შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 12:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.
ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.

წაკითხულია 677 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მოსამზადებელ ტრენინგ კურსებს იწყებს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ოქტომბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსებს იწყებს.

    მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

    კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ.

    კურსი წარმოდგენილია ორი მოდულის სახით. პირველ მოდულში განხილულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვანძო საკითხები, მიმოხილულია ახალი კანონპროექტი და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), მეორე მოდულში კი დეტალურად არის განხილული საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, სასჯელაღსრულებით სფეროებში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით პერსონალური მონაცემის  დაცვის ასპექტები.

    კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

    კურსს წარუძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები.

    პირველი მოდულის ხანგრძლივობაა - 24 საათი, მეორე მოდულის - 20 საათი.

    მსმენელებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ როგორც ორივე, ასევე  მხოლოდ ერთ-ერთ მოდულზე (პირველ მოდულზე - 16 ოქტომბრამდე, მეორე მოდულზე  - 23 ოქტომბრამდე).

    მოდულების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

    პირველი მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

    მეორე მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/dpo/

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი განაგრძობს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტსა და Legal Service Group/ლიგალ სერვის გრუპი, გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია - Law Firm Of Giorgi Zarnadze Kakushadze Law Office-სა და LTD Law Firm Geto Project-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აცნობა.

    მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის გზით. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება , კვლევისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.

    მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კადრების პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

  • თქვენს გზავნილზე მოგებაა | ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს

    ლიბერთი ბანკი 7 სექტემბრიდან საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს - "თქვენს გზავნილზე მოგებაა" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

    200 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომლებიც ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით მიიღებენ და/ან გააგზავნიან საერთაშორისო ფულად გზავნილს, ბრენდირებული „ჭკვიანი” მაჯის საათით დასაჩუქრდებიან.

    აქციაში მონაწილეობა და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს, ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში.

    გამარჯვებულები გამოვლინდებიან მიღებული და გაგზავნილი გზავნილების თანხების ჯამური მოცულობის მიხედვით:

    • ორი ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელებიც მიიღებენ ფულად პრიზს 10.000 ლარს, გამოვლინდება კამპანიის დასრულების შემდეგ და პრიზად მიღებული თანხა ჩაირიცხება კლიენტის ლიბერთი ბანკში გახსნილ ანგარიშზე აქციის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
    • ინტერნეტ და მობაილ ბანკის 200 ყველაზე აქტიური მომხმარებლიდან პირველი 100 გამოვლინდება სექტემბრის ბოლოს, ხოლო შემდეგი 100 მომხმარებელი - ოქტომბრის ბოლოს, თვის განმავლობაში მიღებული და გაგზავნილი გზავნილების ჯამური მოცულობის მიხედვით.
    • ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით

    აქცია დაიწყო 2020 წლის 7 სექტემბერს და გაგრძელდება 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

    “საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთერთი წამყვანი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში, გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი, შესაძლებელია ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშე. რაც მთავარია, მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. ვფიქრობთ, ეს აქციაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“ - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი. (R)

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მოსამზადებელ ონლაინ ტრენინგ კურსს იწყებს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი 23  ივნისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) ონლაინ სასერტიფიკატო კურსს იწყებს.

    მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში საქართველოში არსებულ კომპანიებზეც ვრცელდება. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

    კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ, როგორც სამართლებრივი, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.

    კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

    კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე  წამყვანი სპეციალისტები მონაცემთა დაცვის სფეროებიდან.

    კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/ და უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011/

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აშშ-ის ელჩისგან წერილი მიიღო

    თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტმა ელჩისგან, კელლი ს. დეგნანისგან წერილი მიიღო, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    პატივცემულო რექტორო:

    დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. მე დიდად მოხარული ვარ ამერიკის საელჩოსა და იბსუ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ასახავს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების სიღრმესა და სიძლიერეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ ორივე ქვეყანას დიდი სირთულეები მოუტანა, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას და გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას.

    ჩემი გუნდისგან ვიცი, რომ ამერიკის საელჩო და IBSU მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და ბევრი სხვა. ისეთი აკადემიური ღონისძიებები, როგორიცაა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში და საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებში, ნათლად აჩვენებენ იმ ზეგავლენას, რაც იბსუს გააჩნია საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

    მე გამოვთქვამ სურვილსა და მზაობას გეწვიოთ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არსებულ და სამომავლო პოტენციურ სფეროებში საქართველოში საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

    პატივისცემით,
    კელი ს. დეგნანი
    ელჩი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური