ხოჯალის გენოციდისა და ეროვნული გლოვის დღე
1992 წლის 26 თებერვალს სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა ყოფილი სსრკ-ს ხანქანდში მდებარე 366-ე მოტომსროლელთა დივიზიის მონაწილეობით აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ უანალოგო ხოჯალის გენოციდი განახორციელეს. სომხებმა ქალაქ ხოჯალის მოსახლეობა დაარბიეს, ასობით კაცი, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები მხეცურად აწამეს და მოკლეს, ტყვეებად აიყვანეს, ქალაქი მიწის პირისაგან აღგავეს. ხოჯალის ოკუპაციის დროს მოსახლეობას ქალაქიდან გასასვლელად დერეფანი არ დაუტოვეს, უმოწყალოდ ამოხოცეს ყოველი სულიერი. ამ საშინელი მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტელერეპორტიორის მიერ გადაღებულმა საშინელმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. ათობით მოხუცის, ბავშვის და ქალის გვამი ატყავებლი იყო, სახეები ტყვიებით და ავტომატისა კონდახებით დაჩეხილი ჰქონდათ. ამ არაადამიანურმა მოქმედებებმა სომხების ნამდვილი სახე წარმოაჩინა.
ხოჯალის მოსახლეობის 613 კაცი მოკლული, 487 კაცი დასახიჩრებული იქნა. 1275 კაცი - მოხუცი, ქალი და ბავშვი კი ტყვედ იქნა აყვანილი და საშინელი სომხური ტანჯვა-წამების მსხვერპლად იქცა. 150 კაცის ბედი კი დღემდე გაურკვეველია, ისინი უგზოუკვლოდ არიან დაკარგული. ხოჯალიში ამოხოცილი 613 კაციდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. ამ გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული, 24-მა ბავშვმა მშობლები 130-მა კი მშობელთაგან ერთი დაკარგა.
ეს მასობრივი და მხეცური ჟლეტვის აქტი სომეხთა მხრიდან აზერბაიჯანელთა სახელმწიფო დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიზანმიმართული გამანადგურებელი პოლიტიკის ერთ-ერთი ეტაპი იყო. მათი ეს ნამოქმედარი როგორც უსასტიკესი არაადამიანური დასჯის მეთოდით შესრულებული მხეცობა და შავი ლაქასავით შემორჩება მსოფლიო ისტორიას.
ხოჯალი გასული საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ხოჯალის ტრაგედია,როგორც გენოციდის აქტი მრავალი წლების მანძილზე დაუვიწყარი დარჩება. ხოჯალის ტრაგედია, ეს არის სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკის სისხლიანი ფურცელი.
ქალაქ ხოჯალის ოკუპაციის დროს მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის წინააღმდეგ მხეცური სისასტიკის განმახორციელებლები და ჟენევის კონვენციის,”ადამიანის უფლებების შესახებ“ საერთო დეკლარაციის (გეო მთავარი მეჯლისის მიერ 10.12.1948 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული) 2,3,5,9 და 17 მუხლების, “ სამხედრო კონფლიქტების დროს ქალებისა და ბავშვების დაცვის შესახებ “დეკლარაციის (გეო მთავარი მეჯლისის მიერ 14.12.1974 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული)“, გენოციდის დანაშაულთა წინააღმდეგ და დამნაშავეთა დასჯის შესახებ“ კონვენციის (გეო მთავარი მეჯლისის მიერ 09.12.1948 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული) მოთხოვნათა უხეშად დამრღვევები დღემდე არ არიან დასჯილნი. დაუსჯელობის გარემო კი პირობებს ქმნის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 25 თებერვალი საქართველოში აღინიშნება, როგორც საბჭოთა ოკუპაციის დღე. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია და განახორციელა საქართველოს ოკუპაცია. ამ თარიღს საქართველო ყოველწლიურად აღნიშნავს 2011 წლიდან. ალბათ სიმბოლურია ის ფაქტიც რომ ორივე ქვეყანა საქართველოც და აზერბაიჯანიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდენ და აგრესორი ქვეყნები ცდილობდნენ ამ მისწრაფების ჩახშობას. შემდგომმა მოვლენებმა მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ არც საქართველო და არც აზერბაიჯანი არ შეურიგდებოდნენ დამოუკიდებლობის დაკარგვას. ორივე ქვეყანამ გააგრძელა ბრძოლა და დღეისათვის ისინი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნების იმ რიგში დგანან, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.