პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 15:30

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და საშინაო რეფორმების მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციაა.
ევროპარლამენტარებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე და გამოხატული მხარდაჭერისათვის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდა.

 

წაკითხულია 89 ჯერ

Related items

  • გიორგი კვირიკაშვილი - ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები

    ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნარკოპოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

    მისივე თქმით, მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიოს არავინ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში.

    “ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ამიტომ, ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში, ეს ყოვლად მიუღებელია, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ. იმედი მაქვს, რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი. დიდი იმედი მაქვს, შევჯერდებით. გუნდში მიდის ამ საკითხის ძალიან აქტიური განხილვა და, რა თქმა უნდა, ის რაც დღეს დავაანონსეთ - აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა - არ არის მხოლოდ განცხადება, თემის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი კონკრეტული დაფინანსებით, თუ ძალიან მოკლე პერიოდში როგორ უნდა განვახორციელოთ ჯანმრთელობის ინფასტრუქტურის, კონკრეტულად - სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. ჩვენ მასობრივი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი. მე უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება მისაღები და ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომანებთან მიმართებაში შეარბილებს და ამავე დროს, შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

  • გიორგი კვირიკაშვილი - გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების

    გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ასევე, მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მისცა საშუალება სამართალდამცველებს აღესრულებინათ საკუთარი ფუნქცია. 

    "მინდა შევეხო გასულ 2 დღეში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. არასოდეს ვიკავებთ თავს ახალგაზრდობასთან საუბრისგან. გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალდამცველები, პოლიციელები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ სამართალდამცველი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა ერთ პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ასევე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მათმა უდიდესმა ნაწილმა მისცა საშუალება სამართალდამცველებს აღესრულებინათ საკუთარი ფუნქცია",- განაცხადა პრემიერმა.

  • გიორგი კვირიკაშვილი - თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში

    თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

    კვირიკაშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, რომ პარტიის ხელმძღვანელობის შეთავაზებას დათანხმდა. „მივესალმები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა, უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო. 

    ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში - აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას. აუცილებელია პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

    მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია და ეს გზა არ იყო მარტივი. „ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. 

    მეგობრებო, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურებოდა. ჩვენი გუნდის და პირადად ჩვემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და პრემიერმინისტრის ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა. 

  • პრემიერი - საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება

    საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

    პრემიერ-მინისტრი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის, ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრს ელი კოენსა და ისრაელის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს.

    „ჩვენ წელს ვზეიმობთ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს. ასევე ისრაელი ზეიმობს თანამედროვე ისრაელის 70 წლის იუბილეს და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი საზეიმო დღე. ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის სიხარული გაერთიანდა ამ ულამაზეს პროექტში და ეს არის საქართველოში ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლების დღე. საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება. დღეს საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია. „ელბიტ სისტემსი“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ისეთ მსოფლიო გიგანტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Boeing, Bombardier და Airbus და ა.შ. მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, Elbit Systems-ის მიერ სწორედ საქართველო შეირჩა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას და ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის - ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. 

    „სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ , რაც 5 წელი გახლავთ, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის პოტენციური მყიდველები იქნებიან მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ფასით, ისე ხარისხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    მისივე თქმით, საწარმოში შეიქმნა 300 ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტი იქნება. 

    „ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის, მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესის უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტები. მათ უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა ისრაელში და აღსანიშნავია, რომ ისრაელის წამყვანმა სპეციალისტებმა მათ პროფესიონალიზმს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყვეელაზე მსხვილი ერთობლივი ინდუსტრული პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი მერცხალი. დამერწმუნეთ, ამ პროექტის შემდეგ იქნება არაერთი ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში ყველაზე წამყვანი ტექნოლოგიები მიაწოდოს საქართველოს. 

    „ჩვენ მივესალმებით ისრაელის ყველაზე მსხვილ ინვესტიციას საქართველოში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საპარტნიორო ფონდს, მის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს, მის გუნდს, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამინისტროებს, ასევე დავითის წინამორბედს ირაკლი კოვზანაძეს, რომლის დროსაც მოეწერა ხელი და დაიწყო ეს პროექტი. ასევე კომპანია Elbit Systems Cyclone-ს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის და მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

  • გიორგი კვირიკაშვილი - დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვეტერანებს, რომ მათი გმირობა დავაფასოთ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველას ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ.
    "მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვეტერანებს. ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ, ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში. ისინი არიან ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი. 300 000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. ასე რომ, დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გააწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური