შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლეებს უფასო ზამთრის სკოლას სთავაზობს

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 13:37

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი 9-12 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასო ზამთრის სკოლას. ლექციები ჩატარდება; შესავალი კომპიტერულ მეცნიერებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შესავალი Web ფროგრამირებაში, შესავალი მონაცემთა ბაზებში,  C# პროგრამირება და WINDOWS FORM აპლიკაციები, ვიდეო მონტაჟი ყველასათვის. კურსები ჩატარდება შაბათ-კვირას 20 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათლვით. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მაქსიმუმ 2 კურსი, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

ინფორმაცია ვრცლად და სარეგისტრაციო ბმული: https://cte.ibsu.edu.ge/winter-school/ 
https://cte.ibsu.edu.ge/en/winter-school/ https://cte.ibsu.edu.ge/winter-school/

წაკითხულია 32 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის ვიდეო კონკურსს აცხადებს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის ვიდეო კონკურსს აცხადებს.

    თუ ხარ კრეატიული, გაქვს საინტერესო იდეები და გგონია, რომ შენ სკოლაში ისეთი ამბები ხდება, რომ სხვებსაც გსურს გაუზიარო; ამასთან, ფულად პრიზსა და 50%-იან საგრანტო ვაუჩერზეც არ იტყოდი უარს. მიიღე მონაწილეობა იბსუს ახალ ვიდეო კონკურსში. ჩვენ საინტერესო ნამუშევრების მოლოდინი გვაქვს.

    კონკურსში მონაწილეობის წესები:

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, – თანასკოლელებისგან დაკომპლექტებული გუნდით (მაქსიმუმ 5 მოსწავლე).

    აირჩიე შემოთავაზებული თემიდან ერთ-ერთი, რომელიც შენი სკოლის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს, გადაიღე (მობილურით, სამოყვარულო ან პროფესიონალური კამერით) მაქსიმუმ 3-დან 4 წუთამდე ვიდეო შემდეგ საკითხებზე:

    ჩემი სკოლის ერთი დღე

    ღია გაკვეთილი სკოლაში

    თანასწორობა/ტოლერანტობა ჩემს სკოლაში

    ინკლუზიური განათლება ჩემს სკოლაში

    ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემს სკოლაში

    თავისუფალი თემა

    გადაღებული ვიდეო ატვირთე youtube – ის არხზე გამოგვიგზავნე ბმული მითითებულ გრაფაში.


    პრიზები

    პირველი ადგილი – 1000 ლარი

    მეორე ადგილი – 700 ლარი

    მესამე ადგილი – 500 ლარი

    გუნდის ლიდერები,ასევე, დასაჩუქრდებიან ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერებით.

    ვიდეოს ატვირთვის ბოლო ვადა (დედლაინი) – 16 მარტი, 18:00 სთ.

    სარეგისტრაციო ბმული: https://abiturienti.ibsu.edu.ge/registration/

  • თბილისში თავისუფალი ოლიმპიადა გაიმართება

    თავისუფალი ოლიმპიადა მესამედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისში ჩატარდება. ოლიმპიადას მათემატიკის ტური 15 ოქტომბერს გახსნის. მონაწილეებს საინტერესო ტესტი ელით წინ, რომლის 50% სასკოლო მასალის მიხედვითაა შედგენილი, 50% კი ზოგად ცოდნას ამოწმებს.

    ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 30 მოსწავლე ჰოვერბორდებით დასაჩუქრდება.

    მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები კი მიიღებენ უფასო სასწავლო კურსებს, ატრაქციონებისა და კინო-თეატრების ვაუჩერებს, ფასდაკლების ბარათებს სხვადასხვა კომპანიებისგან და ა.შ.

    საგნებზე რეგისტრაცია 22 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება საიტზე friad.ge

    პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა. მეორე ტურში გადასულები ასპარეზობისთვის 15 ლარს გადაიხდიან. რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ ტურს, ის მოსწავლეებისთვის კვლავ უფასოა.

    2017 წლის შემოდგომის სეზონზე ოლიმპიადა თბილისში ჩატარდება, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
    მომდევნო წლის გაზაფხულის სეზონზე თავისუფალი ოლიმპიადა გეგმავს ოლიმპიადა ჩაატაროს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

    სამომავლო გეგმები

    საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა თავისუფალი ოლიმპიადის სამომავლო გეგმაა. გუნდი აქტიურად იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიადებსა და განათლების ხარისხის გაზრდისთვის გატარებულ რეფორმებს. საუკეთესო ნიმუშების გაანალიზებასა და დანერგვას  კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აპირებს.  

    აღსანიშნავია, რომ გარდა ევროპული სტანდარტებისა, მაგალითი განათლების აზიური სისტემიდანაც უნდა ავიღოთ. ამ მხრივ მოწინავეები დუბაი და სინგაპური არიან, რომელთა მთელი რესურსი განათლებისკენაა მიმართული. ყველა სკოლაში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, წიგნები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დუბაის სკოლის მოსწავლეებს ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებში, ვიდრე რომელიმე არაბულ ქვეყანას.

    ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კურსების გარდა მოსწავლეების ეუფლებიან ბიზნესის საფუძველებს, ინოვაციას და არაფორმალურ განათლებას.

    დუბაიში კარგი კომუნიკაციაა დამყარებული განათლების სექტორსა და შრომის ბაზარს შორის. თუ გავითვალისწინებთ დუბაის გამოცდილებას და ჩავთვლით, რომ ოდესღაც მათაც საკმაოდ დაბალი საფეხურიდან დაიწყეს განათლების შენება, ჩვენი გეგმების რეალობად ქცევა შესაძლებელია. 

  • საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

    საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრო ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.  ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. შეხვედრისას მან ისაუბრა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასა და გამოწვევებზე. საუბარში შეეხო, ასევე,  საფრანგეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთობასაც.

    მოკლე საჯარო ლექციის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების  შეკითხვებს უპასუხა

    ფრანგული ენის კაბინეტის გახსნისას უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც ფრანგულს ეუფლებიან, მუსიკალური და ლიტერატული ნომრები წარმოადგინეს.

    დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლებმა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაც გამართეს.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩინურ-ქართული კომპეტენციის ცენტრის დაარსება. აღნიშნული ცენტრის მიზანია საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, ცენტრის საქმიანობა მიმართული იქნება განათლების, კვლევითი, საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ინოვაცია, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, ფინანსები, ინვესტიციები და ა.შ. გარდა ამისა, თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს ახალი აკადემიური სასწავლო კურსების შემუშავებასა და დანერგვას, მაგ: „ბიზნესის წარმოება ჩინეთში ქართული კომპანებისათვის“, „ბიზნესის წარმოება საქართველოში ჩინური კომპანებისათვის“ და „ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“.

     

     

  • ამერიკის დღეები 2017-ის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა

    ამერიკის დღეები 2017-ის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი აღინიშნა.

    ამერიკის მცოდნეობის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

    საზეიმო ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სტუმრებმა ისაუბრეს იმ ტრადიცულ და მყარ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც IBSU-ს აშშ-ს საელჩოსთან აკავშირებს. ხაზი გაესვა ურთიერთობების მნიშვნელობას ორი ქვეყნის მეგობრობის ჭრილშიც.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური