რუსთავში ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 თებერვალი 2018 14:09

რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 65 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაკითხულია 23 ჯერ

Related items

  • 51-ე სკოლის დაჭრილი მეორე მოსწავლე გარდაიცვალა

    51-ე საჯარო სკოლის მეორე მოსწავლე გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობილი, რამდენიმე წუთის წინ გახდა. მე-11 კლასის მოსწავლე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    მანამდე კი ამავე სკოლის დაჭრილი მოსწავლე კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

    თბილისში 2 მოსწავლე დაჭრეს. შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

  • ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს

    ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

  • წყალტუბოში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 
    გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, 88 წლის ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, ხანძარი თვითონ გააჩინა.
    ,,მარტო ცხოვრობდა სახლში. ერთი შვილი თბილისში ცხოვრობს, მეორე –მოსკოვში. ამბობდა რომ სიცოცხლე არ უნდოდა. ძლიერი ხანძარი იყო, თუმცა, სახანძრომ ცეცხლი მალევე ჩააქრო“, - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა მზია დახუნდარიძემ.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • გლდანში გარდაცვლილილ და-ძმას ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ

    გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სადაც ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 60 წლისაა, მისი ძმა კი 70-ის. 

    შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

    გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, რასაც მეზობლების ნაწილი გამორიცხავს.

  • რა დეტალებს ახმაურებენ ბათუმში გარდაცვლილი ბიჭების მეგობრები და როგორია ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები

    ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს დილით ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ისინი  თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილები გიორგი ხ. და ზვიად ს. არიან. გიორგი ხ. მომღერალი იყო, ხოლო ზვიად ს. - მოდელი. 

    ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, არც ერთი გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. აღნიშნული ინფორმაცია Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.  

    ჩვენ მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილი გიორგი ხ.ს მეგობრებს ვესაუბრეთ:

    "გიორგის კატები უყვარდა ძალიან და ბათუმში ორი ქუჩის კატა აიყვანა, რომელიც ნაქირავებ სახლში ჰყავდათ. როდესაც სამართალდამცავები მივიდნენ ბინაში კარი შიგნიდან დახვდათ დაკეტილი, ორივე ცალ-ცალკე საწოლში იწვა... სავარაუდოდ, სხეულზე სწორედ კატების ნაკაწრები აღენიშნებოდათ"- განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისუვრა.

    Ambebi.ge ასევე გიორგი ხ.-ს უახლოეს მეგობარს, მომღერალ გიორგი მეძმარიაშვილს დაუკავშირდა:

    - გიორგი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მეორე გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობ. დედა მყავდა ავად და ბოლო ერთი თვის მანძილზე გიორგისთან კონტაქტი იშვიათად მქონდა. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მისგან გავიგე, რომ ბათუმში იყო, ვიღაც მის მეგობართან ერთად. გარდაცვალების ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, თავიდან არ მჯეროდა, ბოლომდე ახლაც ვერ ვიჯერებ, მაგრამ ამდენი ხანი სპეციალურად თუ არ ჩანს, სულ რომ ჩემი ძმა იყოს, დავკარგავ. 

    - გიორგიმ 26 ივლისს "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას აშანტაჟებდნენ... თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

    - ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ითქვა, რომ გიორგის სიმსივნე ჰქონდა, რაც არასწორია. რაც შეეხება მუქარას, ამაზე არაფერი მსმენია. ჩემთვის წარმოუდგენელია მისი გარდაცვალება და მიზეზებზე საუბარიც არ შემიძლია. ითქვა, თითქოს ნარკოტიკით გარდაიცვალნენ, მაგრამ სასმელსაც არ სვამდა და ნარკოტიკს როგორ მიიღებდა? ბოლოს რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუკავშირებ მის გარდაცვალებას.

    წყარო: ambebi.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური