ასტეროიდი დედამიწას არ შეეჯახება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 22 იანვარი 2018 11:49

აშშ-ს ავიაციისა და კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA-მ, თავის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 1,2 კილომეტრის დიამეტრის "2002 AJ129" სახელწოდების ასტეროიდი,  4 თებერვალს, თურქეთის დრო 12:30 საათზე  ასტეროდი დედამიწას დაახლოებით 4.2 მილიონი კილომეტრით დაუახლოვდება და წამში 34 კმ-ის სიჩქარით ჩაუვლის დედამიწას. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება. 

ნასას განცხადებითვე, ეს იქნება აქამდე დედამიწას დაახლოებული ყველაზე სწრაფი ასტეროიდი და მანძილი მასსა და დედამიწას შორის, დედამიწიდან მთვარემდე მანძილზე 10 ჯერ უფრო მეტი იქნება. "2002 AJ129" სახელწოდების ასტეროიდი, ნასას მკვლევარებმა პირველად 2002 წელს აღმოაჩინეს და მათი აზრით ეს ასტეროიდი მომავალი 100 წლის განმავლობაში დედამიწას რაიმე საფრთხეს არ შეუქმნის.

 

წაკითხულია 379 ჯერ

Related items

  • თურქეთში დაპატიმრებული "ნასას" სპეციალისტის ცხოვრება New York Times-ის განხილვის საგანი გახდა

    გასულ ზაფხულს, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში ოჯახის მოსანახულებლად ჩასული ნასას თანამშრომელი სერქან გოლგე, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. გაზეთ New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში ისქენდერუნის ციხეში პატიმრობაში მყოფი გოლგეს წინააღმდეგ მტკიცებულების სახით მხოლოდ მის სახლში ნაპოვნი 1 დოლარიანი კუპიურაა. ლორენ ბონისა და თუღბა თექერექის მიერ მომზადებული სტატია ასეთია:

    ნასაში მომუშავე მეცნიერი სერქან გოლგე 8 თვეა თურქეთში პატიმრობაში იმყოფება. შარშან ზაფხულში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, უსაფუძვლო და გამოგონილი  ბრალდებებით ათასობით ადამიანია ციხეში გამოკეტილი. სერქანიც ამ მსხვერპლთაგან ერთ ერთია.

    სერქანის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ თურქეთის მთავრობა იმაზეც კია წამსვლელი, რომ ერდდოლარიანი ბანკნოტი წარმოადგინოს  დანაშაულის მტკიცებულებად და ეს საკმარისად ჩათვალოს  ადამიანის დასაპატიმრებლად. სერქანს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მას 15 წლიანი პატიმრობა ელის. აქამდე სერქანის მიმართ ადგილობრივი და უცხოური მასმედიის ყურადღება შეზღუდული იყო, 3 თვიანმა ჟურნალისტურმა კვლევამ კი ამ საქმეში არსებული შეფუთული უსამართლობა გამოავლინა.

    გასული წლის ივლისში მომხდარი სისხლიანი გადატრიალების მცდელობიდან 8 დღის გასვლის შემდეგ, სერქანი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ანთაქიადან ტეხასში დასაბრუნებლად ემზადებოდა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სამშობლოში ოჯახთან ერთად შვებულებაში იმყოფებოდნენ. გამომშვიდობებისას, მათთან მივიდა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ორი პოლიციელი, რის შემდეგაც მათი ცხოვრება თავდაყირა დადგა.

    პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვით  სერქანი CIA-ის აგენტი და გადატრიალების ორგანიზატორად გამოცხადებული  ჯგუფის წევრი იყო.

    მისი მეუღლე ქუბრა ამბობს, რომ ″ამ მომენტს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. თავი რომელიღაც ფილმში გვეგონა″.

    37 წლის სერქანი სამი წელია ნასაში უფროს მეცნიერ-მკვლევარად მუშაობდა. იგი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ადამიანებზე რადიაციის ზემოქმედების საკითხებს  იკვლევდა. ერქან გოლგე აშშ-ში 2003 წელს გაემგზავრა და 2010 წელს აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო.

    ″სერქანი, სახლში ბუზებს ყუთით იჭერდა და უკანა ეზოში უშვებდა, მე ის ასეთი ჰუმანური ხასიათის გამო შემიყვარდა″. - ასე ახასიათებს ქუბრა თავის მეუღლეს.

    სერქნის დაპატიმრების მიზეზი CIA-ს აგენტობისა და ერთდოლარიანი კუპიურის გარდა ის გარემოებაც გახდა, რომ იგი, ათიათასობით სხვა ადამიანის მსგავსად გიულენთან კავშირის მქონე უნივერსიტეტის  მოსამზადებელ განყოფილებაზე დადიოდა, შემდეგ კი გიულენის კავშირის მქონე ფათიჰის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა (აღსანიშნავია,  რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში, რომ ესწავლა ამისთვის სახელმწიფომ მას სტიპენდია გადაუხადა).

    სერქანი უკვე 8 თვეა დაკავებულია. ხოლო 6 თვეა, ყოველგვარი მიზეზის ჩვენების გარეშე საპატიმროში იზოლირებულად იმყოფება.

    ″თურქეთში, ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულია აშშ-ის მოქალაქე სერქან გოლგე. ჩვენ გოლგეს მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ. ეს საკითხი თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას დღის წესრიგში დავაყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს აშშ-ისა და თურქეთის მოქალაქეების ციხეში მონახულების უფლება, მაინც ვცდილობთ ციხეში შეღწევას. ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ″-განაცხადა აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა.

    საკითხთან დაკავშირებით ნასაში კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ მეცნიერთა გაერთიანებები- ″მსოფლიო საფრთხეშია″ და ″მეცნიერთა კომიტეტი″ შეშფოთებას გამოხატავენ სერქან გოლგეს დაპატიმრების გამო და მის დაუყოვნებლივ  განთავისუფლებას მოითხოვენ.

    წყარო: http://aktifhaber.com/yasam/tutuklu-nasa-uzmaninin-hayati-new-york-timesda-h93102.html

  • ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ნასაში გაემგზავრება
    ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდი გამოავლინა, რომელიც NASA-ში, აშშ–ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში. დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ სულ უფროსკლასელებისაგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომელთაც წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს პრიზები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში. ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2016 – 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 67 სკოლის 85 გუნდმა. ფინალში გავიდა 13 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015-16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. წინა კონკურსებში გამარჯვებულმა გუნდებმა „მულტიკლიმატიზატორი“ და „სოლარი“ მონაწილეობა მიიღეს, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის ცენტრში, ფლორიდაში.
  • ნასას მასშტაბური აღმოჩენა

    ნასას ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა დედამიწის ზომის 100- ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა. მათ შორის 9 ე.წ. სიცოცხლის ზონაში მდებარეობს, სადაც თხევადი წყლისთვის შესაბამისი პირობები შესაძლოა არსებობდეს.ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა ყველაზე მასშტაბურია. ახალი პლანეტები კეპლერის მიერ ნაპოვნი ეგზოპლანეტების კატალოგს დაამატეს, რომელშიც 1284 ახალი პლანეტაა შესული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ "ირმის ნახტომის" გალაქტიკაში შესაძლოა 10 მილიარდი პლანეტა იყოს, რომლებიც მზის მსგავსი სხეულის გარშემო ბრუნავენ.

  • იუბილე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

    საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანის უწყვეტად ცხოვრების მე-15 წლისთავი აღნიშნეს.დედამიწის ორბიტაზე მდებარე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანის უწყვეტად ცხოვრების მე-15 წლისთავი აღნიშნეს. სადგურზე მყოფმა ჯგუფმა ამ დღისათვის სპეციალური ვახშამი მოამზადა. ვახშამს ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტებისაგან შემდგარი 6 კაციანი ჯგუფი ესწრებოდა. კოსმოსში მყოფმა ჯგუფმა ჰიუსტონთან პირდაპირ ჩართვაც გააკეთა. ჯგუფი, რომელიც კოსმოსში ერთი წელი დარჩება, მარსზე მოგზაურობისათვის საჭირო ტესტებს ჩაატარებს.საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი მუდმივი ჯგუფი 2000 წლის 2 ნოემბერს დასახლდა. გასული წლების მანძილზე სადგურზე 17 ქვეყნის 220 ასტრონავტი იმყოფებოდა.საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თავდაპირველად სამი ოთახი იყო, რომელთა რაოდენობაც დღეისათვის 13-მდე გაიზარდა. 

  • ნასა განცხადების გასაკეთებლად ემზადება

    ამერიკის კოსმოსური სააგენტო მორიგი სენსაციური განცხადების გასაკეთებლად ემზადება. ამჯერად ახალი ამბავი პლუტონს ეხება. ეს ინფორმაცია ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ერთ-ერთმა მეცნიერმა გაავრცელა. მან განაცხადა, რომ განცხადება დღეს გაკეთდება, სხვა დეტალებზე საუბრისგან კი თავი შეიკავა. გავრცელებული ვერსიების მიხედვით, ახალი ამბავი, რომლის გაჟღერებასაც NASA აპირებს, აბსოლუტურად შეცვლის დღემდე არსებულ წარმოდგენას მზის სისტემის შესახებ. ასულ კვირაში ნასამ გაავრცელა ფოტოები პლუტონის ზედაპირის, რომელზეც ასახულია მთების, კრატერებისა და გამოქვაბულების პეიზაჟები. სტერნმა თქვა: "ეს სამყარო ცოცხალია".ჯერ უცნობია რას შეეხება ნასას ახალი განცხადება, რომელიც 8 ოქტომბერს უნდა გამჟღავნდეს. რამდენიმე დღის წინ ნასამ ახალი აღმოჩენის შესახებ განცხადება დააანონსა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა მარსზე წყლის არსებობის შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური