მ. ჯანელიძის შეფასებით EP-ის ინიციატორი ქვეყნების საგარეო მინისტრების ვიზიტი საქართველოში მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 11:54

„დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება წარმატებული საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის და ევროკავშირისთვის. კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებისადმი მხარდაჭერა და ასევე განისაზღვრება ის პრაქტიკული ნაბიჯები რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან და მარგოტ ვალსტრომთან შეხვედრის შეფასებისას. 

მიხელ ჯანელიძემ ბრიუსელის სამიტის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი მათი მხრიდან მკაფიო მხარდაჭერად შეაფსა.

„ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ მხარდაჭერის, რაც გვაქვს პოლონეთისა და შვედეთის მხრიდან და უკავშირდება როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე მის ევროპულ ინტეგრაციას“ - განაცხადა ჯანელიძემ. მან ხაზი გაუსვა ორმხრივ ფორმატებში პოლონეთთან და შვედეთთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ  ამ ქვეყნების დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს განვითარებას.

„ეს არის ფასდაუდებელი და ამ მხარდაჭერის  შედეგებს ჩვენ ვხედავთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს საქართვლო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზართან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რომლის იმპლემენტაციის შედეგად ევროკავშირი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. დღეს შეგვიძლია უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში, დღეს ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, დღეს საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ეს აღიარებულია როგორც ევროკავშირის გლობალურ უსაფრთხოების  დოკუმენტში, ასევე დასტურდება იმ შეფასებებით რაც გაკეთდა ევროკომისიის ანგარიში,  სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ საქართველო გახლავთ ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს ხვდება კარგ ფორმაში, ეს შეფასებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
 

წაკითხულია 26 ჯერ

Related items

  • პოლონეთის ქალაქებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

    ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017”-ზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს ელჩის მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „ვაზიანი“, „ვინაგორა“, „ბრუალე“, „შატო ნეკრესი“, „კახური ღვინის მარანი“, „შილდა“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ყვარლის მარანი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „მათრობელა ვაინსი“, „ჯიველი“, „ბატონო“, „გოზაური“, KTW, „ბესინი“, „კახური“ და „შუხმან ვაინს ჯორჯია“.

    „EnoExpo 2017”-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში ქართული კომპანია „გიუაანის“ ღვინომ „მწვანე ქვევრი 2014“ ოქროს მედალი დაიმსახურა. სულ კონკურსის ფარგლებში 5 ოქროს მედალი გაიცა და ერთ-ერთი სწორედ ქართულ ღვინოს ერგო. ამავე კომპანიის ღვინოებმა - „მწვანე ქვევრი 2016“ და „ქისი ქვევრი 2016“ ბრინჯაოს მედლები მიიღეს. კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „სატრაპეზო 10 ქვევრი 2014“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართა, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა, ხოლო ქალაქ ზაკოპანეში ასევე სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ ’’Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K.“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გამართა. ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით პოლონურმა რადიომ “ZET” ინტერვიუ ჩაწერა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან.

    ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში გამართული ღონისძიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებაში და ზოგადად მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე. „პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,15 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18% შეადგინა“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერტებულ შტატებში თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრით დაიწყო.  დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პენტაგონში გაიმართა, რის შემდეგაც კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანს აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    ჯეიმს მატისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები მისი განცხადებით: „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი  მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს.“

    აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა  ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.

    ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება - „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. „ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

    შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება  და  ქვეყნის მდგრადობისა  და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ლინდსი გრემთან.

  • აზერბაიჯანელი ექსპერტების ვიზიტი

    გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი აზერბაიჯანელ კოლეგებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანს ნატოს STANAG 6001-ის მიხედვით, ინგლისური ენის ტესტების შედგენაში, მოდერაციასა და დანერგვაში გამოცდილების გაზიარება და პარტნიორ ქვეყნებს შორის შეფასების ერთიანი სტანდარტის მიღწევა წარმოადგენს. ქართული მხარე აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული ტესტების პილოტირებას გეგმავს. პირველ ეტაპზე ტესტები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 30 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. 

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, მაიორ იდაიტ ჰალილოვისა და გულნურ ალმადოვას საქართველოში ვიზიტი 2016 წელს ბაქოში გამართული სამუშაო შეხვედრის გაგრძელებაა, ორ ქვეყანას შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება და ინგლისური ენის შეფასებისა და ფლობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

    საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.

    იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, ნათქვამია საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

  • საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია: საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების სწრაფმა ზრდამ შეუწყო ხელი

    საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში. სსფ-მა დადებითად შეაფასა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა.

    სსფ-ს მისიის დონეზე, საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მილიონი ესდეერის (42.3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით. ამით მიმდინარე პროგრამის ჩამორიცხვები 60 მილიონ ესდეერს (84.6 მილიონ დოლარს) გაუტოლდება.

    ამ წუთებში პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებებს აკეთებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური