კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 10 დეკემბერი 2017 15:30

დღეს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.

საერთაშორისო კონკურს აფასებდა ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით. ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული იყო ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ: ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:

"ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმი) - "ყორნები" (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.

"ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურა) - "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.

ჟიურის სპეციალური პრიზი - განსაკუთრებული აღნიშვნა გადასცა ანა ურუშაძეს ფილმისთვის "საშიში დედა" (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის "ხარაჩოები" (ისრაელი, პოლონეთი, 2017).


რაც შეეხება სექციას "ქართული პანორამა", აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა: გერმანელმა კინომცოდნეებმა ერიკა და ულრიხ გრეგორებმა და ბრიტანელმა კინოკრიტიკოსმა კარმენ გრეიმ.

"ქართული პანორამის" გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი - "საშიში დედა", რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი - "მზის ქალაქი", რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - "ანა", რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).

ჟიურის სპეციალური პრიზი - "თევზაობა", რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო/საფრანგეთი, 2017).


ამას გარდა, წელს პირველად "ევროკავშირმა საქართველოსთვის" დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცა ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს საერთაშორისო საკონკურსო პროგრამიდან. მათი გამარჯვებული გახდა "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინდუსტრიული დღეები, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას მრავალი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - ელენე მიქაბერიძე და ალექსანდრე შერვაშიძის პროექტი "თავის-უფალი".

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა გიგიშა აბაშიძის და ლაშა ხალვაშის პროექტი "უხერხემლო".

პიჩინგ ფორუმის გამარჯვებულებისთვის პრიზი დააწესა "ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" და გამარჯვებულებს გადასცა ფულადი პრიზები 3000 ლარი (მოკლემეტრაჟიანი) და 5000 ლარი (სრულმეტრაჟიანი).

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ქართული პრემიერით, ფილმით - "ნამე".

ფოტო: ნინო კანკავა

წაკითხულია 486 ჯერ

Related items

  • გამოცხადდა კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

    საერთაშორისო პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა. კერძოდ, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში.

    საგრანტო  კონკურსში   მონაწილეობის  უფლება  აქვს:

    • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
    • პირს,  რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის 
      • მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე 

    2020 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით  ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.

    განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

    • სწავლის საფასური
    • ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
    • ტრანსპორტი
    • სამედიცინო დაზღვევა
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
    • ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
    • სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო

    გამარჯვებულ სტუდენტს აუნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების  საშუალებას. 2020 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 15 სტუდენტის დაფინანსება.

    პროგრამის ანგარიში

    სწავლა საზღვარგარეთ  პროგრამის  დასაფინანსებლად 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო  2 637 500 ლარი. 2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი  800 000 ლარია. 

    სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე დაფინანსდა 60 სტუდენტი. ამათგან, 35 სტუნდენტი უკვე კურსდამთავრებულია, ხოლო 25 სტუდნეტს 2020 წელს პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  გაუგრძელდება დაფინანსება. 

    სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    განცხადება   (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია)

    ელექტრონული აპლიკაციის ფორმა

    ბრძანება/დებულება

    პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

    მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

    ტელ:  577 12 65 05, JLIB_HTML_CLOAKING - ლიკა გოგიტიძე

     

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ვახტანგ აბაშიძეს 2020 წლის 16 აპრილს ეწურება უფლებამოსილების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

    შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის #1 განკარგულების თანახმად, 2020 წლის 8 იანვრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კანდიდატურა ღია კონკურსის  გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე;

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:

    ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

    ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

    გ) ავტობიოგრაფია;

    დ) უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    ვ) არანაკლებ 10 წლის (აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

    თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2020 წლის 6 თებერვლის ჩათვლით მისამართზე:  თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. #7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატურას. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატურებს არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს.

     

  • 24 მაისს საქართველოს პარლამენტი ADAMI Media Prize-ის ღონისძიებას უმასპინძლებს

    24 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართება  “ADAMI მედიის პრიზის" ახალი პროგრამის ADAMI TANDEM წარდგენა და ADAMI-ის კონკურსში ნომინირებული ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

    ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მარიამ ჯაში და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნორში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი.

    ADAMI TANDEM-ის პროგრამას ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებენ შტეფან ტოლცი, ADAMI მედიის პრიზი კულტურის მრავალფეროვნების აღმოსავლეთ ევროპაში დირექტორი და ქრისტიან ტრიპე, Deutsche Welle-ს უსაფრთხოების პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ხელმძღვანელი.

    ADAMI TANDEM არის ახალი მედია ინიციატივა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სამაუწყებლო კომპანიებისთვის, რომელიც სატელევიზიო ჟურნალისტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყარონ კავშირები დასავლეთ ევროპის წამყვან მაუწყებლებთან და ერთობლივად აწარმოონ კულტურული მრავალფეროვნების თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო სიუჟეტები.

    ADAMI TANDEM-ში მონაწილე ტელეარხებს შორისაა ZDF და SWR გერმანიიდან, ფრანგულ-გერმანული კულტურული არხი ARTE და Deutsche Welle. ADAMI TANDEM იმართება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) მჭიდრო თანამშრომლობით.

    ღონისძიება ტარდება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ  “ევროპა, საქართველო” ფარგლებში,   საქართველოს პარლამენტის და  პრეზიდენტის მხარდაჭერისა და მფარველობის ქვეშ.

    ADAMI მედიის პრიზი დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკრედიტ ჰოლდინგის (გერმანია) მიერ.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ: ღონისიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში საჭიროა გამოგზავნოთ დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING 23 მაისის 18 საათამდე.

     

    იხილეთ ADAMI SHOWCASE კინოჩვენების პროგრამა:

    1. „ჩასარბენი ციხე“ / The Tower

    ავტორი - სალომე ჯაში / Author - Salome Jashi

    ხანგრძლივობა - 4 წთ. / Length - 4 min

     

    2. ახალგაზრდობა აშაგი სარალში / Being Young in Ashagi Saral

    ავტორები - ალი ქანიევი და აზიზ ქანიევი / Author - Aziz and Ali Ganievs

    ხანგრძლივობა- 5.10 / Lenght - 5.10

     

    3.მრავალფეროვნების სახეები: ჰურიე / Images of Diversity – Hurie

    ავტორი - ბესო გვენეტაძე / Author - Beso Gvenetadze

    ხანგრძლივობა: 5.10 წთ. / Length: 5.10

     

    4. „მატუშკა“ / Matushka

    ავტორები - მანანა ხიდაშელი, ნინო ჩუტკერაშვილი / Author: Manana Khidasheli, Nino Chutkerashvili

    ხანგრძლივობა - 38 წთ. / Length: 38 mins.

     

    5. "სათაურს მიღმა" / A look Beyond the Headlines

    ავტორი - თაკო რობაქიძე / Author: Tako Robakidze

    ხანგრძლივობა - 5.20 წთ. / Length: 5.20 mins.

  • კონფუცის ინსტიტუტის სიტყვით გამოსვლის კონკურსი

    თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით კამპუსში გაიმართა ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი თემაზე "მე და ჩინეთი". საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენით დაინტერესებულმა 15-მდე სტუდენტმა ჟიურისა და მაყურებელს გაუზიარა თავისი დამოკიდებულება ჩინეთისადმი. ძლიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა რატი მდივანმა. მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებითა და პრიზებით. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთითა და ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევს სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას. მომავალშიც იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარება.

  • CCTV7“ საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის, და ტელეკომპანია „CCTV7“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია „CCTV7“ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური