,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ხელს შეგვიწყობს, რომ არა თუ კავკასიაში, არამედ რეგიონშიც მსხვილ მოთამაშედ ვიქცეთ“ - მალხაზ გულაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 20:46

რადიო ,,კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში ,,კომერსანტზე სანდრო ვეფხვაძესთან”, კვირის გამოშვების შემაჯამებლ ბლოგში, „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე  ისაუბრა.

 

როგორ უყურებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტს მთლიანობაში, მის  პერსპექტივას, იმ ფონზე, როდესაც ტვირთბრუნვის ტრენდი საკმაოდ არის შემცირებული ტარიფების კუთხით?!  ვგულისხმობ ბოლო პერიოდში საქართველოში დამკვიდრებულ პრაქტიკას. მოგეხსენებათ,  არ არის სახარბიელო სიტუაცია...

 

-  ცოტა შორიდან დავიწყებ, იმიტომ, რომ თქვენ იცით, თანამედროვრე მსოფლიოში , ერთ-ერთი მთავარი გიგანტური ბაზარი, მილიარდ შვიდას მილიონიანი ჩინეთის ბაზარია და მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ  შექმნა ახალი კონცეფცია - „ერთი სარტყელი- ერთი გზა“. 4- ჯერ ვარ ნამყოფი ჩინეთში, თითქმის  ყველა ანალიტიკურ ცენტრს, სახელმწიფო თანამდებობის პირებს შევხვედრილვარ და ვიცი, თუ როგორი დამოკიდებულება  აქვთ მათ ამ კონცეფციის მიმართ.  მასში საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო რგოლი უკავია,  იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გზა რუსეთიდან გადის. ჩინეთს არც უნდა და არაც აწყობს, რომ  იყოს დამოკიდებული, თუნდაც სტრატეგიულ მოკავშირეზე. ამიტომ, ის აკეთებს გზების დივერსიფიკაციას. დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარის ტვირთმა უნდა იმოძრაოს ამ გზაზე.  რასაც ჰქვია აზია-დასავლეთი, დასავლეთი-აზია. ამას აბრეშიმუს გზას ეძახდნენ ადრე და ახლა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ჰქვია. ჩინეთს აქვს საკუთარი მიდგომები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, იგი ცდილობს, რომ ახალი დივერსიფიცირებული გზები შექმნას. ეს ერთ-ერთი გზა გადის საქართველოზე ჩვენდა სასიხარულოდ.  ეს არის ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო და შემდეგ, უკვე შიძლება ბორანით გავიდეს ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და  ა.შ ევროპისკენ.

 

თუმცა, ამ სარტყელს, ასე ვთქვათ, რეინკარნირებულ აბრეშუმის გზას, რამდენად ხვდება  მზაობაში ჩვენი ერთიანი ლოჯისტიკა?

 

-  ჩვენ არ ვართ მზად, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ფოთის და ვერც ბათუმის პორტი   ვერ ასრულებდა იმ დანიშნულებას, რაც თავიდანვე ჩადებული იყო.  სამწუხაროდ, ფოთის პორტზე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ  11 მეტრიანი სიღრმე 8 მეტრამდე დავიდა, რადგან არ არის  გამართული მენეჯმენტი, მუდმივად სჭირდება, რომ დაღრმავება მოხდეს  ამ პროცესის, ინვესტიცია ჩაიდოს. კონტეინერის შემოტანა ფაქტიურად დიდ პრობლემად იქცევა. პორტი წილის განმავლობაში 40 %-ით არის დაკეტილი. მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტი დაშვეულია, რომ   პორტი წლის განმავლობაში,  5%-ზე მეტი არ უნდა იყოს დაკეტილი. ტარიფები კატასტროფულად მაღალია. გეტყვით, რომ ყველაზე კორუმპირებულად ითველბა ელიჩოვსკის პორტი, სადაც,ერთი კონტეინერის გემიდან ჩამოტვირთვა ხმელეთზე 186 დოლარი ღირს, ფოთში კი -440.

 

ეს ხომ არ არის მმართველი კომპანიის ბრალი?

 

- მმართველი კომპანიის ბრალიც არის, აიპი კომპანიის ბრალიც არის  და სავარაუდოდ, მერსკიც არ აქცევს  ყურადღებას, როგორც ჩანს, მისი შვილობილი კომპანიის განვითარებას. რადგან, მერსკი დაინტერესებულია რუსეთის ბაზრებზე უფრო აქტიურად ოპერირებით, იქიდან უფრო დიდ ტვირთს ეზიდება და ამიტომ, დიდად არ არის დაინტერესებული ფოთის პორტის განვითარებით. ამით სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული. რადგანაც  ჩვენი ქვეყანა ახალ სტარატეგიას ამუშავებს, - როგორც სააკაშვილი არ მიდის ბიზნესმენთან და არ ეუბნება, -  ახლავე დათმე და ციხეში წადიო, რადგან ამის ბერკეტი არ აქვს მთავრობას, სწორიც არის და არც უნდა ამის გაკეთება. შესაბამისად, სახელმწიფომ გადაწყვიტა დიდი პროექტი დაიწყოს ანაკლიის პორტის სახით, აქტიურად იღებს ამაში მონაწილეობას  ყველა მიმართულებით. ასეთი დიდი პროექტი შენდება ინფრასტრუქტურულუად და სახელმწიფომ მას ხელი უნდა შეუწყოს.

 

მართლაც, დიდი პროექტია ჩაფიქრებული. ჩემი აზრით,  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური  მოთამაშე არის ჩინეთი, ფაქტიურად მსოფლიო ეკონომიკის 2/3 პროცენტი იქაა მოქცეული. ჩინეთის ბიუჯეტმა ბოლო ხუთწლედის განმავლობაში  4 ტრილიონ დოლარამდე შეადგინა. ეს,  ფაქტიურად, მთლიანად დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტია. ჩინეთი რომ მივიბათ, ეს არის სტრატეგიული ამოცანა და აუცილებელია გვქონდეს   ისეთი დიდი პორტი, როგორიც არის  ანაკლიის, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს ჩინეთის მოთხოვნას, ღრმაწყლოვანი პორტის სახით.

 

ერთიან ლოჯისტიკას რომ დავუკვირდეთ, რა თქმა უნდა ამ მოზაიკის ნაწილია რკინიგზა.  დღესდღეობით, რკინიგზის ჭრილში ბოლო დროს გატარებული ინფრასტრუქტურულად გადადგმული ნაბიჯები, რეფორმები რამდენად იძლევა ოპტიმისტურ თემას, რომ ეს ყველაფერი მზაობაში დახვდება?

 

-  რკინიგზაში რეფორმები ჩაატარა მამუკა ბახტაძემ, რომელიც, ახლა ფინანსთა მინისტრია. ახალი ხელმძღვანელობაც მომზადებული და კვალიფიციური კადრია, მაგალითად,  ბატონი დავით ფერაძე.  მგონია, რომ ისინი კარგად ხვდებიან ამ პროცესს, იმას, რომ მზადდება სწრაფი რკინიგზის პროექტი. ასევე, შემოვლითი რკინიგზის, რომელიც დააჩქარებს  ტვირთბრუნვას.  საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა 10 %  აქეთ  გამოუშვას.  ერთი ტრილიონი საკმაოდ დიდი მასშტაბია და საქართველოს ფაქტიურად  ახალ სიცოცხლეს მისცემს. გარდა ამისა,  თვითონ ჩინეთი აპირებს აქტიური ინვესტიციები განახორციელოს  იმ ქვეყნებში , რომელიც, მის სტრატეგიულ მოკავშირეებად ითველება. საქართველოც ერთ-ერთი სტრატეგიული მოავშირეა, გამომდინარე იქიდან , რომ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთის მილიარდ შვიდას მილიონიან  ბაზართან  და ევროპის 500 მილიონიან ბაზართან გვაქვს.  ფაქტიურად, ჩვენი მისიაა, რომ  ჩინეთისა და ევროპის ბაზარი  ერთმანეთთან დავაკავშიროთ.

 

მ ერთან სარტყელში საკმაოდ საინტერესო კვანძია ცენტრალური აზიაც, რომელიც, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ კუთხით. თუმცა ბოლო პერიოდში ყაზახეთთან ურთიერთობის ჭრილში, იგივე სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის  ჭრილში, დროთა განმავლობაში მაინცდამაინც არ იყო მანკიერი პრაქტიკით დახასიათებული. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ცენტრარული აზიიდან  ტვირთების ბრუნვის პერსპექტივა?

 

- რა თქმა უნდა, ცენტრალური აზიიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან. უზბეკეთსა და ტაჯიკეტს შორის დაძაბული სიტუაცია იყო და ახალმა პრემიერმა შეცვალა. ის ტვირთი თავისუფლად წამოვა, საქართველოს დერეფნის გავლით.  მოგეხსენებათ, ალბათ, რუსეთი, რადგან  მონოპოლისტი იყო ამ კუთხით, მაღალი ტარიფები აქვს, ამიტომ, საქართველოსთვის უფრო მოქნილია. ერთი მინუსი გვაქვს ჩვენ, ორი ზღვა უნდა გადალახოს ამ ტვირთმა, მაგრამ იმდენად მოქნილი პოლიტიკა შეიძლება გატარდეს, რომ  შესაძლოა ამ ორმა ზღვამ გაცილებით მეტი კონკურენცია გაუწიოს.

 

კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო. ბოლო პერიოდში ფოთის პორტის განვითარების კონსორციუმი შეიქმნა, ვინმე თამაზ ჩხიკვიშვილი  ვალდებულებას იღებს, რომ 100 მილიონ დოლარს მოიზიდავს ფოთის პორტის განსავითარებლად.  მართლა მეცინება, რადგან ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ყოფილი მეჯართე და დიდ წარმატებულ ბიზნესთან არ ასორცირდება. ჩემი აზრით, ეს უფრო ხელის შეშლაა ანაკლიის პროექტზე.  აბნევს საერთაშორისო ინვესტორებს. ის ფაქტი, რომ აქაც პორტიც შენდება თურმე და იქაც, გაუგებარი ხდება.

 

რამდენად აფერხებს მთლიანი ქართული ლოჯისტიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების პროცესს?

 

-  ამაშია საქმე, ლოჯისტიკური ჯაჭვი ვერ ჩამოყალიბდება, თუ პორტი  არ დაექვემდებარება საერთო თამაშის წესებს.  რკინიგზამ როგორც არ უნდა დაწიოს ტარიფი, ფოთი თუ არ დაწევს იგივენაირად მას, საერთოდ ვერ მიიღებს ის ტვირთის გამტარი შედეგს. შესაბამისად,  ტვირთი აღარ იმოძრავებს. რატომ ქრება ამ დერეფნიდან და რატომ ხდება სხვა ქვეყნებში  გადამისამართვება?!  ცხადია, ფოთის პორტი ქმნის რაღაც ხელშემშლელ პირობებს.  აქედან გამომდინარე, წარმოიქმნა პრობლემები.  ამას დაემატა ყარსი-ახალქალაქის გახსნა, რამაც, წესით უნდა გადაამისამართოთს ტვირთები.  მიუხსედავად ამისა, საქართველო დაინტერესებულია გლობალურად შეცვალოს თამაშის წესები. ასეთი დიდი პორტის ჩამოყალიბება ჩვენ  ხელს შეგვიწყობს, რომ არა თუ კავკასიაში, არამედ რეგიონში ვიქცეთ მსხვილ მოთამაშედ. ჩემი აზრით, გაითვალისწინებენ  ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლები.   კარგი იქნება თუ მას სამგზავრო პორტიც მიემატება. მნიშვნელოვანია როგორც ტვირთი,  ასევე, მგზავრიც.  

წყარო: geotimes.ge

წაკითხულია 76 ჯერ

Related items

  • ანაკლიის პორტმა მსოფლიო ფორუმზე სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვება მოიპოვა

    ანაკლიის პორტი წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულია. გამარჯვებულად პორტი ვაშინგტონში, ინფრასტქრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმზე დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე ავრცელებს.

    "ვაშინგტონი, ინფრასტრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმი, ანაკლიის პორტი დასახელდა წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულად" - წერს მამუკა ხაზარაძე.

    ფორუმს ამერიკაში საქართველოდან დელეგაციაც ესწრებოდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს.

    დელეგაციის შემადგენლობაში TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც იღებს მონაწილეობას. ანაკლიის პორტის პირველ ფაზას სწორედ TBC ბანკი შეასრულებს. სულ კი პროექტი 9 ეტაპისგან შედგება.

  • ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს - სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანია პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე წარადგინა.

    გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს" და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International"-ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონტრაქტორები ასევე არიან საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია „Moffatt & Nichol" და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში „Maritime & Transport Business Solutions"-ი.

    „სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით: ფინანსური კრიტერიუმი - კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი აშშ დოლარით. ტექნიკური კრიტერიუმი - პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინასწარი დიზაინის, განხორციელების გრაფიკის, პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური კრიტერიუმი - პორტის ფინანსური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან. ფინანსური მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადებების მდგრადობა. დამატებით, წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა. სამართლებრივი კრიტერიუმით," - განაცხადა პრემიერმა.

    გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მშენებლობის ვადები იქნება დაცული და სულ მალე საქართველოს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ნავსადგური.

    „დარწმუნებული ვართ, პორტი დათქმულ ვადებში დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, რათა „აბრეშუმის გზის" კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოში და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად ახალი გამტარუნარიანობისა და ახალი შესაძლებლობების. ამასთან, ამ პორტის მშენებლობით საქართველოში შეიქმნება რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ პორტის გარშემო შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ გამარჯვებული კომპანია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" 2016 წლის 5 თებერვალს გამოავლინა.

    ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები აცხადებენ, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.


    ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.

  • ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას

    ჩინეთის მთავრობა ადასტურებს თავის მხარდაჭერას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობისადმი. ეს განცხადებები პეკინში, საქართველო - ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე გაკეთდა.

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სხდომაზე რამდენიმე სხვა პრიორიტეტული მიმართულებაც განიხილეს. მათ შორის, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხიც.

    "დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ, ეს უკვე იქნება დაახლოებით, 2 მილიარდ 200 მილიონის მოსახლეობაზე ხელწვდომა. რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ გვექნება ახალი დასაქმება," - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

  • ჩინეთში ეკონომიკური კომისის სხდომაზე ანაკლიის პორტზე იმსჯელებენ

    "14 დეკემბერს ბოლო და საუკეთესო წინადადებების შემოტანა  დასრულდება. დღეს  ჩინეთში მივფრინავ ეკონომიკური კომისის სხდომის გასამართად და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ამ კომისიაზე გვექნება საუბარი სწორედ ანაკლიის პორტია. გვსურს,რომ ჩინურმა მხარემ  კიდევ ერთხელ დაგვიდასტუროს მათი ინტერესი აღნიშნულ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

  • „PowerChina”: მზად ვართ დავიწყოთ ანაკლია პორტის დაფინანსება და მშენებლობა

    „PowerChina” არის „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკის“ კონსორციუმის წევრი და ქართული კომპანიის, შპს „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ სტრატეგიული პარტნიორი. ის ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიციებს განახორციელებს  და გარდა ამისა, ჩინეთიდან მოიზიდავს სესხს საერთო საპროექტო ღირებულების 70%-ის ოდენობით.
    „PowerChina” უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მომსახურებების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიის, ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით.
    კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, “PowerChina” 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი.
    „PowerChina“-ს საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა დუ ჩუნგუომ განაცხადა: „საქართველო ჩინეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. „PowerChina“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ბაზარს. საქართველომ ძალიან კარგი გარემო შეუქმნა უცხოურ კომპანიებს, რაც მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ კურსებს და ასევე საინვესტიციო გარემოს. აქედან გამომდინარე, „PowerChina“ თანახმაა, რომ ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განახორციელოს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ აგილობრივ პარტიორთან, შპს „ანაკლია ინდუსტრიულ ეკო პარკ და პორტთან“ და გვჯერა, რომ ნაყოფიერ სამუშაოებს ჩავატარებთ და ანაკლიის პროექტი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ტენდერში წარმატებას მივაღწევთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ „PowerChina“  საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ჩვენ საქართველოში ოთხი გზის მშენებლობის პროექტი გვაქვს განხორციელებული. ჩვენ ასობით ადამიანი გვყავს მზადყოფნაში, რომლებიც მზად არიან პორტის ასაშენებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შპს „ანაკლია ეკო პარკი და პორტი“. თავად ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ ამ პროექტისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორი კომპანიის კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის მოგებას.“

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური