციის მიზნით კი სამუშაოები ისევ გრძელდება.

ადგილზე მაღაზიების მფლობელები იმყოფებიან, ისინი ელოდებიან ხანძრის სრულად ლიკვიდირებას, რათა საკუთარ სავაჭრო ფართებში შევიდნენ.

მათი განცხადებით, პროდუქტი არ იყო დაზღვეული და აცხადებენ, რომ ზარალი ათიათასობით ლარის ოდენობის იქნება. ბაზრობის მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, თუმცა კონკრეტული პირების ინტერესებზე ვერ საუბრობენ.

,,პრობლემები შეგვექმნა ყველას, რას უნდა გაეჩინა ხანძარი, რომ ამდენი ხალხი ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით,“- ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ან რა ოდენობის არის ზარალი ამ დრომდე უცნობია. სავაჭრო ცენტრ ,,თერგს“ ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, ბაზრობას რამდენიმე მეწილე ჰყავს, თუმცა მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველად ინფორმაციით, დამწვარია სავაჭრო ცენტრის 3000 კვ მეტრი ფართობი.

წაკითხულია 440 ჯერ

Related items

  • ბათუმში “ლეოგრანდის” მახლობლად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის

    ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდის” მახლობლად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლი, სავარაუდოდ, სამ სახლს უკიდია. 

    , დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველი-მეხანძრეები.

  • დიდუბეში ,,თერგის" ბაზრობაზე ხანძარია - ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

    ხანძარია დიდუბეში. ცაბაძის ქუჩაზე, ცეცხლი ბაზრობა ,,თერგში" გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო ბრიგადა. მათი ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

  • წყალტუბოში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 
    გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, 88 წლის ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, ხანძარი თვითონ გააჩინა.
    ,,მარტო ცხოვრობდა სახლში. ერთი შვილი თბილისში ცხოვრობს, მეორე –მოსკოვში. ამბობდა რომ სიცოცხლე არ უნდოდა. ძლიერი ხანძარი იყო, თუმცა, სახანძრომ ცეცხლი მალევე ჩააქრო“, - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა მზია დახუნდარიძემ.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • წაღვერში ხანძარია

    წაღვერში ხანძარია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. 
    ხანძარი არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზეა, არანახანძრალ ადგილზე. ამ დროისთვის უცნობია, რა არეალზეა გავრცელებული ცეცხლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მეხია. 

  • ლაგუნა ვერესთან ხანძარია - (ვიდეო)

    თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. 

    ცირკის მიმდებარედ, ბენზინგასამართთან ცეცხლი ხეებს უკიდია. ცეცხლი დიდ ფართობზეა მოდებული და ძლიერდება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, იწვის ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე.

    ადგილზე სამი  ჯგუფი და 15-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის, ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური