„SPUTNIK.მნენია“: ევროპელები აშშ-ის ახალ სანქციებს მიუღებლად მიიჩნევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 13:33

თბილისი, 25 იანვარი, Sputnik-ის პრესსამსახური – ფრანგებისა და გერმანელების უმრავლესობას (65% და 61% შესაბამისად) მიუღებლად მიაჩნია აშშ-ის მიერიმ ევროპული კომპანიებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთთან ერთად მონაწილეობენ გაზის პროექტებში. მსგავს მოსაზრებაზეა დიდი ბრიტანეთისმოსახლეობის თითქმის ნახევარიც (47%) და პოლონეთის მოსახლეობის 37%-იც.

გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში კომპანია Ifop-მა ჩაატარა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის.

საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა:

საფრანგეთში რესპონდენტების 14%-მა

გერმანიაში რესპონდენტების 20%-მა

დიდ ბრიტანეთში რესპონდენტების 21%-მა.

პოლონეთში გამოკითხულთა 39%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის სანქციები მისაღებია, თუნდაც ამით ევროპულ კომპანიებს ზარალი მიადგეს.

საფრანგეთსა და გერმანიაში სანქციების მოწინააღმდეგეთა შორის უფრო მეტი მამაკაცია. ამასთან, ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, უმაღლესიგანათლების მქონე რესპონდენტები უფრო ხშირად შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ფრანგი მემარჯვენეები, პოლონელი მემარცხენეები და ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატები უფრო მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ ამერიკული სანქციებიმიუღებელია.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27 სექტემბერს. მასში 3228 რესპონდენტმამიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყო. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილებაქვეყანაში 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ Sputnik.მნენიას შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითიკომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალურიდა პოლიტიკური საკითხების გარშემო.

„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონესაერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

წაკითხულია 355 ჯერ

Related items

  • სასწავლო ვიზიტი პოლონეთში და სტუდენტების წარმატება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი კახაბერ ჯაყელი და მენეჯმენტის კოორდინატორი მაკა ბუღულაშვილის დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად 17,18,19,20 მაისს მონაწილეობდნენ MBA კონგრესზე, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ორგანიზებით.

    აღსანიშნავია, რომ 20 მაისს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში გაიმართა მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადა, რომელიშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. ჩვენმა სტუდენტებმა აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი მოიპოვეს.

    IBSU-ს დელეგაცია, ასევე ეწვია ხელოვნური ინტელექტის განვითარების სამეცნიერო და სასწავლო კერას, გაეცნო პოლონეთის ინდუსტრიას და დაესწრო ბიზნეს თემატიკაზე ჩატარებულ სემინარებს. პროფესორები შეხვდნენ პოლონეთის ბიზნეს სექტორისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სტუდენტებმა კი შეიძინეს მრავალი მეგობარი კრაკოველ სტუდენტთა შორის.

  • პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

    პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა.

    განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

    შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ვაჭრობასა და სექტორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომლის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. პოზიტიურად შეფასდა პოლონეთის ინვესტიციისა და ვაჭრობის სააგენტოს დაარსება საქართველოში.

    მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებული პოლონეთის ინსტიტუტი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სენატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

  • საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ესტუმრა

    20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვია.

    ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

    დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

    სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

    ვიზიტის ფარგლებში, სტანისლავ კარჩევსკი სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებს.

    სენატის მარშალი ეწვევა კახეთსაც და სოფელ ნუკრიანში, განვითარების თანამშრომლობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნობა.

    დელეგაცია, ასევე, პოლონურ სკოლას ესტუმრება, სადაც მოსწავლეებთან გამიმართება შეხვედრას. დაგეგმილია სამედიცინო ცენტრ „კამილიანის“ მონახულებაც.

    სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს 23 მაისს დატოვებს.

  • საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავას დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
    სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, სასახლეში ჩატარებულ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა ქართველ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოსათვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი პარტნიორია. იგი აქტიურად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.
    ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.
    ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი" და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.
    საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები: ქეთევან თათოშვილი და კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

  • საქართველოს ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მარჩინ ფშიდაჩთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

    საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგს და ამ მიმართულებით, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს.

    ყურადღება ასევე გამახვილდა მიმდინარე წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით პოლონური მხარისა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური