ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრეში გავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 16:39

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117-ე) სამ სეტში მოუგო 7:5, 6:1, 6:3 და ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

გამარჯვებისთვის ქართველ ჩოგბურთელს სულ 1 საათი და 41 წუთი დასჭირდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს მეტოქეზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ბენელმანს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო.

Australian Open-ის მესამე რაუნდში ბასილაშვილი პირველად გავიდა. ამით მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 142 ათასი აშშ დოლარი.

1/8 ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 23 წლის ბრიტანელს, კაილ ედმუნდს (49) შეხვდება.




წაკითხულია 445 ჯერ

Related items

  • Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი გაზარდა
    2019 წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა. რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკში გატარებული რეფორმებით. გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალზე წვდომა. რეიტინგის პოზიტიურ ცვლილებაზე ასევე დადებითად იმოქმედა სასესხო პორტფელის დივერსიფიცირების აქტიურმა პროცესმა.
    Moody’s-ის მოლოდინით, ლიბერთი ბანკი გააგრძელებს საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას, რაც შესაბამისობაშია ბანკის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან - ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, უნივერსალური ტიპის ბანკად.  კაპიტალის ბაზრებზე გამარტივებული წვდომა მიმზიდველ ფასში ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაბამისად, ბანკის მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.
    „მოხარულები ვართ რომ, ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. ახალი საბანკო რეგულაციებით განპირობებული ნეგატიური ეფექტებისა და ჩვენს მიერ სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა, უმოკლეს პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით.“- განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.
  • „არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია
    თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყების მინი-ფეხბურთის გუნდმა დღეს ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, შეჯიბრის თასი და მედლები გადაეცა. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართა.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს

    ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს.
    მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის პირველ წრეში, იტალიელი  ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა.
    და მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 48-ე ადგილზე იმყოფება.
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ბასილაშვილი-ანდრეას ჰაიდერ-მაუერის დუეტმა მეკტიჩი-პეიას ტანდები 6:1, 6:7(8:10), 8:10 დაამარცხა.

  • ბეისბოლის მატჩი მიეძღვნა ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს

    ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით ნუცუბიძის ბეისბოლის სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ქვეითების გუნდი “მეომრები“ და საქართველოს ბეისბოლის ეროვნული ნაკრები.

    აღნიშნული მატჩი მიეძღვნა ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულ და დაღუპულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მეომრებს.

    თამაშის წინ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა სტადიონზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

    ჩვენთვის განსაკუთრებული საამაყოა ის, რომ ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის ფარგლებში, გვაქვს საშუალება საქართველოში უმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების, სამხედრო საზღვაო ქვეითების გუნდ “მეომრებს“

    მინდა განსაკუთრებული მადლიერებით ავღნიშნო და მადლობა გადაუხადა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მათ მიერ საერთაშორისო მშვიდობისთვის გაღებული მსხვერპლისთვის.

    მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ამერიკელ საზღავაო ქვეითებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი წვრთნების პროგრამაში მონაწილეობა, რომლმაც დიდი შედეგი და მოტივაცია მისცა ქართველ მეომრებს. ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერით, ჩვენმა ჯარმა მნიშვნელოვანი პრაქტიული გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია მსოფლიო სამხედრო სტანდარტების უმაღლეს სტატუს მიაღწია. მე დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს როდესაც ვხედავ რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით არიან. მადლობა თქვენი პარტნიორობისა და მეგობრობისთვის.

    მე როგორც ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ძალისხმევას არ დავიშურებ ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის გასაღრმავებლად. ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. მწამს რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული. მწამს, რომ ხვალ უფრო მეტად ვისწავლით დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფლების დაცვას. მწამს, რომ ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. ქართველმა მებრძოლებმა სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს, რომ საქართველო არის მეგობრების და მეგობრობის ერთგული.
    დღევანდელი ჩვენი ამხანაგური თამაში კიდევ ერთხელ უსმავს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მყარ მეგობრობასა და პარტნიორობას.

    გაუმარჯოს ქართველ და ამერიკელ სამხედროებს და გაუმარჯოს ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას.

    ღმერთმა დალოცოს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეგობრობა !

    ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, ქართულ ამერიკული მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ამერიკელი სამხედრო საზღვაო ქვეითები.

    ამხანაგური მატჩი დასრულდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ქართულ ამერიკული მეგობრობის გამარჯვებით.

    ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ: აშშ-ის საელჩო, ავაიკომპანია ჯორჯიან ეარვეისი, საქართველოს ფოსტა, ამერიკული კომპანია “KVG“ საქართველოს ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია, კომპანია “ქართულ ამერიკული სახლი“ ინგლისურენოვანი გაზეთი “მესინჯერი“

    ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებთ, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

  • ბასილაშვილი როლან გაროსის 1/16 ფინალში გავიდა

    საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშილმა სერბი ჩოგბურთელი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. 
    ქართველმა ჩოგბურთელმა სერბ მეტოქეს სამ სეტში, 7:6, 7:6, 7:6 სძლია და 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 
    ბასილაშილის შემდეგი მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება.
    რაფაელ ნადალ პარერა  დაიბადა 3 ივნისს 1986 წელს მანაკორი (მალიორკა)
    ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელსაც 14 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული. მოგებული აქვს საფრანგეთის ღია ასპარეზი 10-ჯერ (2005-08 და 2010-14 წლებში), უიმბლდონი (2008, 2010), ავსტრალიისა (2009) და ამერიკის (2010, 2013) ღია პირველობები. ამჟამად, მსოფლიოს მე-4 ჩოგანია.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური