ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებულ განხილვას აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 იანვარი 2018 17:54

„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით მომზადდა, დღეს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

კანონპროექტი საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებზე ვრცელდება, განსაზღვრავს მათ სამართლებრივ სტატუსს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს. სამუშაო შეხვედრაში ჩართულია ყველა ის დაინტერესებული მხარე, რომელსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღოს ამ პროქტის შემუშავებაში. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრამდე კანონის პროექტის სამუშაო ვერსია გაეგზავნა საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საქართველოში მოქმედი სოციალური მუშაობით დაინტერესებული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც შეხვედრამდე შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ შენიშვნები. კანონის პროექტის სამუშაო ვერსია ამასთანავე განთავსდა საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე, სადაც ყოველ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მას და წარმოადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები.

მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის პროექტის მიღების და რეფორმის გატარების შემდეგ სერიოზული ცვლილებები გვექნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, იმიტომ, რომ სოციალური მუშაკი არის სახელმწიფოს სწორედ ის წარმომადგენელი, რომელიც პირველად შემხებლობაშია, ზოგადად, ყველაზე მოწყვლად ფენებთან - ესენი არიან სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, კონკრეტულ შემთხვევებში - ბავშვები და უამრავი სხვა მოწყვლადი ჯგუფი, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოწვევები, პრობლემები და სახელმწიფოც სწორედ პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს მათზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მუშაკის რეფორმა სწორად განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სოციალური მუშაკის დაცვის გარანტიებიც არის ძალიან ფართოდ მოცემული ამ პროექტში - როგორც მათი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები, ასევე მათი სოციალური სხვა გარანტიები - მათი დაცულობა, უსაფრთხოება და ა.შ. ძალიან საჭირო პროექტია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და ამაში მონაწილეობას ღებულობდეს ყველა ის დაინტერესებული მხარე, რომელსაც აქვს შეხება სოციალურ მუშაკთან“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შენიშვნები და კომენტარები იქნა მოწოდებული როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სტრუქტურების მხრიდან, რომელთა უმრავლესობაც უკვე გათვალისწინებული და ასახულია პროექტის სამუშაო ვერსიაში. სოფო კილაძემ მადლობა გადაუხადა ფრიდრიხ ებერტის ფონდს (Frierdich Ebert Stiftung) და მის წარმომადგენლობას, დემოკრატიის განვითარების სააგენტოს, USAID-ს, სახელმწიფო უწყებებს მხარდაჭერისა და იმ დიდი წვლილისათვის, რაც მიუძღვით მათ ამ პროექტის შემუშავებაში. 

კანონპროექტის სრულყოფილად შემუშავებისათვის შეხვედრები იგეგმება ასევე აკადემიურ საზოგადოებასთან - სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ვინაიდან სოფო კილაძის განცხადებით, ეს პროექტი მნიშვნელოვანწილად აღნიშნულ სფეროში კადრების განათლებასაც ეხება. შემდეგ შეხვედრები რეგიონებშიც შედგება როგორც სოციალურ მუშაკებთან, ასევე ბენეფიციარებთან.

ჩვენ ვგეგმავთ ასევე შეხვედრებს მოსახლეობასთან, ბენეფიციარებთან, თავად სოციალურ მუშაკებთან რეგიონებში და შევეცდებით, რომ მანამ, სანამ პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებს, ყველა პოზიციას გავეცნოთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

წაკითხულია 219 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა საზოგადოებას 9- თვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.

    ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

    ბოლო 9 თვეში, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც დადებითად აისახა მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ:

    • 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის შესაძლებლობას იძლევა. რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა;
    • ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე, დისკრიმინაციული დანაშაულის საკითხებზე დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება გამომძიებელთა სპეციალიზაციისა და გადამზადების პროცესი;
    • ამ დროისთვის პარლამენტი განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოჯახური დანაშაულისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს გამკაცრებას ითვალისწინებს;
    • ასევე, გამკაცრდა პოლიტიკა უწყების იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან არასათანადო რეაგირებას ახდენენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა 8 პოლიციელს. ოჯახში ძალადობაში კი მხილებულ იქნა 16 პოლიციელი, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა;
    • გაიზარდა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა, რაც განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით.
    • გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აგრეთვე, გამოცემული შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი: 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ. 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი;
    • ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო - 9%, 2018 წლის 9 თვეში - 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) - 4%;
    • გაიზარდა გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც. 2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, 2018 წლის 9 თვეში კი სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 100-მდე სისხლის სამართლის საქმეში;
    • გაუმჯობესდა ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გააქტიურებით;
    • დაიწყო და მიმდინარეობს პოლიციის დანაყოფებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული გარემოს მოწყობა.

    ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.

     
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური