სამუშაო შეხვედრა DIB სკოლაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 15:13

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ღონისძიება შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელიც ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროექტის“ დაფინანსდებით ხორციელდება.  ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი, შვედი, ირლანდიელი, ბრიტანელი და ესპანელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის საჭირო მოდელებსა და მეთოდოლოგიებს აცნობენ, რაც სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

DIB სკოლაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები იღებენ.

პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გუშინ ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გაიხსნა. მასში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და  ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა მიესალმნენ. პროექტის შესახებ კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. 

სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სამი დღე გაგრძელდება.

წაკითხულია 349 ჯერ

Related items

  • „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ - ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია

    კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე GITI 2019 ლიბერთი ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში - „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ მოიპოვა. საქართველოს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭომ ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ გამარჯვებულად ბანკის ქოლ-ცენტრში დანერგილი ახალი პლატფორმა დაასახელა.

    ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქოლ-ცენტრის მართვის პანელს, რომელიც Cisco-ს ბაზაზე ლიბერთისა და ორიენტ ლოჯიკის მიერ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. პროდუქტი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა და ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დისტანციურად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საბანკო სერვისების სწრაფად და კომფორტულად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    ,,ქოლ-ცენტრის მართვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ლიბერთი ბანკის გუნდთან ერთად შევქმენით და მისი კონცეფციაც ბანკის ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ, კერძოდ - შვედეთში, სადაც პროდუქტის მომავალ განვითარებაზე ადგილობრივი ორიენტ ლოჯიკის ფილიალი იზრუნებს"- განაცხადა ორიენტ ლოჯიკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ტუსკიამ.

    „ქოლ-ცენტრის ახალი პლატფორმის დანერგვა დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას. თანამედროვე სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განახლება ბანკის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, ქოლ-ცენტრის მიერ საბანკო მომსახურებების შეთავაზებით ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სესხების, ანაბრების თუ ანგარიშების შესახებ“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, თიკო გობეჯიშვილმა.

    მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით GITI ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

  • ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი ,,იმოძრავე ლიბერთისთან ერთად“ დააანონსა
    8 ივნისს,  ლიბერთის ინიციატივით კიდევ ერთი ახალი სოციალური პროექტი იწყება, რომელიც ნებისმიერ მსურველს, თბილისში, ერთდროულად 4 ლოკაციაზე სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობის საშუალებას აძლევს.
     
    60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს,  ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ყოველ შაბათ კვირას ვაკის პარკში, ილიას ბაღში, მზიურისა და იპოდრომის სპეციალურად გამოყოფილ  ტერიტორიებზე ვარჯიშის საშუალება მიეცემათ.
     
    ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და განსაკუთრებით კი უფროს თაობაზე ზრუნვა ლიბერთის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს ახალი პროექტი ჩვენს თანამოქალაქეებს ასაკის მიუხედავად, ვარჯიშის, გართობის, დასვენებისა და გაჯანსაღების სტიმულს მისცემს.  მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ისეთი სივრცეები სადაც ადამიანებს  მისვლა და ყოველდღიურობისგან განმუხტვა გაუხარდებათ. ეს პროექტი არ არის ერთჯერადი და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგძელდება“ - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
  • DIB-ში საერთაშორისო მოლაპარაკებებში ტრენინგი დაიწყო

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) კურსი „საერთაშორისო მოლაპარაკებების უნარებში დახელოვნება” დაიწყო.

    ტრენინგს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან და მის მიზანს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების სხვადასხვა ფორმატების მრავალმხრივი, დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკებების გაცნობა წარმოადგენს. მსმენელები ოთხი დღის განმავლობაში წარმატებული მოალაპარაკებების ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს გაეცნობიან. 
    სწავლებას ქართველ ექსპერტთან დავით ნარდაიასთან ერთად კლინგენდაელის წარმომადგენლები ჟან-ვილემ ფოტი და მარლის როტშუიზენი უძღვებიან.

    ტრენინგი ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდალის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

  • ‘დიდი ვალსი’ ლიბერთისგან დაიწყო

    26 მაისს ლიბერთის ინიციატივით თბილისში, განახლებულ გოძიაშვილის ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურად უფროსი თაობისთვის ცეკვების პირველი საღამო გაიმართა. მსგავსი საღამოები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ლიბერთის სოციალური მედიის საშუალებით წინასწარ დაანონსდება.

     ლიბერთიმ, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო პროექტი წარმატებით განახორციელა. ასევე, მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სერვის ცენტრების განახლების პროცესიც.

     ,,ლიბერთის სერვის ცენტრები ტრადიციულად უფროსი თაობის თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის მთელი ზაფხულის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით შევქმნათ ისეთი გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასაკის მიუხედავად, ახალი ურთიერთობების დასამყარებლად, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა ექნებათ.“ - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

  • ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა

    ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. კონექტიკუტის შტატში მდებარე აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ქართველმა კადეტებმა - კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს.

    კურსის გამოშვების ცერემონიალზე ქართველ კადეტებს დიპლომები ჯონ ბოლტონმა და ლევან იზორიამ გადასცეს. „მქონდა პატივი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან ერთად მიმელოცა კადეტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის წარმატებით დასრულება. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის ორი ქართველია და ისინი მომავალში აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოახმარენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    კადეტები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხნენ.  შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე იუნკრებმა სწავლა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძეს. სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, კადეტები სპეციალიზაციის კურსს გაივლიან და თავდაცვის ძალებში ოცმეთაურის თანამდებობაზე დაინიშნებიან. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს 2015 წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას, რომლებიც ამავე აკადემიაში სწავლობდნენ. ლევან იზორიამ სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე ქართველი კადეტების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური