სანდრა რულოვსი - უკრაინაში და საქართველოში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 13:27

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი უკრაინაში სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ეხმაურება. 

”როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!”- წერს სანდრა რულოვსი.
მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს. მის სახლში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.

წაკითხულია 1921 ჯერ

Related items

  • სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი ბაკურიანში

    პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ზამთრის საბაზისო კურსს ბაკურიანში მასპინძლობს. ამჯერად სამთო მომზადება საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში დაიწყო. მასში 12 უკრაინელი და 5 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

    საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს” მოწყობას შეასწავლიან. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ.

    კურსი დაბა ბაკურიანში დღეს დაიწყო და 2 მარტს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საზეიმოდ დაიხურება.

  • "თუ მოვინდომებთ, საქართველოშიც იგივეს გავაკეთებთ, რაც დღეს უკრაინელებმა გააკეთეს"- სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილის თქმით ის დარწმუნებულია, რომ მონდომების შემთხვევაში ოლიგარქიას საქართველოშიც დაამარცხებენ. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა:

    „უკრაინა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ჩემი გული ეკუთვნის საქართველოში ჩემს მომხრეებს. როგორც აქ არის მორყეული ეს ოლიგარქიული სისტემა, თან აქ ერთი ოლიგარქი კი არაა, შვიდია. ივანიშვილი საერთოდ არავინ არაა. თუ მოვინდომებთ, ერთად დავდგებით და იგივეს გავაკეთებთ რაც დღეს უკრაინელებმმა გააკეთეს, მაგათ დიდი დრო არ უწერიათ. სადამდე უნდა დაგვამცირონ, გვაპამპულაონ და ვყავდეთ ჩოქმბჯენში? ის დროა ჩვენ დავაყენოთ ჩოქმბჯენში“- განაცხადა სააკაშვილმა.

    შეგახსენებთ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას გულისხმობს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.

  • სააკაშვილი მოსახლეობას - დავიწყოთ უკრაინის პოროშენკოს ბანდისგან გათავისუფლების პროცესი

    კიევის მოსახლეობას მოვუწოდებ, გარეთ გამოვიდნენ და მაიდანზე შევიკრიბოთ, დავიწყოთ უკრაინის პოროშენკოსა და მისი ბანდისგან გათავისუფლების პროცესი, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მომხრეებს გათავისუფლების შემდეგ. 
    სააკაშვილმა მოსახლეობას „პოროშენკოსა და მისი ბანდისგან გათავისუფლების მშვიდობიანი პროცესი“ დაანონსა..

    „არაფრის არ შეგეშინდეთ - მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი. ჩვენ არ უნდა გავიქცეთ - ისინი უნდა გაიქცნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

  • იური ლუცენკო - მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო

    მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. 

    მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.

    როგორც ლუცენკომ განაცხადა, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო. 


    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დღეს დააკავეს. 

  • იან კელი - საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია

    საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

    ელჩმა კომენტარი გააკეთა შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის შეხვედრების დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

    „ამის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვას, არის თუნდაც ის ფაქტი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველი სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი შეხვდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრს. ეს იყო ძალიან დიდი გამოხატულება ჩვენი მხარდაჭერისა. გარდა ამისა, თქვენ მომავალშიც იხილავთ ჩვენს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ამ მიმართულებით. მე ვგულისხმობ, იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის კუთხითაა მიმართული. მისი უნარის განმტკიცებით, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა. ვფიქრობ, ამერიკის დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ასევე, ზოგადად, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და ასევე უკრაინის საკითხი ფართოდ განიხილება“, – განაცხადა იან კელიმ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური