ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 18 თებერვალი 2018 13:26

თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

წაკითხულია 369 ჯერ

Related items

  • საჰაერო ევაკუაციის სწავლება C130 თვითმფრინავით Agile Spirit 2019 ფარგლებში

    დღეიდან ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს საჰაერო ევაკუაციის განხორციელება სრულყოფილად შეუძლიათ. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების Agile Spirit 2019 ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საბრძოლო მედიკოსებმა, სამხედრო ექიმებმა და მედდებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს. 

    სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა.  სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლას და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.

    სცენარის მიხედვით, ქართველმა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა ხმელეთზე დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დაზარალებული სამხედროები სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს.  2-საათიანი ფრენის განმავლობაში კი, მათ დაზარალებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განახორციელეს.

  • ავიაკომპანია „YANAIR“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

    უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება  დაიწყო. ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ პირველ ივნისს მიენიჭა.

    პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა.  ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

    • 4 ივნისიდან 23 ივნისამდე - კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს);
    • 23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე - კვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს)

    უკრაინული „YANAIR“, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან  - ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, „YANAIR“ აგრეთვე დაიწყებს სეზონურ ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით.

  • პოლონური Small Planet Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

    მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. 
    მათივე ინფორმაციით, ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. 
    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.
    Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ მიმოსვლას ახორციელებდა.

  • სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

    კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტული სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა. 

    აეროპორტში, კორეელი ტურისტების დახვედრის ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდნენ. მათ კორეელ სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საბაჟო კონტროლის გავლისას სიმბოლური ღვინის ბოთლები გადასცეს.

    „საქართველო და კორეის რესპუბლიკა წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე. აღნიშნული რეისების განხორციელება გაზრდის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“ განაცხადა გიორგი შარვაშიძემ დახვედრის ცერემონიის შემდეგ.

    კორეა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები 24 და 31 მაისს განხორციელდება და ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა.

    აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ბიზნეს წრეების დაახლოებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

  • ირანში შესაძლოა ინგლისურის სწავლება აიკრძალოს

    ირანის განათლების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მეჰდი ნავიდ ეთემის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება კანონებსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

    ეთემმა ერთ-ერთი ადგილობრივი სატელევიზიო არხთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინგლისური უკვე სასკოლო პროგრამების ნაწილი აღარ არის, ხოლო ინგლისურის კერძო გაკვეთილებთან დაკავშირებით შეფასებები არ გააკეთა.

    ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამანეიმ განაცხადა, რომ ადრეულ ასაკში ინგლისურის შესწავლა „დასავლეთის ირანში კულტურულ შეჭრას“ იწვევს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური