ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 18:40

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

გმირთა მოედანზე ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად ასევე, იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.

საქართველოში ესტონეთის თავდაცვის მინისტრს იური ლუიკის ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის სტუმრობა კიბერუსაფრთხოების ბიუროში.

წაკითხულია 31 ჯერ

Related items

  • „ლეო გრანდში“ დაღუპული ზაურ აბულაძე 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა - თავდაცვის სამინისტრო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო. დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

  • თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიტაუტას უმბრასას შეხვდა

    საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიტაუტას უმბრასას შეხვდა.

    შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ლიტვისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე.

    თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლიტველ კოლეგას საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სამაგალითო პარტნიორია და მომავალი წლიდან გარკვეული მიმართულებებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ლიტვის მხარემ თავდაცვის უწყებას რეფორმების განხორციელების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.

  • სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო

    სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) საქართველო პირველად მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა და ყურადღება მინისტერიალის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

    „21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არა-კონვენციური გამოწვევების სახით. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე - შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

    მინისტრის შემდეგ მონაწილეებს SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა მიმართა.

    მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა.

    საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. ოფიციალურმა თბილისმა მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა.

    სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს რეგიონის მინისტრების შეხვედრისას ტირანაში (ალბანეთი) ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით. მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა (2005წ), აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა (2007წ), სერბეთი (2010წ) და მონტენეგრო (2010წ). დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. SEDM-ის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლების სატელიტური ურთიერთკავშირის (IMIHO) პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციური ქსელი (SEESIM) და ქალი ლიდერები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში (FLSD).

  • გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

    საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. გმირთა მოედანზე გერმანელ კოლეგასთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.

    გვირგვინით შემკობის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ სამგლოვიარო მარშის და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების აკომპანირებით გაიმართა.

  • გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

    საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

    საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კოლეგას გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების საკითხები განიხილეს. მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ კოლეგას ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც მიაწოდა, რომლის განხორციელებასაც ქართული მხარე აშშ-სთან ერთად 2018 წლიდან იწყებს. საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით გერმანული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასაც შეეხო.

    საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაიენის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB), რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური