ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 10:58

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს.
მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის პირველ წრეში, იტალიელი  ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა.
და მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 48-ე ადგილზე იმყოფება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ბასილაშვილი-ანდრეას ჰაიდერ-მაუერის დუეტმა მეკტიჩი-პეიას ტანდები 6:1, 6:7(8:10), 8:10 დაამარცხა.

წაკითხულია 644 ჯერ

Related items

  • საკალათბურთო თასის გათამშების პირველი ოთხთა ფინალი 26-27 აპრილს გაიმართება

    27 აპრილს საქართველოს თასის გამარჯვებული გამოვლინდება. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული საკალათბურთო ტიტულისთვის რომელი გუნდები შეხვდებიან, ეს 26 აპრილს გაირკვევა, როცა სტარტს აიღებს ოთხთა ფინალი, რომელიც საქართველოს თასის გათამაშებისთვის ისტორიულია.

    პირველად, თასის გათამაშების დასკვნითი ფაზა ოთხთა ფინალით ჩატარდება. აღნიშნული სიახლე ამ ტურნირში წინა წელს დაიგეგმა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ოთხთა ფინალის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან თასის გათამაშება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტურნირები 2020 წლის მარტში შეწყდა.

    კოვიდ-ვითარება ახლაც არაა სტაბილური, თუმცა რეგულაციების დაცვით ვაჟთა პროფესიული საკალათბურთო ტურნირები (სუპერლიგა, “ა” ლიგა,  თასის გათამაშება) გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

    თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გასულები არიან რუსთავი, ქუთაისი, ცხუმ-აფხაზეთი და ოლიმპი. კოვიდ-რეგულაციების გამო ოლიმპისა და თსუ-ის წყვილიდან ოთხთა ფინალში ოლიმპელები ითამაშებენ, რომლებიც ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტ რუსთავს შეხვდებიან. მეორე წყვილში ქუთაისი ცხუმ-აფხაზეთს დაუპირისპირდება.

    ნახევარფინალები ერთმატჩიანია და 26 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვებულები ფინალში გავლენ და მეორე დღეს სატიტულო მატჩს ითამაშებენ. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოდგენილ ბმულზე: http://gbf.ge/tournament/georgian-cup/schedule

    ფინალური შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 27 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება.

  • ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია

    ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი გუშინ სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

    პირველ სეტში ბასილაშვილს მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – სამი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ პარტია შვეიცარიელს დარჩა, რადგან მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ქართველმა კი სამივე შანსი გაფლანგა – ერთი პირველ გეიმში და ორი – მეხუთეში.

    29 წლის ქართველი ჩოგბურთელი დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ტეილორ ფრიცს /აშშ/ დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს. თავის მხრივ ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში დენის შაპოვალოვს /რუსეთი/ მოუგო. 

  • ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა

    საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს /ნიკოლოზ ბასილაშვილი/ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება.
    გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.  
    სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. 
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა  სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

    შეგახსენებთ, რომ პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში იგი 27-ე პოზიციას იკავებს.

  • „არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია
    თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყების მინი-ფეხბურთის გუნდმა დღეს ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, შეჯიბრის თასი და მედლები გადაეცა. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართა.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრეში გავიდა

    საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117-ე) სამ სეტში მოუგო 7:5, 6:1, 6:3 და ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

    გამარჯვებისთვის ქართველ ჩოგბურთელს სულ 1 საათი და 41 წუთი დასჭირდა.

    მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს მეტოქეზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ბენელმანს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო.

    Australian Open-ის მესამე რაუნდში ბასილაშვილი პირველად გავიდა. ამით მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 142 ათასი აშშ დოლარი.

    1/8 ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 23 წლის ბრიტანელს, კაილ ედმუნდს (49) შეხვდება.




ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური