მიხიელ სააკაშვილი კიევში დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 17:55

მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციაც უკრაინული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, სააკაშვილი, თავისი პარტიის მიმდებარე ტერიტორიიდან, უცნობმა , ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის დასაკავებლად სამი თეთრი ავტომობილი იყო მისული.

წაკითხულია 24 ჯერ

Related items

  • „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გატარებული ოპერაცია - შსს-მ 6 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

    უწყების ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად , მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა, ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად „ჩიკი“, „ბუბა“, „ამბერგუმა“ და კიდევ სამი წევრია დაკავებული თბილისში, დედოფლისწყაროსა და წრომში.

  • დაკავება მეტრო "თავისუფლების მოედანზე" - შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

    შინაგან საქმეთა სამინსტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდეტს გამოეხმაურა. მეზვრიშვილის თქმით პირებმა რომელთა დაკავებაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშია ასახული, პოლიციელებს თავისი კანონიერი მოვალეობის შესრულებაში შეუშალეს ხელი:

    „სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია ორი მოქალაქის დაკავება. 2018 წლის 28 იანვარს მეტროსთან შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით, პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს, ამ დროს, როდესაც პოლიცია ასრულებდა კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას. საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან 1992 და 1982 წელს დაბადებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ქონიათ , გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ როცა პოლიცია სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს. შესაბამისად პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვდა და დაიწყეს ამ პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებისას პირებმა წინააღდეგობა გაუწიეს პოლიციას და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენის მხრიდან სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს.“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    შეგახსნებთ, მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ 2 პირი დააკავეს, საქმეზე ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მიმდინარეობს. ადვოკატები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

  • დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

    „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,DAF’’-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბრალდებული ცდილობდა საქართველოში შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონელი. კერძოდ: პნევმატური და სასიგნალო იარაღი, ცეცხლსასროლი სანადირო თოფები, ვაზნები და იარაღის სათადარიგო ნაწილები.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კონტრაბანდულად შემოტანილი საქონელი.

    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით” -აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • დავით საყვარელიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

    უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აქვეყნებს. 
    „დააკავეს მიხეილი! მიყავთ უსაფრთხოების სამსახურში ასკოლდოვზე“, - წერს საყვარელიძე.

  • აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 40 აბი და ჰეროინის შემცველი, 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური