ბი პი-ს მხარდაჭერით გაიმართა აზერბაიჯანელი ჯაზის ვირტუოზის ვაგიფ მუსტაფაზადეს შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017 17:28

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კულტურული ურთიერთობის მხარდასაჭერად დღეს კომპანია BP-ის ინიციატივით საქართველოში გაიმართა ჯაზის ვირტუოზის, ვაგიფ მუსტაფაზადეს, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრემიერა. აღნიშნულ ღონისძიებას წინ უსწრებდა ფილმის პრეზენტაცია აზერბაიჯანში. ფილმის „ვაგიფი როგორსაც ვიცნობდი“ გადაღებაში გაწეული დახმარება არის მცირედი ნაწილი იმ ვრცელი პროგრამისა რასაც BP რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერად ახორციელებს.

ფილმი პატივს მიაგებს აზერბაიჯანისა და მსოფლიო ჯაზის მაესტროს ვაგიფ მუსტაფაზადეს, რომელიც გახლავთ ახალი მუსიკალური ჟანრის, ჯაზ-მუღამის, ფუძემდებელი. ფილმში ასახულია მისი ცხოვრების ეპიზოდები და ასევე ცნობილ მუსიკოსთა მოგონებები მსოფლიოში სახელგანთქმული აზერბაიჯანელი ჯაზის შემსრულებლის შესახებ.

ვაგიფ მუსტაფზადემ ცხოვრების გარკვეული ნაწილი საქართველოში გაატარა. ფილმის პრემიერას ესწრებოდნენ მისი ქართველი მეგობრებიც. პრემიერის შემდეგ დიმიტრი გონგლიაშვილმა, ვაგიფ მუსტაფაზადეს ქართველმა მეგობარმა, ემოციურად აღნიშნა: „ რა უნდა ვთქვა ვაგიფის შესახებ. ის იყო გენიოსი.“

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ფილმის პრემიერის შემდეგ განაცხადა: "თბილისი ყოველთვის იყო განსხვავებული და მრავალფეროვანი კულტურის გადაკვეთის ცენტრი. ვაგიფ მუსტაფაზადეც იმ ადამიანთაგანია, რომელთა ნიჭიც და შემოქმედებაც თანაბრად ეკუთვნის ორი ქვეყნის კულტურას. მუსიკათმცოდნეები და განსაკუთრებით ჯაზის მოყვარულები მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც გენიალურ პიანისტსა და კომპოზიტორს, რომელმაც აზერბაიჯანულ ჯაზ-მუღამს ჩაუყარა საფუძველი. ფაქტობრივად, ვაგიფ მუსტაფაზადემ აღმოსავლური ჯაზის ერთ-ერთი თვითმყოფადი და საინტერესო სკოლა ჩამოაყალიბა."

გარი ჯონსმა, BP-ის რეგიონალურმა პრეზიდენმტა აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში, განაცხადა: „ვამაყობთ, რომ ამ პროექტით ჩვენი სახელი დაუკავშირდა აზერბაიჯანის ყველაზე ცნობილი ჯაზის შემსრულებლის ვაგიფ მუსტაფაზადეს სახელს. ის ერთ-ერთია ჯაზის ყველაზე ცნობილ პიანისტებსა და კომპოზიტორებს შორის მსოფლიოში. პატივს ვცემ მის ტალანტს და ვიცი, რომ ის ქმნიდა აღმოსავლური და დასავლური მუსიკის ფანტასტიკურ კომბინაციას. ეს გახლავთ აზერბაიჯანული ეროვნული მუღამისა და დასავლური ჯაზის ბრწყინვალე ნაზავი.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში როცა საერთაშორისო ენერგიის კორიდორები აკავშირებს აზერბაიჯანსა და საქართველოს.
BP-ს აქვს პატივი ამ კავშირში თავისი წვლილი შეიტანოს. დიდებული მუსიკოსი, ვაგიფ მუსტაფაზადე, თავისი მოღვაწეობით სხვა სახის კავშირს ქმნიდა - კავშირს, რომელიც აერთიანებს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის გულებს.

BP აგრძელებს კულტურული პროექტების მხარდაჭერას საქართველოსა და აზერბაიჯანში. გვჯერა, რომ კულტურული ინიციატივები: ფილმები, წიგნები, კვლევები, არქეოლოგიური გათხრები, რასაც ვაფინანსებთ, სოციალური ინვესტირების პროგრამებთან ერთად, ორივე ქვეყანაში ხელს უწყობს კულტურულ მდგრად განვითარებას.“

სიმბოლურია რომ პრემიერა გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებულ BP-ის აუდიტორიაში. BP-მ მუზეუმთან პარტნიორობის ფარგლებში დააფინანსა აუდიტორიის რეაბილიტაცია. მას შემდეგ აქ ბევრი ლექცია, პრემიერა, თუ შეხვედრა ჩატარებულა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერად. საქართველოს ეროვნული მუზეუმში ასევე გამოფენილია ასობით არტეფაქტი, რაც BP-ის მილსადენების მშენებლობის დროს იქნა აღმოჩენილი. ჩვენი ერთობლივი პროექტები და პუბლიკაციები ხელს უწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

კომპანია ბუტაფილმის მიერ გააღებულ დოკუმენტურ ფილმში ქართველი, რუსი, ესტონელი, პოლონელი და ამერიკელი ჯაზის პროფესიონალები იგონებენ ვაგიფ მუსტაფაზადეს და აღტაცებას გამოთქვამენ მისი პიროვნებისა და არტისტული მემკვიდრეობის მიმართ.

წაკითხულია 584 ჯერ

Related items

  • ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას.
    მათი მონაცემებით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
    ეკატერინე ტიკარაძემ აზერბაიჯანის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დიპლომატმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
    შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ესწრებოდა.
    შეგახსენებთ, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. შესაბამისად, დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მწარმოებელ კომპანიებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
  • თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ID ბარათებით მიმოსვლა 1 აპრილიდან იწყება

    მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა პირადობის დამადასტურებელი ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე 2021 წლის 1 აპრილიდან ვიზის გარეშე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.  

  • ვლადიმერ კონსტანტინიდი აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

    17 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, რომელმაც დღესასწაული მიულოცა დამსწრე საზოგადოებას. ამის შესახებ საგარეო უწყება აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი თქმით, მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა დღესასწაულის მნიშვნელობაზე და საქართველოში მისი აღნიშვნის ტრადიციაზე. ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს, ორი ერის განსაკუთრებულ მეგობრობას და წარმატება და კეთილდღეობა უსურვა აზერბაიჯანელ ხალხს.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

  • აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

    აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. წინასწარი ვარაუდით, საბადო ენერგიის მომგებიან რეზერვებს შეიცავს.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ზედამხედველობით, ონლაინ რეჟიმში გაფორმდა მემორანდუმი ორმხრივი განზრახვის შესახებ, რომლითაც წყალქვეშა საბადოს ერთობლივად შეისწავლიან და განავითარებენ. წყალქვეშა საბადო საბჭოთა მკვლევარებმა 1986 წელს აღმოაჩინეს.

    ექსპერტების შეფასებით, ნახშირწყალბადების საბადო შეიცავს ბუნებრივ გაზს და მინიმუმ 50 მილიონ ტონა ნავთობს.

    ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში წყალქვეშა საბადოს საკუთრებასთან დაკავშირებით ბაქოს და აშხაბადს შორის დავა იყო. საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მილსადენის განვითარებას. ესაა მრავალმილიარდიანი გეგმა, რომელიც ევროპასთან თურქმენეთის გიგანტური გაზის საბადოების დაკავშირებას ითვალისწინებს.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanma-da-turqmenetma-kaspiis-zghvashi-nakhshirwyalbadis-sabados-ertobliv-kvlevastan-dakavshirebit-shetankhmebas-miaghwies/

  • აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

    18 იანვარს აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

    აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ოქტაი შირალიევი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ორშაბათს აიცრა და ეს მან ყველას თვალწინ გააკეთა.

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს,  აზერბაიჯანმა 2 მილიონი ადამიანისთვის 4 მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac Biotech-ი შეიძინა. ერთი ადამიანი მიიღებს ვაქცინის ორ დოზას. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება მოხდება პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური