6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017 00:14

ვერძი
სირთულეებს მარტივად დაძლევთ და მუშაობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ზოგიერთს დაწინაურების შანსი მიეცემა. კარიერასა და ფლირტს ადვილად შეუთავსებთ ერთმანეთს. კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად. 

კურო
გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს ნიჭს. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოერიდეთ მსხვილ ხარჯს. გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრისთვისაც. 

ტყუპი
იყავით მეტად აკურატული, კარგი შემსრულებელი და მომგვარებელი. თუმცა, შექებას ნუ ელით. შეიძლება გარშემო მყოფებისგან იმედგაცრუება და გაღიზიანება იგრძნოთ. 

კირჩხიბი
კარგი დღეა საქმიანი და პირადი ურთიერთობისთვის. შეძლება ახალი ცოდნა მიიღოთ ან ახალ ინსტრუმენტების გამოყენება შეისწავლოთ. ზოგიერთს საქმიან პარტნიორთან ელის რომანის გაბმა.

ლომი
შეიძინეთ საჭირო და აუცილებელი ნივთები, აქსესუარები. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება; ინვესტიცები. 

ქალწული
მუშაობისას იყავით დაკვირვებული. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ნუ ხართ ზედმეტად საქმიანი პარტნიორებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. დარჩით თქვენს ადგილზე ნუ ეცდებით სხვისი ვაკანსია დაიკავოთ. 

სასწორი
ნუ გექნებათ გადამეტებული იმედი საზღვარგარეთ მოგზაურობასა და განათლების მიღებაზე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - გადადით ცხოვრების ჯანსაღ წესზე, დაიცავით დიეტა. 

მორიელი
მოერიდეთ გარშემო მყოფების დაცინვას, კრიტიკას და მათ უფრო მეტად მოეწონებით. მეგობრებში დააფასეთ ერთგულება, კოლეგებში - საქმის სიყვარული. 

მშვილდოსანი
შანსი მოგეცემა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ. კარგი დღე ელით სპორტსმენ, ბიზნესმენ, სამხედრო და მედიკოს ნიშნებს. დახმარებას გაგიწევენ დაქვემდებარებულები, მოსწავლეები. 

თხის რქა
რომ უნდა იშრომოთ ამის შეხსენება თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ. ახალგაცნობილთან ურთიერთობა უფრო გაღრმავდება ან პირადში გადაიზრდება. 

მერწყული
ერუდიციასა და ინტელექტს გაბედულება და პრაქტიკულობაც უნდა დაურთოთ. მოერიდეთ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებას. მოაგვარეთ შეცდომები საქმეებში, დაიწყეთ სწორი მკურნალობა. 

თევზები
გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული გზაც პირველი ნაბიჯიდან იწყება. ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. კარგი დღეა თანამშრომობისთვის. ნუ შეზღუდავთ საყვარელ ადამიანს. პირიქით, დაეხმარეთ სირთულეების დაძლევში. 

წაკითხულია 571 ჯერ

Related items

  • 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დილიდან პოზიტიური და აქტიური იქნებით, მაგრამ გარემო არ შეგიწყობთ ხელს იდეების განხორციელებაში. დაკვირვებულად იმოქმედეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. სიფრთხილე გმართებთ მედიკამენტების მიღებისას. 

    კურო
    დილა აუჩქარებლად დაიწყეთ. მნიშვნელოვანი საქმეების მოაგვარეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. იყავით მომთმენი, მოერიდეთ კამათს. 

    ტყუპი
    გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული გარშემო მყოფების მიმართ. 

    კირჩხიბი
    თქვენი დახმარება დასჭირდებათ გარშემო მყოფებს და არავის უთხრათ უარი. მუშაობისას ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. 

    ლომი
    ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. ნუ იქნებით გამოკიდებული მოდაზე. ეკონომია გმართებთ ფინანსებში. 

    ქალწული
    გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. სიფრთხილე გმართებთ წამლებისა და ალკოჰოლის მიმართ. მშვიდად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები.

    სასწორი
    აკონტროლეთ სიტუაცია, ნუ მიუშვებთ თავის ნებაზე. გარშემო მყოფები გადაამოწმეთ, ნუ ენდობით ყველას. საღამოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

    მორიელი
    ღრუბლებში ფრენას მოეშვით, პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ. დახმარებას თანამოაზრეები გაგიწევენ. ზოგიერთი საიდუმლოს გაგიმხელთ. 

    მშვილდოსანი
    პოზიტივით აივსეთ და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. სიფრთხილე გმართებთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით, ნოემბერში დაბადებულებს. 

    თხის რქა
    თუ ჭკვიანურად მოიქცევით, ინტრიგებს თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებთ. გამოავლინეთ ინტერესი თქვენთვის საინტერესო თემებისა მიმართ. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. 

    მერწყული
    დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. გადამოწმეთ ყველა ინფორმაცია და დეტალი, რომელიც თქვენში ეჭვს აღძრავს. დღეს ზოგიერთი ნივთის და ადამიანის ნაკლებობას იგრძნობთ. 

    თევზები
    იყავით დაკვირვებული მუშაობისას, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ეცადეთ ავტორიტეტი შეინარჩუნოთ გარშემო მყოფებში. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.

  • 4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    საქმეებით დატვირთული დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოპონენტებთან. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. ეცადეთ უსიამოვნებებს იუმორით შეხედოთ. 

    კურო
    იყავით დიპლომატიური. განსაკუთრებით ჭირვეულ ოპონენტებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან და გამონახეთ დრო მეგობრებისთვისაც. 

    ტყუპი
    მოერიდეთ სარკასტულ, უადგილო ხუმრობას. რუტინული საქმეებისგან მოგაცდენთ სატელეფონო ზარები, მიმოწერა. მოსალოდნელია გადაადგილებები. 

    კირჩხიბი
    ნუ მოცდებით ფლირტსა და ჭორებზე. მოსალოდნელია ფულის დაკარგვა ან გამოუსადეგარი ნივთის შეძენა. თუმცა, ბავშვებს განწყობას გაუხალისებთ მოდური სეზონური აქსესუარით, ტკბილეულით. 

    ლომი
    საოჯახო ფული გონივრულად ხარჯეთ. მოლაპარაკებისას ნუ გაჯიუტდებით. ნუ იკამათებთ ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ იმიჯის შეცვლას, რემონტის დაწყებას. 

    ქალწული
    დღეს ობიექტურად უნდა შეაფასოთ მოვლენები, გარშემო მყოფების საქციელი. გზაში ან ოფისში შეიძლება გადაეყაროთ მომაბეზრებელ ადამიანებს. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან.

    სასწორი
    საქმიანი შეხვედრებიც მეგობრულ გარემოში დაგეგმეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ფინანსური და სასიყვარულო სფერო. 

    მორიელი
    იყავით კომუნიკაბელური, მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და დადებითი თვისებები. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. იუმორით შეხედეთ უსიამოვნებებს. 

    მშვილდოსანი
    დღეს თქვენი ნიჭი და იუმორის გრძნობა მეტად უნდა გამოავლინოთ. კარგი დღე ელით მხატვარ და ლიტერატორ ნიშნებს. მოერიდეთ გაუგებრობებს ურთიერთობებში. 

    თხის რქა 
    მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებისადმი. 

    მერწყული
    მზად იყავით, პარტნიორისგან მოსალოდნელია მოულოდნელი კითხვები ან შემოწმებები. შეიძლება გარშემო მყოფების ჩივილების მოსმენამ მოგიწიოთ. იყავით ტოლერანტული ახლობლების მიმართ. 

    თევზები
    ურთიერთობების, მიმოწერის დღეა. ეცადეთ ზედმეტად არავინ შემოუშვათ თქვენს პირად სივრცეში. თუ აუცილებლობა არ მოთხოვს, ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს. იყავით დაკვირვებული არ დაუშვათ შეცდომები.

  • 9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული ხართ, საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ, მაგრამ დიპლომატიურიც უნდა იყოთ. მოერიდეთ ქირურგიულ ჩარევებს, ოპერაციებს.

     

    კურო

    მოერიდეთ ექსპერიმენტებს ბიზნესში. მშვიდობიანად მოაგვარეთ უსიამოვნებები. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას.

     

    ტყუპი

    მოერიდეთ უსიამოვნებას ბიზნესპარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ სანტექნიკური და სამედიცინო საქმიანოები.

     

    კირჩხიბი

    გაფრთხილდით ინსტრუმენტებთან, მედიკამენტებთან, ცხოველებთან. მუშაობისას იყავით დაკვირვებული, გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას - დიპლომატიური.

     

    ლომი

    ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, "ცხელ გულზე". ფინანსური ექსპერიმენტები სხვა დღისთვის გადადეთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

     

    ქალწული

    ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებები მიღებისას. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

     

    სასწორი

    დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. არ იზარმაცოთ, დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან, მედიკამენტებთან.

     

    მორიელი

    გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი იდეების განხორციელება.

     

    მშვილდოსანი

    ყურადღებით განიხილეთ ყველა დოკუმენტი, ყველა მომდევნო ქმედება. მოერიდეთ შეცდომების დაშვებას საქმეში, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. ღიმილით და დიპლომატიურად იმოქმედეთ.

     

    თხის რქა

    დღის განმავლობაში სხვადასხვა დაბრკოლებას შეეჯახებით. შეიძლება გააქტიურდნენ ფარული მტრები. იყავით დაკვირვებული, ლოიალური.

     

    მერწყული

    მოერიდეთ ოპერაციებს, ქირურგიულ ჩარევას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან პარტნიორებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მოსიყვარულე.

     

    თევზები

    პარტნიორების გაღიზიანებულობას მშვიდად და გაგებით შეხვდით. ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. სიფრთხილე გმართებთ ალკოჰოლთან, პრეპარატებთან.

  • 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ყურადღებით იმოქმედეთ. ზუსტად გაწერილმა გეგმამაც კი შეიძლება არ მოგცეთ სასურველი შედეგი. შეიძლება შეეჯახოთ ტყუილს, სიზარმაცეს.

     

    კურო

    არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, დეტალებში გასარკვევად. ნუ გაანებივრებთ ბავშვებს ფულით.

     

    ტყუპი

    მოერიდეთ აუდიტორიასთან კონფლიქტს, საცხოვრებლის შეცვლას, ხელშეკრულებების გაფორმებას. დაფიქრდით, სწორ გზას ადგახართ თუ არა, როგორი რეპუტაცია გაქვთ გარშემო მყოფებში.

     

    კირჩხიბი

    ეცადეთ, გაარჩიეთ ერთმანეთისგან ჭკვიანი ადამიანი და თვითმარქვია. ნუ გახდებით გარშემო მყოფების რჩევების მსხვერპლი. სხვა დღისთვის გადადეთ გამოცდის ჩაბარება, მნიშვნელოვანი საბუთების შედგენა.

     

    ლომი

    გაგიჭირდებათ ვალების დაბრუნება. ყურადღება გმართებთ საყიდლებისას. არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი საბუთები. მეტად დაიცავით ოჯახური ღირებულებები.

     

    ქალწული

    მოიშორეთ დაძაბულობა და ნევროზულობა; თავდაჯერებულად იმოქმედეთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას. ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი.

     

    სასწორი

    ყველას ნუ ენდობით. ისწავლეთ თეთრის შავისგან გარჩევა. სიფრთხილით აირჩიეთ მარშრუტი, თანამოსაუბრე, მკურნალობის კურსი. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.

     

    მორიელი

    გაერკვიეთ სურვილებსა და დეტალებში. ყურადღება გმართებთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

     

    მშვილდოსანი

    ნუ გაწყვიტავთ პარტნიორებთან კავშირს, სანამ კარგად არ გაერკვევით სიტუაციაში. თუ პრობლემები არ გსურთ, ნუ დაარღვევთ საიმედო კავშირებს. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, მგზავრობისას.

     

    თხის რქა

    ყურადღება გმართებთ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი, სანამ ხელს მოაწერთ. მცირე უზუსტობამ შეიძლება სერიოზული უსიამოვნება მოგიტანოთ.

     

    მერწყული

    აკურატული და დაკვირვებული ხართ. ნუ გასცემთ ინფორმაციას, რომელშიც დარწმუნებული არ ხართ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი თავის მიმართ.

     

    თევზები

    ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს. მოერიდეთ უსიამოვნებას, კამათს გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ.

  • 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, განსაკუთრებით შორეულ მანძილზე. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. მოერიდეთ შეცდომებს, გაუგებრობებს საქმეებში, ურთიერთობებში.

     

    კურო

    დაკვირვებულად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. მოერიდეთ უადგილო და სხვებისთვის გამაღიზიანებელ ხუმრობას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

     

    ტყუპი

    დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორებთან. ნუ დაგეგმავთ სამომავლო საქმეებს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ ან ბავშვებთან ერთად გაისეირნეთ.

     

    კირჩხიბი

    შემოქმედებითად იმოქმედეთ, მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. ფული მოზომილად ხარჯეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

     

    ლომი

    დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

     

    ქალწული

    მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ამით გარშემო მყოფების ყურადღებასაც მიიქცევთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.

     

    სასწორი

    ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. ხშირად გაიღიმეთ. საკუთარი საქმეები შეგიძლიათ სხვებს გადააბაროთ და თავად მეტად დაისვენოთ, შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ.

     

    მორიელი

    მეტად გამოავლინეთ კრეატიულობა. თუ კრიტიკისგან თავის შეკავება გიჭირთ, იუმორით გააბათილეთ. მოერიდეთ გადატვირთვას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

     

    მშვილდოსანი

    გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. კარგი დღე ელით მწერალ, მწვრთნელ და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.

     

    თხის რქა

    თამამი ხართ და დასახული მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. თქვენი საქმიანობა ფურორს მოახდენს გარშემო მყოფებში. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით გულწრფელი.

     

    მერწყული

    იყავით საქმის კურსში და აქტიურად იმოქმედეთ. შეიძლება თქვენი მზრუნველობა დასჭირდეს ბავშვს, საყვარელ ადამიანს. საქმიან პარტნიორთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

     

    თევზები

    გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. კარგია ვარჯიშის (საღამოობით ისეირნეთ) დაწყება. ცუდ განწყობას შემოქმედებითი იდეების განხორციელებით დაამარცხებთ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური