ირანში შესაძლოა ინგლისურის სწავლება აიკრძალოს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 08 იანვარი 2018 11:42

ირანის განათლების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მეჰდი ნავიდ ეთემის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება კანონებსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

ეთემმა ერთ-ერთი ადგილობრივი სატელევიზიო არხთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინგლისური უკვე სასკოლო პროგრამების ნაწილი აღარ არის, ხოლო ინგლისურის კერძო გაკვეთილებთან დაკავშირებით შეფასებები არ გააკეთა.

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამანეიმ განაცხადა, რომ ადრეულ ასაკში ინგლისურის შესწავლა „დასავლეთის ირანში კულტურულ შეჭრას“ იწვევს.

წაკითხულია 29 ჯერ

Related items

  • მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს

    მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს, ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება. 

    ინგლისურმა, Gem Diamonds-ის სამთომომპოვებელმა კომპანიამ მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ალმასი, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ლესოტოში აღმოაჩინა, რომლის წონაც 910 კარატია და მისი ფასი, 40 მილიონი დოლარი.  კომპანიიდან გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ალმასი მსოფლიოში იშვიათია.

     

  • ჰამენეიმ დუმილი დაარღვია

    “არეულობა ირანში მისმა მტრებმა გამოიწვიეს“

    ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიეთულლაჰ ჰამანეიმ, ირანში არეულობების დაწყების მე-6 დღეს ოფიციალური ვებ გვერდიდან მესიჯი გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ ეს არეულობა ირანში მისმა მტრებმა გამოიწვიეს. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

    "ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არეულობების გამოწვევის მიზნით მტრებმა ამ ბოლო დღეებში ისეთი საშუალებები გამოიყენეს, როგორებიცაა ფული, პოლიტიკა, იარაღი და დაზვერვა“,-აღნიშნულია ჰამანეის მესიჯში. რელიგიურმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ არეულობებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას, “როდესაც დროა მოვა“, მაშინ გააკეთებს

  • გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი თოფქაფის სასახლეს ეწვია

    გასულ წელს სტამბოლში, როგორც ადგილობრივებიდან ასევე უცხოელი ტურისტებიდან უმეტესობამ ისტორიული ძეგლებიდან, თოფქაფის სასახლე მოინახულეს. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში სასახლე დაახლოებით ორ მილიონმა ადამიანმა მოინახულა. ფათიჰ სულთან მეჰმედის მხრიდან 1460-1478 წლებში აშენებული და დაახლოებით 400 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის სამმართველო, საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრად გამოყენებულ სასახლეს გასულ წელს დაახლოებით ორი მილიონი ტურისტი ეწვია. იგი დღეისათვის მუზეუმად გამოიყენება.  დიდი ხნის განმავლობაში იარაღის საწყობად გამოყენებული მუზეუმი 1869 წლიდან „Müze-i Hümayun“-ად  (საიმპერატორო მუზეუმი) გადაკეთდა.

  • ირანში მიმდინარე აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ირანში, ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ და შუა ნაწილებში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. მათივე ინფორმაციით, აქციების  შედეგად  დღემდე, ათამდე პირი დაიღუპა, ხოლო 200-მდე აქციის მონაწილე დაკავებულ იქნა. მთავრობამ აქციების შესაჩერებლად სოციალურ ქსელებზე წვდომა შეზღუდა. აქციის მონაწილეები უმუშევრობას და პროდუქტების გაძვირებას აპროტესტებენ.

    ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გასული კვირის ხუთშაბათ დღეს ირანში დაწყებული აქციების შემდეგ,  როჰანიმ პირველად გააკეთა განცხადება რა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათი ქვეყანა და რეგიონი  მგრძნობიარე პერიოდს გადის, ამიტომ ყოველგვარი პროვოკაციისგან  თავი შეიკავონ. მან ისიც აღნიშნა, რომ მოსახლეობას გაკრიტიკების და გაპროტესტების უფლება გააჩნია, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ქვეყანას და მოსახლეობას სიკეთე მოუტანოს და არა ზიანი. „აქციის მონაწილეებმა ქვეყნის  უცხოელი მტრების ხელში გადაცემას არ უნდა შეუწყონ ხელი. ჩვენი ქვეყანა და რეგიონი მგრძნობიარე პერიოდს გადის, ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს და მთელს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ.  მთავრობა და მოსახლეობა ერთიმეორეს გვერდით უნდა ამოუდგეს. მოსახლეობის კრიტიკა მხოლოდ ეკონომიკას არ მოიცავს, არამედ   კორუფციას და გამჭვირვალობასაც. მთავრობა აგრძელებს დასაქმების პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მოსახლეობას უნდა შეეძლოს მთავრობის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წვდომა. ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს მაგრამ როგორ?“ განაცხადა როჰანიმ.

  • აშშ, თურქეთის ოთხ მოქალაქეს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

    თურქეთის  ეკონომიკის ყოფილ მინისტრისა და  სამი სხვა პირის მიმართ საბრალმდებო ოქმი მზადდება, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისადმი დაწესებული სანქციების უგულებელყოფაში ედებათ ბრალი, - ამის შესახებ  ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს.

    ახალი ბრალდებები მნიშვნელოვნად აფართოებს აღნიშნული საქმის არეალს, რომელმაც უკვე მიიპყრო თურქეთის პეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირებისა და მისი არაფორმალური მრჩევლის, რუდოლფ ჯულიანის ყურადღება.

    რუდოლფ ჯულიანს დიპლომატიური შუამდგომლობის მიზნით მიმართა ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეზა ზარრაბმა. ჯულიანი შეხვდა პრეზიდენტ ერდოღანს აღნიშნული საკითხის განსახილველად. მანამდე ერდოღანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ზარრაბის სამართლებრივი დევნის უკან გარკვეული ძალების “ბოროტი“ განზრახვები იმალებოდა.

    პროკურორებმა რეზა ზარრაბს (რომელიც არის ოქროს დილერი და ფლობს თურქეთ-ირანის ორმაგ მოქალაქეობას) და მის თანამზრახველებს წაუყენეს ბრალი ირანში შვილობილი კომპანიებისა და ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით მილიონობით დოლარის ტრანზაქციების განხორციელებაზე.   

    საქმის ფარგლებში კიდევ ერთი ცნობილი სახე ფიგურირებს - მეჰმეთ ზაფერ ჩაღლაიანი (59), რომელიც გახლდათ თურქეთის ეკონომიკის მინისტრი 2011- 2013 წლებში და დღეს თურქეთის პარლამენტის წევრია.

    მინისტრობის პერიოდში ჩაღლაიანი, ქრთამის სახით იღებდა ათობით მილიონ დოლარსა და საიუველირო ნაკეთობებს ზემოდხსენებული პირისა და ირანის მთავრობისთვის შესაბამისი არალეგალური მომსახურების გაწევისთვის, რითიც მან დააზარალა აშშ-ს ინტერესები.

    ახალ საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ირანისა და თურქეთის ხელისუფლებების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ აღნიშნულ უკანონო ქმედებებში. რიგი თანამდებობის პირები კი ქრთამს იღებდნენ.

    საბრალდებო დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი, რომელიც უმეტესწილად თურქეთის ხელისუფლების მიერაა კონტროლირებადი, ჩართული იყო კორუფციული სქემების მეშვეობით ფულადი ტრანზაქციების განხორციელებაში, რომლის მიზანიც იყო ამერიკული რეგულაციების გვერდის ავლა და უცხოური ბანკების მოტყუება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა ბანკი “ჰალკბანკი“(Halkbank).

    აღნიშნული საბრალდებო დასკვნის მომზადება დროში ემთხვევა თურქეთსა და ამერიკას შორის დაძაბულ ურთიერთობებს, რომლებიც ნატოს წევრი და სტრატეგიული პარტნიორები არიან. გასულ კვირას, პრეზიდენტმა ერდოღანმა მისი დაცვის სამი წევრის მიმართ წაყენებული კიდევ ერთი ბრალდება გააკრიტიკა, რომლებიც ვაშინგტონში მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ივნისის თვეში იმავე სახის ბრალდება წაუყენეს კიდევ 12 თურქ დაცვის თანამშრომელს.

    ერდოღანმა ასევე არაერთხელ მოითხოვა ამერიკის მთავრობისგან ფეთჰულლაჰ გიულენის თურქეთის მხარისთვის გადაცემა. გიულენი, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს, არის მუსლიმი კლერკი, რომელსაც თურქეთის მთავრობა ბრალს დებს 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მომზადებაში. 

    ფეთჰულლაჰ გიულენი კატეგორიულად უარყოფს სამხედრო გადატრიალებასთან რაიმე სახის კავშირს და წინააღმდეგია მისი თურქეთში ექსტრადაციისა.

    ზემოთ აღნიშნული პირების გარდა შემდეგ პირებსაც ბრალი წააუყენეს: სულეიმან არსლანი - ბანკის ყოფილი გენერალური მენეჯერი, ლევენთ ბალქანი - ბანკის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, აბდულლაჰ ჰაფფანი -  ზარრაბის პარტნიორი.

    პროკურორის განცხადებით, ოთხი ბრალდებული რომელებსაც ოთხშაბათს ბრალი წაეყენათ, აშშ-ს შესაბამის ორგანოების მიერ არ არიან დაკავებულნი.  

    რეზა ზარრაბის მტკიცებით, ის უდანაშაულოა. მისი ადვოკატი ბენჟამინ ბრაფმანი აღნიშნულთან საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

    წყარო: https://www.nytimes.com/2017/09/06/world/middleeast/turkey-charges-iran-sanctions.html?rref=collection%2Fsectioncollection%2Fmiddleeast

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური