იკას დღე ჭიათურაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 თებერვალი 2018 22:14

24 თებერვალს ჭიათურაში ტარდება კლდეზე ცოცვის ფესტივალი, რომელიც ეძღვნება ირაკლი გრამატოპულოს ხსოვნას. 
ფესტივალი მოიცავს უსაფრთხოების მასტერკლასს, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ ბუნებრივ კლდეზე ცოცვას.

ფესტივალს აფინანსებს ფონდი “Ika’s Foundation Ikarus”, 
რომელიც უზრუნველყოფს პირველი 40 დარეგისტრირებული მონაწილის ტრანსპორტირებას და ერთჯერად კვებას.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს (ასაკი 16+).

წაკითხულია 743 ჯერ

Related items

  • ჭიათურის მაღაროში 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

    უბედური შემთხვევა მოხდა  ჭიათურაში. ითხვისის მაღაროში 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა.

    აღნიშნულ  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • ხუთი ბაგა-ბაღი ჭიათურაში, რესტავრირებულია

    ჭიათურაში 5 ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ხუთივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. 
    ჭიათურის ბაგა-ბაღების  რეაბილიტაციაზე ჯამში 869 ათას 114 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებში ჭიათურაში მცხოვრები ათას 640-მდე აღსაზრდელი დადის.

  • ჭიათურაში რეაბილიტირებული სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
    შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების განახლებული შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული და ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად, რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა. ჭიათურის განახლებულ სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 57 თანამშრომელი იმუშავებს. შს მინისტრი მეხანძრე-მაშველებს გაესაუბრა და ახალ სამუშაო გარემოში წარმატებები უსურვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე შენობის აშენება და ძველი ნაგებობების რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებსა და საგანგებო სიტუაციების დროს მათი რეაგირების ხარისხს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური