„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა გადაყვანის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 13:42

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა გადაყვანის სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს, რომ კვლავაც გააგრძელებს მუშაობას მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

"სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ მგზავრთა გადაყვანა ყოველთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ჩვენი კომპანია ძალისხმევას არ ზოგავს მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, მათი მომსახურების ხარისხის ზრდისა და მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. 2015 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებებით.

 

გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა შემდეგია:

მგზავრთა მომსახურების კუთხითაც რიგი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა, მაგალითად შეძენილ იქნა 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია შტადლერისაგან. მათ ძალიან მალე დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი გახდნენ, არა მარტო ზაფხულის სეზონისათვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატარებლები სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისათვის იქნება განპირობებული, ასევე დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრთა უფლებების დაცვას. ამისათვის, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო რიგი ვალდებულებები ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის N 1371/2007 რეგულაციით გათვალისწინებული მგზავრთა ძირითად უფლებათა და ვალდებულებათა რეალიზაციის წესის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფის და პრეტენზიებზე რეაგირების მექანიზმების რეალიზებაზე.

სს „საქართველოს რკინიგზა“ კვლავ აგრძელებს მუშაობას მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციას უახოეს პერიოდში შეიტყობთ.

 

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ," - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

წაკითხულია 748 ჯერ

Related items

  • ქორწინებების რაოდენობა შემცირდა - განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა

    2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 პროცენტით შემცირდა და 25 101 შეადგინა,- ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

    2016 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 539 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 პროცემდით გაიზარდა.

    2016 წელს 2015 წელთან შედარებით 6,7 პროცენტით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0- 10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია (8,8 პროცენტი).

  • 4,5%-ით შემცირებული შობადობა

    2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 56 569 (28 887 ბიჭი და 27 682 გოგო) რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ნაკლებია, - ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

    2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

    წინა წელთან შედარებით 2016 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 38,8 პროცენტიდან 35,6 პროცენტამდე შემცირდა.

    2016 წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 25,0 წელი შეადგინა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო დეკემბრის და იანვარ-დეკემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

     

    2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 37.57%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%.

     

    2015 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2446 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1185 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 48.45%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +8.71%.

     

    2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 35096 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 21176 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.34%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.92%.

     

    2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 25494 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17177 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.38%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.72%",-ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

     

  • საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
    2015 წლის დეკემბრის თვე 465 962 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
    ა) ტურისტი - 155 048 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6,2%);
    ბ) ტრანზიტი - 89 141 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%);
    გ) სხვა - 221 773 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 47,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9,6%).
    რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 897 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
    2015 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+3,8%), თურქეთიდან (+1,8%), აზერბაიჯანიდან (+4,6%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+10,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები - 675% და საუდის არაბეთი - 80%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

  • საქართველოს რკინიგზა SAP-ის დანერგვას იწყებს

    მსოფლიო განვითარება იწვევს ახალ გამოწვევებს. იმისათვის, რომ იყო კონკურენტუნარიანი და შეეფერებოდე ბიზნესის მოთხოვნებს, აუცილებელია, ახალი ტექნოლოგიების განვითარების ეპიცენტრში იმყოფებოდე.

    საქართველოს რკინიგზამ 2015 წელს მიიღო გადაწყვეტილება SAPAG დანერგვის შესახებ აღრიცხვიანობის გამჭვირვალობის და დაგეგმვის ხარისხის ამაღლების, ხარჯების ოპტიმიზაციის და შემოსავლების გაზრდის მიზნით.

    კომპანიის პერსონალი და მენეჯმენტი აცნობიერებენ ამ პროექტის მნიშვნელობას და მზად არიან, მთელი ძალებით მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პროექტის შესრულებას. ამ მიზნის მისაღწევად სს „საქართველოს რკინიგზაში“ საუკეთესო გუნდი შეირჩა.

    ტენდერის შედეგად გამოვლინდა დამნერგავი კომპანია Soft-Rating Georgia რომელიც, საქართველოს რკინიგზის გუნდთან ერთად, განახორციელებს SAP AG დანერგვას. სისტემა დაფარავს კომპანიაში მიმდინარე ყველა დამხმარე პროცესს.

    პროექტის პრეზენტაციას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე, ფინანსური დირექტორი, ირაკლი ტიტვინიძე და კომპანია Soft-Rating Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური