საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი - იდეების ღამე – 2018 წელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 იანვარი 2018 10:23

ყოველი წლის 25 იანვარს, საფრანგეთის ინიციატივით, ყველა ქვეყანაში აღინიშნება « იდეების ღამე ». ამ ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიას ქვეყნებს, კულტურებს, სხვადასხვა თემებსა და თაობებს შორის. ასევე გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ უახლეს მიღწევებს ცოდნისა და ხელოვნების სფეროში, მოვუსმინოთ მათ, ვინც გვთავაზობს ინოვაციურ იდეებს საკუთარი მოღვაწეობის სფეროებში, და მონაწილეობა მივიღოთ თანამედროვეობის დიდ გამოწვევებთან დაკავშირებულ დისკუსიებში.
2018 წლის საერთაშორისო თემაა: « წარმოსახვის უნარი ძალაუფლებაში »
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი სიტყვას აძლევს ქართველ ქალებს, რომლებიც რევოლუციურ ცვლილებებს ახორციელებენ მათ პროფესიულ სფეროებში საკუთარი წარმოსახვის უნარით, კრეატიულობითა და ინოვაციურობით :
« ქალთა ინოვაციური ძალა »
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ გაეცნოთ საკუთარ პროფესიულ სფეროებში გავლენიან და ინოვაციების დამამკვიდრებელ ქართველ ქალთა კვლევებს :
ხუთშაბათს, 25 იანვარს, 19:30-დან 21:30 საათამდე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში
ანა შუბიძე – ანიმაციური ფილმების რეჟისორი და ილუსტრატორი, სტუდიო « Pocket Studio »-ს თანადამფუძნებელი
ანი მაჩაიძე – ინჟინერ-ინფორმატიკოსი
ანა ტრაპაიძე - ბიოფიზიკოსი, პოსტ-დოქტორანტი ბიომასალების მიმართულებით
* ქართულ ენაზე ინგლისური თარგმანით

წაკითხულია 502 ჯერ

Related items

  • თბილისში ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაფუძნდა

    ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაარსებულია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ. აღნიშნული ჯგუფის ქოლგის ქვეშ ჩინეთში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლებელი.

    ინსტიტუტი ემსახურება ჩინური ენის სწავლებას, იმ მრავალმხრივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისთვის ჩინური კულტურის უკეთ გაცნობას და პირიქით. აგრეთვე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

    ჩვენი ინსტიტუტი არის საქართველოში პირველი სრულიად დამოუკიდებელი ამ ტიპის კერძო სასწავლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორი განათლების სფეროში, ამჟამად განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს, სამომავლოდ იგეგმება ინვესტირება პროფესიული განათლების სფეროში.

    2020 წლის 11 იანვარს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სათავო ოფისში გაიმართება ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

    ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენ, სტუმრები განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან პირველად ჩამობრძანდებიან მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები: ბატონი უ ნი - ჩინეთის განათლების მეცნიერებების აკადემიის განათლების განვითარების და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ - განათლების განვითარებისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი და სხვა სტუმრები.

    ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ: ინსტიტუტის დამფუძნებელი ბატონი ქანგ ჭენგ, დირექტორი ქალბატონი ელი ელისაშვილი, ბატონი უ ნი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ.

    ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ინსტიტუტის დირექტორის ელი ელისაშვილის მიერ თარგმნილი პირველი ჩინურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ჩინეთში, ხოლო მეორე გამოცემა შესრულდება საქართველოში.

  • ფრანკოფონიის დღეები საქართველოში

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ბელგიის, რუმინეთისა და მოლდოვის სელჩოები სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღეებს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, 23 - ე საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა.

    ღონისძიების ფარგლებში, ირინა აბულაძემ ფრანგულენოვან კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის, მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის სახელით, ფრანგული სახელმძღვანელოები და საჩუქრები გადასცა.

    შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მოკლედ მიმოიხილა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა და აღნიშნა, რომ გაეროს წევრი ქვეყნების მოსახლეობის ერთი მესამედი და ხუთივე კონტინენტის 220 მილიონზე მეტი ადამიანი ფრანგულ ენაზე მეტყველებს, ფრანგულენოვანი მოსახლეობა კი, გერმანულენოვანი მოსახლეობის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანია. როგორც ცნობილია 23-ე საჯარო სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ფრანგული ენა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, არაერთი ღონისძიება და კონკურსი იმართება. შეხვედრაზე ფრანგულენოვან კონკურსებთან დაკავშირებით და თავიანთ მოტივაციაზე მოსწავლეებმაც ვრცლად ისაუბრეს.

  • „ნიუ ჰოსპიტალსის“ პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ ცნობიერების ამაღლების სოციალურ კამპანიას ჩაეყარა საფუძველი

    სამშაბათს, 29 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, „ნიუ ჰოსპიტალსი“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112“, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების სოციალურ კამპანიასთან დაკავშირებით. ღონისძიებას დაესწრებიან „შსს სსიპ 112-ის“ წარმომადგენელი სალომე გელუტაშვილი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი გიორგი რამიშვილი და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიის და ნეირორეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი თემურ მარღანია.

    „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საზოგადობის ინფორმირება ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ. ინსულტის „სამი“ ნიშნის დამახსოვრება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რამდენადაც ინსულტის ადრეული ამოცნობის შემთხვევაში შესაძლებელია სწრაფი რეაგირება - 112-თან დაკავშირება და პაციენტის ინსულტის ცენტრში გადაყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის შედეგად მოტანილ ზიანს - მუდმივი, მძიმე უნარშეზღუდულობის ან სიკვდილის რისკს. სახელწოდება „სამი“ ინსულტის სამი ნიშნის აბრევიატურას წარმოადგენს და შემდეგნაირად იშიფრება: ს - სისუსტე კიდურებში, ა - ასიმეტრიული სახე, მ - მეტყველების დარღვევა, ი - იჩქარე!

    კამპანიის ფარგლებში საზოგადოება შეიტყობს, რომ ინსულტის აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება, რადგან მხოლოდ სპეციალიზირებულ ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური თრომბოლიზისით მკურნალობა, რაც იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. თრომბოლიზისის საშუალებით შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა.

    ასევე, „შსს სსიპ 112-ის“ ოპერატორებისთვის ჩატარდება ინსულტის შესახებ სემინარები, რაც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. სემინარები აამაღლებს ოპერატორების ცნობიერებას ინსულტის შესახებ და დაეხმარება მათ მოახდინონ დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში.  

    „ნიუ ჰოსპიტალსი“  თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო დაზღვევის პროგრამებთან. სწორედ ამ თანამშრომლობის ფაგლებში, განიხილება „პსპ დაზღვევის“ მიერ ინსულტის დაზღვევის დანერგვა, რაც იშემიური ინსულტის დროს პაციენტების თრომბოლიზისით მკურნალობის ხარჯების დაფარვას გულისხმობს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი, დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. 2017 წლიდან კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული ინსულტის ცენტრი. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.

  • სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.

    პროგრამის მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.

    პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისთვის.

    პროგრამა შედგება 6 მოდულისგან.

    სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.gff.ge/

  • SES და ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი (FRAUNHOFER HHI) ვირტუალური რეალობის დემონსტრირებას თანამგზავრის მეშვეობით მოახდენენ

    IBC - სამეცნიერო-კვლევით მიღწევების გამოფენაზე ვიზიტორები ვირტუალური რეალობას შეგრძნებას სრულიად განსხვავებულად შეძლებენ

    ლუქსემბურგი, 2016 წლის 05 სექტემბერი - SES S.A. („ევრონექსტ“ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) ბერლინის ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტთან ერთად წელს IBC-ის კონფერენციაზე ინოვაციური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დემონსტრირება - თანამგზავრის მეშვეობით 10 000 x 2000 პანორამული ვიდეო სიგნალის ტრანსლაცია რამდენიმე მოწყობილობის მეშვეობით მოხდება.
    პანორამული სიგნალი მიღებულ იქნება SES-ის სტენდზე და გადაეცემა როგორც ულტრა მაღალი გარჩევადობის დისპლეის, ასევე ვირტუალური რეალობის (VR) აღსაქმელ მოწყობილობების კომპლექტს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ხედვის კუთხე, ობიექტივის ფოკუსი და მანძილი, მართოს გამოსახულება ტელევიზორის ეკრანზე მარტივი დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით ან მოირგოს ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობა.
    ეს სადემონსტრაციო მასალა, გადაღებულია ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის გამორჩეული „OmniCam-360“ კამერით და გადაიცემა SES ASTRA -ს 19.2 გრადუსზე განლაგებული აღმოსავლეთ ორბიტალური პოზიციიდან. ეს იქნება დემონსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი ვიდეო ვირტუალური რეალობა 360° - ზე. იგი მაყურებელს მისცემს საშუალებას, განიცადოს ვირტუალურ რეალობაში მონაწილეობის შეგრძნება - სპორტულ, საკონცერტო თუ სხვა ღონისძიებაში, რომელსაც ის პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.
    „ჩვენ ტექნოლოგიების კომბინაციას ვიყენებთ, რათა ზუსტად ვაჩვენოთ, თუ რა არის შესაძლებელი ჰიბრიდული მიდგომების გამოყენებისას“,- ამბობს დოქტორი რალფ შეფერი, ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის ვიდეო დეპარტამენტის უფროსი. „არ არსებობს სტადიონი მსოფლიოში, რომელიც საკმარისი რაოდენობით დასაჯდომ ადგილს შესთავაზებს თაყვანისმცემლებს. ახლა წარმოიდგინეთ მსოფლიოს რომელიმე ნაწილში რეალურ დროში მიმდინარე რაიმე მოვლენა - გადაღებული პროფესიული კამერებით, როგორიცაა „OmniCam-360“ და შემდეგ თანამგზავრის მეშვეობით უზარმაზარი გლობალური აუდიტორიისათვის მიწოდებული. ამ დროს თითოეულ მაყურებელს სახლიდან გაუსვლელად უკავია საუკეთესო ადგილი ღონისძიებაზე.“
    თომას ვრედემ, SES-ის სისტემების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ „თანამგზავრები ვიდეო გამოცდილების ახალი სახეობების განაწილების იდეალურ გზას წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ სახმელეთო ქსელებიდან გამოთავისუფლებულ მონაცემთა დიდი მოცულობების მართვა. გარდა ამისა, ტექნოლოგიის სტანდარტები, როგორიცაა SAT>IP, არა მხოლოდ იმის საშუალებას აძლევს მაყურებელს, სახლში აირჩიოს მოწყობილობა - ტელევიზორის ეკრანი, ტაბლეტი ან ვირტუალური რეალობის ტექნიკა - არამედ მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი პოზიცია“

    იხილეთ:
    Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
    Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
    YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
    Blog: http://www.ses.com/blog
    SES-ისსურათები იხილეთ http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
    SES-ის დოკუმენტები იხილეთ http://www.ses.com/18681915/white-papers

    „SES“-ის შესახებ
    SES („Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია ყურადღებას ამახვილებს გაფართოებული ფუნქციების უწყვეტ მომსახურებაზე და ახორციელებს სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას მაუწყებლების, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერების, მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორების და კომერციული და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებას და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის, კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
    SES-ის შვილობილი კომპანია - MX1 არის მედია სერვისების პროვაიდერი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც გთავაზობთ ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. მის საკუთრებაშია „O3b Networks“, რომელიც წარმოადგენს შემდგომი თაობის სატელიტურ ქსელს და აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს. „O3b Networks“-ის მეშვეობით “SES”-მა მნიშვნელოვნად გაზარდა არსებული ვიდეო და მონაცემთა გამტარუნარიანობა. SES არის მსოფლიოში პირველი სატელიტური პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს დიფერენცირებული და სრულად მასშტაბირებადი GEO-MEO-ის მიწოდებას ძლიერი ტექნიკური სიმძლავრეების მეშვეობით რიგ საბაზრო სეგმენტებსა და ადგილებში.
    “SES”-ში ჩვენ ვახდენთ ახალი ეკოსისტემების ფორმირებას და საფუძველს ვუყრით ახალ პრინციპებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com.

    ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის შესახებ:
    ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი მსოფლიო ლიდერია მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვანი საკომუნიკაციო ქსელებისა და მულტიმედიური სისტემების შემუშავებაში. ფოტონური კომპონენტებისა და სისტემებით დაწყებული, ბოჭკოვანი ოპტიკური სენსორული სისტემებითა და ვიდეო-კოდირებითა დამთავრებული, ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი კვლევისა და ინდუსტრიის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს. www.hhi.fraunhofer.de

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური