„Flydubai” ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულიდან დაიწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 14:09

ავიაკომპანია "Flydubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.

ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნამ განაპირობა.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც “Flydubai” იფრენს.

წაკითხულია 27 ჯერ

Related items

  • უკრაინული ავიაკომპანია ANDA Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

    უკრაინული ავიაკომპანია ANDA Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც  საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან განაცხადეს, საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია - ANDA Air - ზაფხულიდან დაიწყებს. უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შესრულდებს. 

    ავიაკომპანია ANDA Air MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში ერთხელ - ოთხშაბათობით იფრენს. 

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

  • ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება, - პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს.

    ცერემონია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება. 
    ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18:00 საათზე ასევე გახსნის იმერეთის რეგიონში პირველ ბრენდირებულ სასტუმროს - Best Western Kutaisi, რომელიც „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა" „საპარტნიორო ფონდის" პარტნიორობით აშენდა. 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს; აქვს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის" მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.

  • ქუთაისიდან ფრენები ევროპის 7 ცენტრალურ ქალაქში იქნება შესაძლებელი

    ქუთაისი აეროპორტიდან ევროპის კიდევ 7 ცენტრალურ ქალაქში პირდაპირი რეისით მოხვედრა სექტემბირდან იქნება შესაძლებელი. ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან მილანის, ბერლინის, მიუნჰენის, დორტმუნდის, სალონიკის, ლარნაკასა და სოფიას მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს. ბილეთის მინიმალური ფასი 25-დან 39 ევრომდე იქნება.7 ახალი მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე, მოთხოვნა ავიაკომოანია ვიზეარს უკვე გაკეთებული აქვს. სამოქალაქო ავიაციის საგენტოში განმარტავენ, რომ გამარტივებული პროცედურების გამო, კომპანია შესაბამის ნებართვას უახლოეს პერიოდში მიიღებს.ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც 2011 წელს გაიხსნა ევროპის მიმართულებით უკვე სრულდება 4 დაბალფასიანი პირდაპირი რეისი. სექტემბრიდან კი მათი რაოდენობა 11 გახდება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური