"საპენსიო რეფორმა საქართველოში და მისი გრძელვადიანი პერსპექტივა საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017 15:09

იქნება თუ არა - დაგეგმილი საპენსიო რეფორმა წარმატებული და უზრუნველყოფს თუ არა იგი მოსახლეობის რეალურ სოციალურ დაცვას, ეს საკითხი კვლავ აქტუალური რჩება.  

ამ თემაზე იმსჯელებენ საქართველოს პროფკავშირებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე ამა წლის 7 დეკემბერს, სასტუმროში „რედისონი“.

ევროპელი ექსპერტები, საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილავენ საპენსიო რეფორმის არსებულ პროექტებს. ღონისძიების ძირითადი მიზანია, შესთავაზოს საზოგადოებას ის მოდელი,  რომელიც მაქსიმალიურად გაითვალისწინებს მოქალაქეთა ინტერესებს და საპენსიო სფეროში შექმნის იმ სამართლიანობის განცდას, რომელსაც საზოგადოება უკვე ათწლეულებია ელის.

კონფერენციაზე წარმოვადგენთ აგრეთვე, გამოკითხვის შედეგებს,  რომელიც სპეციალურად საპენსიო რეფორმის მიმართ არსებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით ჩატარდა.

ღონისძიება  ტარდება საქართველო - გერმანიის წლის ფარგლებში.

 

წაკითხულია 62 ჯერ

Related items

  • ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე საქართველოს საპენსიო რეფორმა განიხილეს

    თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პროფკავშირების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე საქართველოს საპენსიო რეფორმა განიხილეს.
    შეხვედრას პროფკავშირებისა და უცხოელ ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
    განხილვებში მონაწილეობა მიიღო ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, ვიტალი გიორგაძემ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის დირექტორმა ფელიქს ჰეტიმ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
    პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის შეფასებით, საპენსიო რეფორმა ისტორიული რეფორმაა. მისივე თქმით, მსჯელობა საკითხის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
    “პენსია ჩვენი სოციალური დაცვის მთავარი და აუცილებელი ინსტრუმენტია. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა არის ისტორიული რეფორმა. მისასალმებელია, რომ ამ რეფორმაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. ასევე მისასალმებელია, რომ მიმდინარეობს აქტიური საზოგადოებრივი მსჯელობა ყველა იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ესოდენ ისტორიულ და მნიშვნელოვან საკითხს ეხება”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.
    ჩვენ გვაქვს დასკვნითი შეხვედრები, რათა შევაგროვოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან რეკომენდაციები და ავსახოთ ისინი კანონპროექტში, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმის თემაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.
    მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. „ჩვენ პრაქტიკულად გამოვაქვეყნეთ, საპენსიო რეფორმის კანონპროექტი. ჩვენს ვებგვერდზე ის უკვე ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ჩვენ ვართ აქტიური საზოგადოებრივი კომუნიკაციის კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობს. ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში ალბათ დასრულდება. ჩვენ გვაქვს დასკვნითი შეხვედრები, რათა შევაგროვოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან რეკომენდაციები და ავსახოთ ისინი კანონპროექტში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული პროექტი საკომუნიკაციოდ ყოფილიყო წარდგენილი საზოგადოებისათვის და შემდგომ უნდა მივიღოთ საზოგადოების უკურეაქციები და უნდა დავუბრუნდეთ პარლამენტს აღნიშნული ცვლილებებით. ეს თავისთავად ნოვატორული გადაწყვეტილება იყო – კანონს ვქმნით, პრაქტიკულად, საზოგადოებასთან ერთად. ვთვლით, რომ ორი კვირის განმავლობაში მზად ვიქნებით, რომ აღნიშნული კანონპროექტი მიიღოს მთავრობამ, ხოლო თვის ბოლოსთვის კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება“, – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.  
    რაც შეეხება ცვლილებებს, რომელსაც მთავრობა კანონპროექტში გეგმავს, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ამ მიმართულებით რამდენიმე სიახლეა. მისი განმარტებით, ცვლილებების მიზანი, რეფორმის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო ამაღლება და რისკების გათვლაა.
    „ცვლილებები ეხება ინვესტირების თემებს, ასევე თანხების შეგროვების საკითხს, სანდოობის გაზრდას საზოგადოებაში, რათა რეალურად უზრუნველვყოთ, რომ საზოგადოებას თავიდანვე ჰქონდეს ნდობა. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე, თანხების ინვესტირება მოხდება აბსოლუტურად სახელმწიფოსგან განცალკევებულად. ხაზი მინდა გავუსვა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება დამატებითი ცვლილებები. პროექტი ითვალისწინებს ე.წ. აქტივების მმართველების შერჩევას, მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით, ვიდრე ეს არის წარმოდგენილი. ჩვენ რეალურად, ბიზნესასოციაციებიდან ველოდებით კომენტარებს, უახლოეს დღეებში გვაქვს ეს შეხვედრები დანიშნული და რეალურად იმ საკითხების მოწესრიგებას ეხება, რომლებიც პრინციპში ისედაც იყო გათვალისწინებული კანონპროექტში“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
    საპენსიო რეფორმის თემაზე საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა და ევროპელმა ექსპერტებმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.
    იქნება თუ არა - დაგეგმილი საპენსიო რეფორმა წარმატებული და უზრუნველყოფს თუ არა იგი მოსახლეობის რეალურ სოციალურ დაცვას, ეს საკითხი კვლავ აქტუალური რჩება.
    წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კანონპროექტი, საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი უკურექციებიდან გამომდინარე, მთავრობამ უკან გაიწვია და ველით ახალ, დაკორექტირებულ ვერსიას, სადაც მაქსიმალურად იქნება სოციალური პარტნიორების ინტერესები გათვალისწინებული!
    შეგახსენებთ, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, პროფკავშირების წარმომადგენლები და ევროპელმა ექსპერტები დაესწრნენ. ევროპელი ექსპერტები, საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილავდნენ საპენსიო რეფორმის არსებულ პროექტებს. ღონისძიების ძირითადი მიზანია, შესთავაზოს საზოგადოებას ის მოდელი, რომელიც მაქსიმალიურად გაითვალისწინებს მოქალაქეთა ინტერესებს და საპენსიო სფეროში შექმნის იმ სამართლიანობის განცდას, რომელსაც საზოგადოება უკვე ათწლეულებია ელის. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე, გამოკითხვის შედეგები, რომელიც სპეციალურად საპენსიო რეფორმის მიმართ არსებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით ჩატარდა. ღონისძიება ჩატარდა საქართველო - გერმანიის წლის ფარგლებში.

     

  • პაშა ბანკის მეოთხე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

    6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართა რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პროცესებს დაეთმო.

    MEETING ROOM-ის შეხვედრამ უმასპინძლა ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო სისტემები აღნიშნული სექტორისთვის, აგრო-პროექტების დაფინანსებისთვის გასათვალისწინებელი პირობები და ა.შ.

    ფორუმზე მოწვეული სპიკერები იყვნენ:

    • გიორგი ჯიბლაძე - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, დირექტორის მოადგილე
    • გიორგი დანელია - საპარტნიორო ფონდი, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი
    • ანი ქობალია - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ასოცირებული დირექტორი სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის მიმართულებით
    • ზვიად ქაჯაია - პაშა ბანკი, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი
    • ვლადიმერ გუგუშვილი - „არომა პროდაქტს“, პარტნიორი და დირექტორი

    ფორუმის მოდერატორი იყო გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

    “დღეს ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი დაფინანსების ალტერნატივები. პაშა ბანკი 2013 წლიდან თანამშრომლობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორთან, რომელთა შორის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სოფლის მეურნეობის დაფინანსება წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ინფორმატიული იყო აგრო-სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის.“ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

    MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

  • იუნესკოს გენერალურ კონფერენცია

    2017 წლის 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ქ. პარიზში ტარდება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO)  გენერალური კონფერენციის 39–ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით. 

    4 ნოემბერს, ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს და  ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და UNESCO-ს შორის  არსებულ 25 წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ძალისხმევის შესახებ, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების თვალსაზრისით.  ხაზგასმით აღნიშნა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს მთვარობის პრიორიტეტულ გეგმებს შორისაა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და კვლავ დააფიქსირა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.

    UNESCO- ს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე დამტკიცდა UNESCO-ს ღონისძიებათა სია, რომლებიც 2018-2019 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღნიშნულ სიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღები: "თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე და მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადების 150 წლისთავი".

    ამასთანავე, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს განათლების და მეცნერების  მინისტრის მოადგილეებსა და ნორვეგიის, ესტონეთის, კვიპროსის, შვედეთისა და ფინეთის განათლების მინისტრებს შორის. შეხვედრებზე განიხილეს განთლების სფეროში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

    მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მ.წ. 10 ნოემბერს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 39–ე სესია, იუნესკოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცებს,  აღმასრულებელი საბჭოს მიერ ნომინირებულ კანდიდატს, საფრანგეთის ყოფილ კულტურის მინისტრს,  ორდე აზულეს. იგი ირინა ბოკოვას შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას რვა წლის განმავლობაში იკავებდა.  

  • საერთაშორისო კონფერენციამ ”სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი” ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიარა

    25-29 სექტემბერს თბილისში ჩატარდა CIDOC-ის საერთაშორისო კონფერენცია ”სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ქართველ კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარეს.

    კონფერენციის თემატიკა ძალიან მრავალფეროვანი იყო: სამუზეუმო კოლექციების დოკუმენტაცია ნებისმიერი მუზეუმის საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის საქმიანობაში: საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღების, კოლექციებისა და გამოფენების მენეჯმენტის, კვლევის, განათლების, გამოცემებისა და კოლექციების ხელმისაწვდომობის საკითხებში. ინფორმაციის მართვა უზრუნველყოფს კოლექციების ფართო ხელმისაწვდომობას სამეცნიერო ქსელებისა და ინტერკულტურული დიალოგის მეშვეობით მთელ მსოფლიოში. დოკუმენტაციის სფერო  მუდმივ პროგრესს განიცდის და თანამედროვე მუზეუმები აქტიურად იყენებენ ამ ევოლუციური პროცესის მრავალფეროვან საშუალებებს. თანამედროვე სტანდარტები, ტექნიკური საშუალებები და ინტელექტუალური მეთოდები მნიშვნელოვნად ამდიდრებს და უპირატესობებს სძენს დოკუმენტაციის პრაქტიკას.  

    2017 წლის კონფერენციის თემატიკა მონაწილეებს სთავაზობს დოკუმენტაციის ევოლუციური წარსულის გააზრებას მისი მნიშვნელობის ღრმა აღქმისათვის, დოკუმენტაციის სფეროში არსებული პრაქტიკის განხილვას და სამომავლო ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების შესწავლა/გაანალიზებას.

    კონფერენცია მიზნად ისახავს ქვემოთ მოცემული საკითხების განხილვით ხელი შეუწყოს აქტიურ დისკუსიებს ფართო საერთაშორისო ჭრილში. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ პროფესიონალებს (დოკუმენტაციის სპეციალისტები, რეგისტრატორები, კოლექციების მენეჯერები,  რესტავრატორები, კურატორები, მკვლევარები, საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერები და დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სპეციალისტები) მათი გამოცდილების, მეთოდებისა და მიდგომების გაზიარების მიზნით. 

    კონფერენციაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საინტერესო საკითხები და მათ შორის:

    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საფუძვლები და განვითარება სხვადასხვა სივრცეში;
    • კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაცია - ცოდნის მენეჯმენტი;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის სტანდარტები და საშუალებები; 
    • არქეოლოგიური მასალების დოკუმენტირება; 
    • მრავალენოვანი ინსტრუმენტების გამოყენება სამუზეუმო საქმიანობის ხელშესაწყობად;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო და სექტორთაშორისი ქსელის გამოყენება კვლევის, განათლებისა და პრეზენტაციის ხელშესაწყობად;
    • 21-ე საუკუნის გამოწვევები - ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა სამუზეუმო დოკუმენტაციის მეშვეობით;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.

    კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიარა და აქ მიღებული გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება მათ მომავალ საქმიანობაში.

    შეგახსენებთ, რომ CIDOC წარმოადგენს ICOM-ის დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტს (International Committee for Documentation), რომლის საქმიანობა მოიცავს დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მართვის საკითხებს მუზეუმებში. კომიტეტის წევრები შეიძლება გახდნენ კურატორები, ბიბლიოთეკის მენეჯერები და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ დოკუმენტაციის, რეგისტრაციის, კოლექციების მენეჯმენტისა და პასპორტიზაციის მიმართულებით.  

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიატებს და ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატებს შეკრებს 12 ქვეყნიდან. საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან და 2017 წლის გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით  წელს კონფერენციას საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. კონფერენციის ორგანიზატორია, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.

    ჰუმბოლდტის ფონდი აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და  სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა,  ისე აღიარებულ მეცნიერებს. საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი 30-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბის წევრები არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

    ჰაიკე პაიჩი. მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები თამაზ გამყრელიძე (საქართველო), კონსტანტინ აზადოვსკი (რუსეთი) და ანილ ბჰატი (ინდოეთი).

    აღნიშნულ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციას, რომელიც “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის (HUMBOLDT-KOLLEG) სახელით არის ცნობილი, გერმანიის სახელმწიფოს ფონდი აფინანსებს. ყოველწლიურად HUMBOLDT-KOLLEG გერმანიის ფარგლებს გარეთ იმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური