ოპერაციის მიზანია, ჩვენს საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა - თურქეთის ელჩი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 26 იანვარი 2018 10:42

ოპერაცია „ზეთის ხილის რტო“ დაიწყო 2018 წლის 20 იანვარს, 17.00 სთ-ზე, სირიის ჩრდ. აღ. აფრინის რეგიონში, თურქეთის საზღვრებზე და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის,  PKK/KCK/PYD-YPG და DEASH-ის ტერორისტების გაუვნებელყოფის მიზნით, რადგან ისინი ემუქრებიან არა მარტო ამ რეგიონში  მცხოვრებთა სიცოცხლესა და ქონებას, არამედ - თურქეთის საზღვრისპირა რაიონების მაცხოვრებლებსაც, რომლებიც ხშირად გამხდარან გახსნილი ცეცხლისა და თავდასხმის სამიზნე (დღემდე, აფრინის მხრიდან, თურქეთის ჰათაისა და ქილისის რეგიონების ასევე, იქ არსებული თურქული შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და ბაზების მიმართულებით დაახლოებით 700-ჯერ გაიხსნა ცეცხლი და განხორციელდა თავდასხმა. ქ. ქილისის მეჩეთზე ბოლო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა  6 მშვიდობიანი მოქალაქე). ამის შესახებ განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა, საელჩოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

მისივე თქმით, ოპერაციის მიზანია, ჩვენს საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აფრინში ტერორისტების ნეიტრალიზება და მოძმე სირიელების დახსნა ძალადობისა და შევიწროვებისგან. ოპერაცია ასევე, შეამცირებს DEASH-ის ელემენტებთან დაკავშირებულ რისკებს, რადგენ ისინი ჩამოვიდნენ სირიის სხვა ადგილებიდან და მოკალათდნენ აფრინის რეგიონში, რათა შეუტიონ თურქეთსა და მის სასაზღვრო რაიონებს იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით გავიდნენ ევროპაში.

აღსანიშნავია, რომ ოპერაცია ხორციელდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლში აღნიშნული „ლეგიტიმური თავდაცვის უფლების“ შესაბამისად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ  #1373(2001), 1624(2005), 2170(2014) და 2178(2014) გადაწყვეტილებების თანახმად და სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაუყოვნებლივ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, რათა მომხდარიყო საერთაშორისო თანამეგობრობის დროული ინფორმირება ოპერაციის მიზეზების, მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. წერილობითი სახით, მყისიერად მიეწოდათ ინფორმაცია გაერო-ს გენერალურ მდივანსა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს. აგრეთვე, ნოტის სახით, შეტყობინება გადაეცა სტამბოლში სირიის გენერალურ საკონსულოს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების, სირიის მეზობელი და რეგიონის ქვეყნების ელჩები მიიწვიეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მათ მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე სამიზნედ დასახულია მხოლოდ: ზემოაღნიშნული ტერორისტები, მათი თავშესაფრები, ბანაკები, შეიარაღება, ტექნიკა და აღჭურვილობა. ასევე, ყველა ზომებია მიღებული, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო პირების დაზარალება.

ამგვრად, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავისუფალი სირიის არმიამ 10.5 კმ-ით წაიწია აფრინისკენ. 47 პოზიცია გაიწმინდა  ტერორისტებისგან და მოხდა 287 ტერორისტის ნეიტრალიზება.

ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება რეგიონში ტერორიზმის საფრთხე.

"ამ ოპერაციის სამიზნეა PKK-ს ელემენტები ისევე, როგორც ოპერაცია „ევფრატის ფარის“ სამიზნე იყო  DEASH-ი. იგი გვიჩვენებს, რომ თურქეთი ვერ შეურიგდება ვერცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებმაც იპოვეს უსაფრთხო სამყოფელი მისი საზღვრების გასწვრივ და მისთვის მიუღებელია,  სირიელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შედგენილი ცალმხრივი დღისწესრიგი. თურქეთის ძალისხმევა მიმართულია სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და ერთობის შენარჩუნებისკენ", - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.        

 

 

 

წაკითხულია 806 ჯერ

Related items

  • თურქეთი: ევროპის უსაფრთხოების შეუცვლელი მოკავშირე

    დღეს, Daesh-ის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა და ლტოლვილთა ნაკადების მართვა ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ამ სირთულეების გადალახვის მიზნით დაწყებული საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში.

    თურქეთი, უზრუნველყოფს ევროკავშირის მიმართულებით, სირიელ ლტოლვილთა ნაკადის მართვას. თურქეთი, არა მარტო მასპინძლობს 3,5 მილიონ სირიელ ლტოლვილს, არამედ მან აღკვეთა ათასობით პირის ეგეოსის ზღვის სახიფათო მარშრუტის გავლით დასავლეთ ევროპაში მოხვედრა, რითაც იხსნა მათი სიცოცხლე.

    თურქეთმა, ერთ-ერთმა პირველმა აღიარა Daesh-ი ტერორისტულ ორგანიზაციად. იგი არის Daesh-ის წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წევრი.

    მაშინ, როდესაც, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს აეროპორტებშიც, კი  უჭირს, ჯიჰადისტების გაკონტროლება თურქეთმა, 4 000-ზე მეტ პირს უარი უთხრა ქვეყანაში შეშვებაზე, გააძევე დაახლოებით 6 000 ტერორისტი  და დააკავა 10 000-ზე მეტი Daesh-ის და Al Kaide-ს წევრი. მან დიდი ძალისხმევა დახარჯა, რათა გაეკონტროლებინა 911 კმ-იანი თურქეთ-სირიის სახმელეთო საზღვარი.

    მაშინ, როდესაც, კოალიციის სხვა წევრები მხოლოდ სიმბოლურად მონაწილეობით შემოიფარგლებიან თურქეთი, თავისუფალ სირიის არმიასთან ერთად, 2016 წლიდან, ებრძვის Daesh-ს. აქამდე წარმოებული ოპარაციებისგან განსხვავებით,  თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული „ევფრატის ფარი“ იყო სანიმუშო და შეიძლება ითქვას, ერთადეთი იშვიათი ოპერაცია, რომლის შედეგადაც გათავისუფლდა ჯარაბულუსი, ელ-ბაბი და მათი მიმდებარე ქალაქები, ხოლო 100 ათასობით სირიელი მშვიდობიანად დაუბრუნდა საკუთარ სახლ-კარს.

    შეგვიძლია, კი ვთქვათ, რომ ევროპელებს სწორად ესმით თურქეთის, მაშინ როდესაც, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ზურგით ეყრდნობიან მას? შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხდება ჩვენი ქვეყნის ქმედებების სწორი ინტერპრეტაცია და მისი მხარდაჭერა? სამწუხაროდ, არა.

    დღეს, ევროპაში ვხვდებით თურქეთის საწინააღმდეგო დისკურსს, რომელიც ნაწილობრივ გამოხატავს ქსენოფობიისა და ისლამოფობიის ზრდას, რაც თავის მხრივ, იკვებება ევროპელი ექსტრემისტების მიერ ლტოლვილთა ნაკადის საკითხით მანიპულაციით. ამას გარდა, ზოგი უსინდისო პოლიტიკოსი, ამომრჩევლების გულის მოსაგებად, ქსენოფობიური და მუსლიმოფობიური გზავნილების შენიღბვას ცდილობას „პოლიტკორექტული“, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო პოზიციის გახმოვანებით.

    ეს დისკურსი ასევე, მომდინარეობს იქიდანაც, რომ ზოგიერთები ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეების სერიოზულობას, რომლის წინაშეც, ბოლო წლებში, აღმოჩნდა თურქეთი. ასევე, ისინი არასათანადო ფორმით ცდილობენ თურქეთის ლიდერების ავტორიტარიზაციას და ამტკიცებენ, რომ აქ ილახება პიროვნული უფლებები. ისმის კითხვა - რომელი ევროპული ქვეყანა დაუთმობდა ამ უფლებებს უფრო მეტ ყურადღებას იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა თურქეთის მსგავსი ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა: Daesh-ისა და PKK/PYD/YPG-ის ტერორისტული დაჯგუფებების მიერ სასაზღვრო კონტროლის ხელში ჩაგდება, მათი აგრესია, ფეთულაჰ გულენის ორგანიზაციის მიერ 2016 წლის 15 ივლისს პუტჩის მოწყობის მცდელობა, სირიელ ლტოლვილთა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაკმაყოფილება, რომელიც ტვირთად დააწვა თურქ გადასახადის გადამხდელებს? პრინციპში, ვერცერთი სხვა ქვეყანა უკეთესად ვერ გაუმკლავდებოდა, ერთროულად წარმოშობილ, ასეთი სირთულის პრობლემებს.

    თურქეთი, ევროსაბჭოს დამფუძნებელი და ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის წევრი ქვეყანაა. ეს ხელშეკრულება ევროპულ ქვეყნებშიც და  თურქეთშიც არის სამართლებრივი სისტემის მიერ ყველა მოქალაქის პიროვნული უფლებების პატივისცემის გარანტი. აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ თურქეთში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით, უფრო ნაკლები პატივისცემით ეკიდებიან ამ უფლებების დაცვას.

    დღეს, თურქეთმა თავისი მიზანსწრაფულობის წყალობით მოახერხა, საკუთარ ტერიტორიაზე აღეკვეთა, Daesh-ისა და PKK/PYD/YPG-ის ტერორისტული დაჯგუფებების ყოველგვარი აქტივობები. ასევე, ფეთულაჰ გულენის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მიღწეული წარმატების შედეგად, მალე შესაძლებელი გახდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმება. საფრანგეთში კი, ეს მხოლოდ 719 დღეში გახდა შესაძლებელი.

    დღეს, თურქეთი პოლიტიკურად სტაბილური და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა. ასევე, იგი წელიწადში 40 მილიონ ტურისტს მასპინძლობს, რითაც ინარჩუნებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ტურისტული ქვეყნის იმიჯს.

    თურქეთი არ იშურებს ძალისხმევას, რათა პოლიტიკურად მოგვარდეს სირიის საკითხი. ამ საქმეში, მისი პრიორიტეტია ყოველგვარი ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრა თურქეთ-სირიის საზღვარზე, რომელიც ასევე წარმოადგენს ევროპისა და ნატოს საზღვარს შუა აღმოსავლეთთან.

    აფრინის რეგიონში PKK/PYD/YPG-ის და Daesh-ის წინააღმდეგ მიმართული „ზეთისხილის რტოს“ ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება ეს მიზანი მიღწეული. რადაც არ უნდა დაუჯდეს თურქეთს, იგი არ მისცემს ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს სირიის მოსაზღვრე ტერიტორიის ოკუპაციის უფლებას. აგრეთვე, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა თავის მოკავშირეებს დაანახოს, თუ რაოდენ მცდარი და არასწორია მოსაზრება Daesh-ის წინააღმდეგ ე. წ. „ბრძოლაში“, PKK/PYD/YPG-ის ტერორისტების დაქირავებული ჯარისკაცების სახით გამოყენების შესახებ.

    ჩვენი მოკავშირეები მიხვდებიან, რომ ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, თურქეთი მათი ყველაზე საიმედო მოკავშირეა და იგი ასეთად დარჩება ყოველთვის.  

  • ჰუმანიტარული ოპერაცია ბანგის ბავშვთა თავშესაფარში

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს. ჰუმანიტარულ ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეულიც მონაწილეობდა, რომელიც ბანგიში სამშვიდობო მისიას თებერვლიდან ასრულებს.

    მშვიდობისმყოფელებმა ობოლ და მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, პირველადი მოხმარების და  სასკოლო ნივთები გადასცეს და პატარებთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.

    მსგავსი აქციები ხელს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამოქალაქო მოსახლეობის დაახლოებას  უწყობს.

    II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) თებერვლიდან ჩაერთო.  ქართული კონტინგენტი მისიას, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ 6 თვის განმავლობაში ასრულებს. კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილებაა.

  • "მას 29 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს" - ქართველი გოგონა უნიკალური ოპერაციის წყალობით გადარჩა

    13 წლის ქართველ გოგონას, რომელსაც გულის ურთულესი დაავადება აქვს, გულის გადანერგვის ოპერაცია საზღვარგარეთ ჩაუტარდა. ოპერაცია ბელორუსელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. დონორი 29 წლის მინკსკელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლის გულმა დროულად მიუსწრო გოგონას. ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ქეთი თავს ნორმალურად გრძნობს. 
    ეს ის გოგონაა, რომლის დაც ახლახან იმავე დიაგნოზით გარდაიცვალა. ქეთოს და მის დას კარდიომიოპათიის დიაგნოზი 5 წლის ასაკში დაუსვეს. მანამდე ორივე სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იყვნენ. მარიამი 15 წლის ასაკში დაიღუპა. მისმა გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ქეთიზე და მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაამძიმა. გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა შესაფერის დონორს... "გაუმართლა, რომ დონორი სწრაფად გამოჩნდა" - განაცხადეს კლინიკაში.
    ახლობლების თქმით, ოპერაცია 100 ატასი აშშ დოლარი ღირს. ეს თანხა გაიღო ერთ-ერთმა ბანკმა, სადაც ქეთის დედა მუშაობს.

  • ილია მეორემ კლინიკა დატოვა

    რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერლინში, Helios berlin bux-ის კლინიკა დატოვა. უწმინდესს საქართველოში 18:00 საათისთვის ელოდებიან.

    შეგახსენებთ, ილია მეორეს ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციის ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

  • ამ წუთებში საქართველოს პატრიარქს ოპერაციას უკეთებენ

    საქართველოს პატრიარქი საოპერაციოდ შეიყვანეს. პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპარასკოპიური მეთოდით ბერლინში,  უტარდება. კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები და წმინდა სინოდის წევრები, რომლებიც ამ წუთებში პატრიარქის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიან, - აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური