მთავრობა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას გეგმავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 თებერვალი 2018 15:59

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, - ამ თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.

თათბირზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით ეკიდება პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში. გარდა ამისა, შედგება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.

ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათ მიერ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა შედეგებს მოუტანს ეს მათ, სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.

წაკითხულია 28 ჯერ

Related items

  • საგანგებო შტაბის განცხადება

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. საგანგებო შტაბი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 

    გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თორთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით 2 ვერტმფრენს გამოაგზავნის. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.

    მთელი ღამე შეუჩერებლად მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება 300- ზე მეტი მაშველი. 100-ზე მეტი ტყის მცველი, უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს, გარემოს დაცვის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს.

  • მთავრობის საქმიანობას 35% უარყოფითად აფასებს- NDI-ის კვლევა

    ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

    კვლევის შედეგების თანახმად მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 23%, ძალიან ცუდად კი 12%, საშუალოდ 52%, კარგად 9%, ხოლო ძალიან კარგად 1%, არ იცის 3% მა, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

    კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.

  • საფრანგეთის მთავრობა გადადგა

     საფრანგეთის მთავრობა გადადგა. 
    ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, პრემიერ ბერნარ კაზნევისა და მისი კაბინეტის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტისთვი, ემანუელ მაკრონისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაცემასთან არის დაკავშირებული, რომელიც 14 მაისს არის დაგეგმილი.

     

    შეგახსენებთ, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა 66,10 %-ის მხარდაჭერა მოიპვა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი დაამარცხა საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრა პრეზიდენტი გახდა.

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამა დაიწყო
    პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმება შეაფასა და გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკურ გუნდს და ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა. „მინდა ,ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას სავალუტო ფონდთან. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს. უმნიშვნელოვანესი სამუშაო დასრულდა - სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი სამწლიანი პროგრამა საქართველოსთვის, რაც ნიშნავს პირდაპირ დაფინანსებას ბიუჯეტში და ასევე - მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის, საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების კუთხით. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი, რაც ნიშნავს, რომ 4-პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია და თვითონ ამ პროგრამამაც წარმატებული სტარტი აიღო. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების კუთხით ანთებული მწვანე შუქი, თავის მხრივ, მეტყველებს, რომ ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად წარმატებით განხორციელდება, რაც ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს, ინვესტიციებს პარალელურად უკვე კერძო სექტორის მხრიდანაც და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან კარგი სტარტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
  • საქართველო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირების შემდეგ

    საქართველოში 2013 წელს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირება მოხდა და საზოგადოებაში დიდი ცვლილებების იმედიც გაჩნდა. თუმცა, მას შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სამოქალაქო საზოგადოება ბევრს საუბრობს კონვენციის მხოლოდ ქაღალდზე არსებობისა და რეალობაში ცვლილებების არ განხორციელების შესახებ.
    2016 წლის 3 დეკემბერს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობამ წარადგინა საქართველოს პირველი ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ.
    ანგარიშში რატიფიცირების შემდეგ ქვეყანაში განხორციელებული პოზიტიური ცვილლებებია ასახული, რომელიც ნამდვილად იმედის მომცემად გამოიყურება.
    ცვლილებების მოკლე შეჯამება ვთხოვეთ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსს, ნატალია ჯალიაშვილს:
    - საქართველოს კონვენციის განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შშმ პირთა უფლებების და თავად კონვენციის პრინციპების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი. კონვენციის რატიფირების შემდეგ ბევრი ცვლილება გვაქვს: განხორციელდა „ქმედუნარიანობის სისტემის“ ძირეული რეფორმა, რომელიც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირებს შესაძლებლობას აძლევს მათი ნების საფუძველზე მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია, შესაბამისი მხარდაჭერის მიღების გზით. მნიშვნელოვანი შედეგებს მივაღწიეთ ინკლუზიური განათლების მიმართულებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიურ პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირების რაოდენობა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სერვისების ადაპტირების მიმართულებით. ამ კუთხით აღსანიშნავია 112-ის სერვისის ადაპტირება, სერვისების განვითარების სააგენტომ 2015 წელს დანერგა დისტანციური რეჟიმში სერვისების მიღების სისტემა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო პროექტის „,თანაბარი შესაძლებლობა ყველასთვის“ განხორციელება, რომელიც უსინათლო პირებისთვის შესაბამისი სერვისების მიღების ადაპტირებულ სისტემას ქმნის. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში გაიზარდა შშმ ბავშვების სოციალური პაკეტი. სოციალური პაკეტის ზრდა ასევე, შეეხო მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს. სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პროგრამა ამოქმედდა და დღეის მონაცემებით ნამდვილად გვაქვს სასიკეთოდ განსხვავებული რეალობა.
    ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ფონზე, არსებითი პრობლემების არსებობაზე საუბრობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი, ივონ გოგოლი:
    - ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები უკვე ხორციელდება, თუმცა მდგრადი პოზიტიური გავლენის მოსახდენად მეტის გაკეთებაა საჭირო. საქართველოში მთავარი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება: ქუჩების და შენობა/ნაგებობების ადაპტირება, დასაქმების შესაძლებლობა, ინკლუზიური განათლება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა. პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც სამთავრობო სტრუქტირების, ასევე კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზაგოდოების უფრო კონკრეტული, მიზანმიმართული და კოორდინირებული მუშაობა.

    ნატალია ჯალიაშვილი ინკლუზიური გარემოს შექმნის პროცესში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა საზოგადოების ჩართულობასა და მათ დამოკიდებულებებს შშმ პირთა მიმართ არსებით საკითხად განიხილავს და აღნიშნავს, რომ სწორედ საზოგადოების მზაობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს პოლიტიკა შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.
    ამ საკითხებზე მომუშავე, ოკუპაციური თერაპევტი ქეთი ტალახაძე საიმედო შეფასებას აკეთებს:
    - სფეროში არსებულ სირთულეებზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, გამოიკვეთება ძირეული პრობლემები: სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის შეუთანხმებელი ქმედებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულება, კვალიფიციური კადრების სიმცირე.
    ამის მიუხედავად, ვფიქრობ, არასდროს უნდა დავკარგოთ, თუნდაც ძალიან მინიმალური მიღწევები ამ სფეროში. ბოლო 6 წლის განმავლობაში გაცილებით სწრაფად განვითარდა სფერო, ვიდრე წინა წლებში, თუმცა პროცესი მაინც ნელა მიდის. ამ ეტაპისთვის, ზოგადი შეფასებით (კანონმდებლობა, გარემო, საზოგადოების დამოკიდებულება/ჩართულობა) საკითხის განვითარებას შეგვიძლია 10 ბალიანი სისტემიდან ( სადაც 0 ნიშნავს ძალიან ცუდს და 10 ძალიან კარგს) 5 ქულა მივანიჭოთ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური