პაშა ბანკის მეოთხე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017 03:17

6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართა რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პროცესებს დაეთმო.

MEETING ROOM-ის შეხვედრამ უმასპინძლა ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო სისტემები აღნიშნული სექტორისთვის, აგრო-პროექტების დაფინანსებისთვის გასათვალისწინებელი პირობები და ა.შ.

ფორუმზე მოწვეული სპიკერები იყვნენ:

• გიორგი ჯიბლაძე - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, დირექტორის მოადგილე
• გიორგი დანელია - საპარტნიორო ფონდი, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი
• ანი ქობალია - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ასოცირებული დირექტორი სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის მიმართულებით
• ზვიად ქაჯაია - პაშა ბანკი, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი
• ვლადიმერ გუგუშვილი - „არომა პროდაქტს“, პარტნიორი და დირექტორი

ფორუმის მოდერატორი იყო გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

“დღეს ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი დაფინანსების ალტერნატივები. პაშა ბანკი 2013 წლიდან თანამშრომლობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორთან, რომელთა შორის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სოფლის მეურნეობის დაფინანსება წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ინფორმატიული იყო აგრო-სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის.“ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

წაკითხულია 203 ჯერ

Related items

  • მე-8 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე

    20 აპრილს, 10:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT) აწყობს, რომელიც ეძღვნება განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას და 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

    ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი 30-მდე სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ესპანეთი, ლატვია, ფინეთი, ისრაელი, ბელორუსი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ომანი, ყატარი, ტაილანდი, ნიგერია, ალჟირი და განა.

    კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს:

    • განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
    • სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
    • განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
    • უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა)
    • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
    • ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
      • ენა და კულტურა

    ნაშრომები ქვეყნდება კონფერენციის ნარკვევებში (ISSN: 2298-0180). დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიატ იხილოთ: http://ircelt.ibsu.edu.ge/

  • სეულში მუშაობა დაასრულა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენციამ“

    კორეის დედაქალაქ სეულში 11 მარტს საზეიმოდ დაიხურა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“. კონფერენციის მასპინძელი იყო კორეის ჟურნალისტთა ასოციაცია. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების 65-მა ჟურნალისტმა და გამომცემელმა, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლებიც.

    საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო პრესის განსაკუთრებული როლი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში და მშვიდობის შენარჩუნება მთელს მსოფლიოში, ერთობლივი სამშვიდობო კომუნიკეს მიღებით დასრულდა. 

    კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჩჟუნ კიუ სონმა წაიკითხა დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლების მცდელობის - შეინარჩუნონ მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე, ნათელი მაგალითია პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ხოკეის ერთობლივი გუნდის გამოსვლა. ამავე დროს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმოება აღნიშნულ სამშვიდობო პროცესს შეუქცევად ხასიათს სძენს. 

    დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტები სრულად იზიარებენ დეკლარაციას და ერთიანი ძალისხმევით შეეცდებიან ხელი შეუწყონ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცებას. „ჩვენ ვიზიარებთ ამ დეკლარაციას და მხარს ვუჭერთ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების მიმდინარეობას. ასევე მოვუწოდებთ მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, იაპონიას და რუსეთს შეუერთდნენ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხიებისა და მშვიდობის განმტკიცებისკენ“, - ნათქვამია დეკლარაციაში. 

    კონფერენციამ სტარტი აიღო 4 მარტს. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა მოინახულეს ქალაქები ბუსანი, ანდონგი, სეჟონგი, და კუნძული ჯეჯუ. კონფერენციის მონაწილე ჟურნალისტებმა დაათვალიერს  სეულის მეტროპოლიტენის ცენტრი, ესტუმრენ Daegu-ს შემოქმედებით ეკონომიკისა და ინოვაციების ცენტრს, Samsung-ის ინოვაციის მუზეუმს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ გაეროს მემორიალურ სასაფლაოზე ბუსანში, სადაც მათ პატივი მიაგეეს ომში დაღუპულების ხსოვნას. 

    „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“-ის მხარდამჭერი იყო კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კორეის კულტურის, სპორტის და ტურიზმის სამინისტროსტან ერთად.

    „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენციას“ კორეაში ტრადიციული ხასიათი აქვს და იგი ყოველწლიურად იმართება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სეული, კორეა

  • სეულში მუშაობა დაიწყო „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“-მა

     

    კორეის დედაქალაქ სეულში 5 მარტს საზეიმოდ გაიხსნა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“. კონფერენციის ორგანიზატორია კორეის ჟურნალისტთა ასოციაცია. მასში მონაწილეობას ღებულობს  სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების 65 ჟურნალისტი და გამომცემელი, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან. მათ შორის არის საქართველოც.

    კონფერენცია, რომლის თემაა „პრესის როლი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში და მშვიდობა მთელს მსოფლიოში“ მიზნად ისახავს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული შეიარაღების შესუსტებას და მშვიდობის განმტკიცებას.

    კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჩჟუნ კიუ სონმა და კორეის კულტურის, სპორტის და ტურიზმის მინისტრმა ტო ჩონ ხვანმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების პრობლემამ აიძულა გაეძლიერებინა ნახევარკუნძულზე მშვიდობისადმი ლტოლვა. იმედი მაქვს კორეაში ვიზიტის განმავლობაში ჟურნალისტები შეიგრძნობენ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, დავიცვათ და გავაძლიეროთ მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე, აღნიშნა ჩჟუნ კიუ სონმა. მისივე თქმით, კონფერენციის მსვლელობისას ჟურნალისტები მოინახულებენ კორეის ღირშესანიშნავობებს და გაიგებენ კორეის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. 

    კონფერენციის პირველივე დღეს მონაწილეები შეხვდნენ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ კან გიონ ხვას. მინისტრმა სტუმრებისათვის წვეულება გამართა, სადაც სიტყვით მიმართა მსოფლიო პრესის წარმომადგენლებს. თავის გამოსვლაში მან იმედი გამოთქვა, რომ „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“ ნაყოფიერად ჩაივლის და ყველანი ერთად, ერთიანი ძალისხმევით საკუთარ წვლილს შეიტანენ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

    კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეები ეწვევიან ბუსანს და კუნძულ ჯეჯუს. კონფერენციის მონაწილე ჟურნალისტები მოინახულებენ  სეულის მეტროპოლიტენის ცენტრს, ეწვევიან Daegu-ს შემოქმედებითი ეკონომიკისა და ინოვაციების ცენტრს, Samsung-ის ინოვაციის მუზეუმს და მოინახულებენ გაეროს მემორიალურ სასაფლაოს ბუსანში, სადაც პატივს მიაგებენ დაღუპულების ხსოვნას.

    „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“ 11 მარტამდე გასტანს. კონფერენციის მხარდამჭერები არიან კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კორეის კულტურის, სპორტის და ტურიზმის სამინისტროსტან ერთად.

    „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენციას“ კორეაში ტრადიციული ხასიათი აქვს და იგი ყოველწლიურად ტარდება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სეული, კორეა

  • მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე ქართულ დელეგაციას პრემიერი ხელმძღვანელობს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. 
    მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. 
    სამუშაო ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრების ორმხრივი შეხვედრები. 

    პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა", რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება.
    მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს ბიზნესის წარმომადგენლებთან. 
    საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე არიან.

  • "ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ის სპეციფიკაციის კონფერენცია

    საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „NATO-GEO EX 19“-ის სპეციფიკაციის კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების მომზადებისა და განხორციელების დეტალები განიხილეს.

     "ნატო-საქართველოს სწავლება 2019" ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.

    „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარდება. სწავლება ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წევრებს კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარება. სწავლება 2019 წელს ჩატარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის შემადგენლობაში მიიღებენ მონაწილეობას.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური