გლდანის მე-3 მ/რ-ის N9 კორპუსთან მოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017 13:11

გლდანის მე-3 მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ, ახლადმოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

სკვერის მოწყობის სამუშაოების შედეგად, 4 000 კვადრატული მეტრის ფართზე, სარეკრეაციო სივრცე მოეწყო, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა. ასევე, მოეწყო დეკორატიული ფილები, საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა ლამპიონები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 154 262 ლარი გამოიყო. აღნიშნული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 517 კვადრატული მეტრის ფართზე, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები, რომელზეც ჯამში, 16 196 ლარი დაიხარჯა.

წაკითხულია 411 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 8 მარტს გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.

    ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

    ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

    პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

    დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

    დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

    გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

  • გლდანში გარდაცვლილილ და-ძმას ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ

    გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სადაც ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 60 წლისაა, მისი ძმა კი 70-ის. 

    შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

    გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, რასაც მეზობლების ნაწილი გამორიცხავს.

  • განზრახ მკვლელობა გლდანში - შსს-მ ბრალდებული დააკავა

    გამთენიისას ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 44 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1967 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

    შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    "შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ლ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა ი.ბ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

     

    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

  • გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა

    გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსების ბრიგადას 6 წლის ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ.
    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას 

  • რა ხდება გლდანში ძლიერი სეტყვის შემდეგ (ვიდეო)

    რა ხდება გლდანში ძლიერი სეტყვის შემდეგ 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური