„მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს“ - ნინო ლომჯარია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 15:06

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. მომხდარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი.

“მინდა, გამოვეხმაურო სპეცოპერაციის დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუმსამძიმრებ მის ოჯახს. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს, აღმოუჩინეს თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება, გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა შენარჩუნებულიყო ახალგაზრდის სიცოცხლე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წაკითხულია 18 ჯერ

Related items

  • ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა

    გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა. როგორც თორდიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო ლომჯარიას ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის.”ჩემს პირველ მოადგილედ მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნინო ლომჯარია. საოგადოებისთვის ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ. ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში როგორიც არის საარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული და გამჭვირვალე გარემოს ფორმირება. მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა პროფესიონალი კოლეგა. დიდი ხნის მანძილზე გვქონდა კონსულტაციები და მან მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა ჩვენს გუნდს”, - განაცხადა თორდიამ. 
    ნინო ლომჯარიამ კი აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება, რომელიც საკმაოდ წარმატებით ცდილობს დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები.


  • „ივანიშვილის განცხადება დაუსაბუთებელი, არაეთიკური და არაარგუმენტირებულია“ - ნინო ლომჯარია

    ”სამართლიანი არჩევნების” წევრი, ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექს-პრემიერის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ეკა გიგაურის დაკავშირებაზე 26 მაისის აქციის დარბევასთან.


    ნინო ლომჯარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას უწოდებს. 

    ”ძალიან რთულია ისეთი განცხადების შეფასება, რაც შეიცავს არაეთიკურ, დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად პოლიტიკური პარტიები და მათ შორის, როგორც ჩანს, ”ქართული ოცნება”, მათი მხარდამჭერები და რეალური ლიდერები ირჩევენ ასეთი ტიპის რიტორიკას განსხვავებული აზრის მიმართ. ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ეკა გიგაურის დაკავშირებაზე 26 მაისის აქციის დარბევასთან მაშინ, როდესაც უკვე 4 წლის წამოსული იყო სახელმწიფო სამსახურიდან, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა, თუნდაც ”პაგონების” მიღება, როდესაც შენ ემსახურები შენს ქვეყანას და შენი ქვეყნის განვითარებას, არამგონია იყოს დამაკნინებელი ან შეურაცხმყოფელი. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ეს არის პატივი. თუკი ვინმეს მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები, თუნდაც მათი წარსული საქმიანობის მიმართ, მათი წარსული პოზიციების მიმართ, უმჯობესი იქნება ვისაუბროთ ფაქტებით, ვისაუბროთ არგუმენტებით და არა დაუსაბუთებელი ჭორებით და ინფორმაციებით. ჩვენ, არასამთავრობო სექტორი მზად ვართ, გვქონდეს ნერბისმიერ თემაზე დისკუსია მათთან და ვისაუბროთ არგუმენტირებულად, ვისაუბროთ ფაქტებით და არა ასეთი არაეთიკური გამონათქვამებითა და შეფასებებით”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

  • ნინო ლომჯარია ბესელია-ფოფხაძის განცხადებაზე საუბრობს

    კონსტიტუციონალისტების შეფასებით რუსთავი 2-ის საქმე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრობლემები აქვს, რაც საბოლოოდ ადამიანის უფლებების დაცვას და სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. მათი აზრით რუსთავი 2-ის საქმე ასევე მნიშნველოვანია მედია პლურალიზმის თვალსაზრისით და არანაკლებ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციომ დროულად გამოიტანოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთვევაში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩვენების ლეგიტიმურობა. არასამთავრობოების აზრით ბესელიასა და ფოფხაძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტებით პროკურატურა უნდა  დაინტერესდეს.  “განცხადებაში, რომელშიც პარლამენტის ორი წევრი ავრცელებს, საუბარია ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ალბათ  მათ უნდა მიემართათ პროკურატურისთვის და პროკურატურამ აუცილებელია ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. თითოეული მოსამართლე უნდა დაიკითხოს და პასუხები უნდა გაეცეს იმ ფაქტებს, რაზეც ეს ორი დეპუტატი საუბრობს,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა  სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამ.

  • ნინო ლომჯარია რეფერენდუმზე საუბრობს

    პრეზიდენტის უარს რეფერენდუმის ჩატარებაზე სამოქალაქო სექტორის ნაწილი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, მათ შორის იმ პეტიციის ხელმომწერებიც, რომლებიც მარგველაშვილს თხოვდნენ არ გაეთვალისწინებინა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ არგუმენტებზე, რომლის გამოც რეფერენდუმის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.“ამით იზღუდებოდა კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები, ანუ უფრო დავიწროება და შეზღუდვა ხდებოდა, რის თაობაზეც აკრძალულია რეფერენდუმის ჩატარება ამიტომ საერთო ჯამში მიგვაჩნია, რომ   პრეზიდენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა სამართლებრივ საკითხებში,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისკონსულტანტმა  ნინო ლომჯარიამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური