ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 იანვარი 2018 14:55

ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა. ეს სტატუსი ბულგარეთმა 11-წლიანი ლოდინის შემდეგ მოიპოვა.

ბულგარეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა. თავმჯდომარეობაზე მისი რიგიკი რიგი ბრექსიტის გამო ვადაზე ადრე დადგა.

სოფიაში გამართულ მიღებზაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ამ ორგანიზაციისთვის კრიტიკულ დროს გახდა და სჯერა, რომ ბულგარეთის პრემიერს შეუძლია ევროკავშირის ერთიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

წაკითხულია 212 ჯერ

Related items

  • ბულგარეთის ელჩის ლექცია იბსუში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ.

    შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

    ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, რომელსაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) აფინანსებს.

  • მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან. შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის გათვალისიწნებით პროექტის  შედეგებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარადჭერისთვის, თავის მხრივ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი წინსვლა.

    მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის კმაყოფილებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რომლის თანახმადაც ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ირიცხება. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთის თანამშრომლობას სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში.

    მინისტრებმა ქვეყნებს მიულოცეს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღი და შეთანხმდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თანამშრომლობის შემდგომ ინტენსიფიკაციაზე. 

  • ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    საქართველო-ბულგარეთის წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და ქვეყნებს შორის არსებული კავშირები იყო საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.

    ირაკლი ღარიბაშვილს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში უმასპინძლა.
    მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში არსებულ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც 2016 წლის იანვარში გაიმართება.

    ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ნატოს არსებითი პაკეტის ცალკეული კომპონენტების განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ყურადღება რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო.

  • ბულგარეთი მზად არის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაეხმაროს

    ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დანიელ მიტოვის განცხადებით, ბულგარეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და მზადაა ინტეგრაციის პროცესში მეთოდური და ლოგისტიკური დახმარება გაუწიოს ქვეყანას.

    აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა ქალაქ სოფიაში თავის ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

    მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალზე, რასაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულება შეუძლია. ამ კონტექსტი აღინიშნა ფოთი-ბურგასისა და ფოთი-ვარნას სატრანსპორტო დერეფანის მზარდი მნიშვნელობა.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე ქვეყანებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მის კოლეგას ბულგარეთის მიერ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ინიციატივებში მონაწილეობისათვის.

    გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ეკონომიკური მიმართულების გაძლიერების კონტექსტში ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით ბულგარეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

    დასასრულს, მინისტრებმა ისაუბრეს ინტენსიური ორმხრივი დიალოგის გაგრძელებაზე, მინისტრი მიტოვის საქართველოში ვიზიტისა და 2016 წელს თბილისში დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაზე.საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

  • პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დასრულდა

    საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ცეცკა ცაჩევამ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

    მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და საკანონმდებლო ორგანოების მეგობრობის ჯგუფების გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური