14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 10:00

ვერძი
სიმშვიდე შეინარუნეთ. ნუ აჰყვებით ეჭვებს. მოიმატებს სპორტული აზარტი, თავგადასავლებისადმი ლტოლვა. არ დაუშვათ შეცდომები არც ურთიერთობაში, არც მუშაობისას. 

კურო
გარშემო საიმედო ადამიანები შემოიკრიბეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმე, რომელშიც ბოლომდე გარკვეული არ ხართ. მოერიდეთ მგზავრობას შორ მანძილზე. 

ტყუპი
თუ არ ხართ დარწმუნებული პარტნიორში, ნუ გადადგამთ მნიშვნელოვან საქმეს. ეცადეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. 

კირჩხიბი
გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოსალოდნელია ტყუილი, უზუსტობა, ღალატი პარტნიორების მხრიდან. დღეს ნუ დაიწყებთ მკურნალობას. 

ლომი
დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის საქმეებიც არ დაგრჩეთ უყურადღებოდ, გაერთოთ კიდეც და ოჯახის წევრებსაც არ მოანატროთ თავი. 

ქალწული
გააუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, ურთიერთობა მშობლებთან. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, თუ ბოლომდე დარწმუნებული და ყველა დეტალში გარკვეული არ ხართ. 

სასწორი
გაგიტაცებთ ყველაფერი საიდუმლოებებით მოცული. თუმცა, მოერიდეთ უცხო, ბნელი გზით სიარულს. ნუ მიაქცევთ გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას. 

მორიელი
ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ახლობლების გრძნობებზე თამაშს. ნუ გარისკავთ, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ რჩევა-დარიგებების გაცემას. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში. მოერიდეთ ილუზიებში გადავარდნას, გაღიზიანებულობას. 

თხის რქა
დღეს თქვენ საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. იყავით დაკვირვებული, გააზრებულად იმოქმედეთ. სიფრთხილე გმართებთ უცხოებთან და უცხოელებთან. 

მერწყული
გამოცდა მოუწყვეთ ადამიანებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, წყარო. მეგობრობის სახელით ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში. 

თევზები
აკეთეთ ის საქმე, რომელიც კარგად იცით. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. მოერიდეთ დაუკვირვებელი ნაბიჯის გადადგმას.

წაკითხულია 98 ჯერ

Related items

  • 4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს მოგინდებათ სხვებს აჯობოთ, შეებრძოლოთ. სასიყვარულო პარტნიორთან კი შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. 

    კურო
    სამყაროს გალამაზების სურვილი გაგიჩნდებათ. გსურთ, გემრიელი კერძები საინტრესო ადამიანებთან ერთად დააგემოვნოთ და სასიამოვნო მუსიკას მოუსმინოთ. 

    ტყუპი
    სიყვარული, შემოქმედება, ურთიერთობა - აი, თქვენი დღევანდელი მთავარი სურვილი. საყვარელ ადამიანთან ერთად მეგობრებს ესტუმრეთ, კონცერტს დაესწარით. შვილებს თანასწორებივით ესაუბრეთ. 

    კირჩხიბი
    ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. ერთად წადით კინოში, თეატრში. 

    ლომი
    კარგი დღეა სეირნობისა და შეხვედრებისთვის. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრაც კი ელის. ეცადეთ, იყოთ დიპლომატიური და გამონახოთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან. 

    ქალწული
    დროა, გააქტიურდეთ და გააკეთოთ ყველაფერი, რათა სასურველს მიაღწიოთ. სწორად გამოიყენეთ ინფორმაცია და კავშირები. კარგი დღეა ინსტრუმენტების შესაძენად. თუმცა, არა ელექტროხელსაწყოების. 

    სასწორი
    შეიძლება თქვენი არასწორი სიტყვის ან ქცევის გამო უსიამოვნებებს გადაეყაროთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმეების შესასრულებლად, ჰობისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. 

    მორიელი
    თქვენ მხოლოდ საკუთარ ხმას უსმენთ და სხვის აზრს აიგნორებთ. იყავით მეტად კეთილი და ყურადღებიანი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ და - დიპლომატიურობა კოლეგებთან. 

    მშვილდოსანი
    გაუფრთხილდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. ისეთი არაფერი თქვათ ან მოიმოქმედოთ, რაც მათ გულს ატკენთ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. 

    თხის რქა 
    საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის გამო მთელ სამყაროზე ნუ განაწყენდებით. გამონახეთ საკუთარ თავში ძალა და განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 

    მერწყული
    დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერული თვისებები. წარმატებული დღე ელით სპორტულ და შემოქმედებით ნიშნებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჭირვეულობა არ გამოავლინოთ. 

    თევზები
    ნუ დააბანდებთ ფულს ექსპერიმენტებში, თუ ხვდებით, რომ ფულსა და წარმატებას არ მოგიტანთ. იოცნებეთ, მაგრამ ფანატიზმში ნუ გადავარდებით. მოერიდეთ ელექტროხელსაწყოებისა და მექანიზმების შეძენას.

  • 29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ემოციები მოთოკეთ, დიპლომატიურად იმოქმედეთ. კარგი დღეა ბინისა და ოფისის საახალწლოდ მოსაწყობად. მთავარია, სულიერი კომფორტი შეიქმნათ.

    კურო

    მგრძნობიარე ხართ და მზად ურთიერთობისთვის. მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გარემოცვაში. კარგი დღეა პროდუქტებისა და საჭირო ნივთების შესაძენად.

    ტყუპი

    ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი და მოერიდით ძილის წინ ჭამას.

    კირჩხიბი

    მალევე დაასრულეთ სამსახურის საქმეები, რათა მეტი დრო დაუთმოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას და სახლის მორთვას.

    ლომი

    მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, კარგია ვიზიტი სპა-სალონში, აუზზე. დაფიქრდით და გაანალიზეთ წარსული. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

    ქალწული

    თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ მეგობრებს. თავად კი გული მხოლოდ ახლობელ ადამიანს გადაუშალეთ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას.

    სასწორი

    დილა სამსახურის საქმეებს და ვალდებულებებს დაუთმეთ. არ განაწყენდეთ შეიძლება ვერ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, შეპირებისამებრ არ დაგირეკოთ ახლობელმა.

    მორიელი

    დღეს საკუთარი საქმეების პარალელურად ახლობლების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. იყავით მეტად ღიმილიანი. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

    მშვილდოსანი

    მოიშორეთ უსარგებლო ნივთები და ადამიანები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გამოუტყდით საკუთარ თავს, საკუთარ შეცდომებსა და სისუსტეებში.

    თხის რქა

    ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. იყავით დიპლომატიური და ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღეთ.

    მერწყული

    უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოიმარაგეთ მედიკამენტები. ახლობლებს აუსრულეთ დანაპირები.

    თევზები

    პოზიტიური დღე გელით. დატკბით დღევანდელი დღით და ბევრს ნუ დარდობთ ხვალინდელზე. გათბება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.

  • 23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    საკუთარი წესებით იმოქმედეთ, იყავით მზად სიახლეებისთვის. მოაგვარეთ კრედიტებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. მოიმატებს სექსუალურობა და ექსპერიმენტებისადმი ინტერესი.

    კურო

    ნუ ენდობით საქმიან პარტნიორებს. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები. სასიყვარულო სფეროში მოიმატებს ურთიერთმიზიდულობა. ზოგიერთს შეიძლება ახალი პარტნიორი გამოუჩნდეს.

    ტყუპი

    სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, არსად დააგვიანოთ. მოერიდეთ დაპირისპირებას საქმიან პარტნიორებთან. ნუ ენდობით საეჭვო კომპანიებს; ყურადღება გმართებთ დოკუმენტების შევსებისას.

    კირჩხიბი

    დღეს შეგიძლიათ აირჩიოთ ის სფეროები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ. საშუალება მოგეცემათ გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები სპორტსა და ხელოვნებაში. მეტ დრო დაუთმეთ შვილების აღზრდას.

    ლომი

    მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს მოგვარებას. მოერიდეთ დაპირისპირებას მშობლებთან; ნათესავებთან - სამემკვიდრეო საკითხებზე. კარგი დღეა ახალ ბინაში გადასასვლელად, რემონტის დასაწყებად.

    ქალწული

    მგზავრობისა და საქმიანი შეხვედრების დღეა. ყურადღება გმართებთ ინფორმაციებისადმი. ნუ ჩაერევით ახლობლების ცხოვრებაში. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

    სასწორი

    ხელფასის მომატება, საჩუქარი გელით. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. მოერიდეთ ფულის გადარიცხვას, სალომბარდე მომსახურებას, საეჭვო ადამიანებთან თანამშრომლობას.

    მორიელი

    უფროსი დაინტერესდება თქვენი საქმიანობით, შეიძლება ახალი პროექტი ჩაგაბაროთ. მარტოხელებს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. შეყვარებულები ურთიერთობის დაკანონებას გადაწყვეტენ.

    მშვილდოსანი

    საიდუმლო საუბრებისა და მგზავრობის დღეა. მეტი ყურადღება გმართებთ ინფორმაციებისადმი. ნებისმიერი საქმიდან სარგებელს ნახავთ. გაფრთხილდით, შეიძლება გამჟღავნდეს თქვენი ფარული სასიყვარულო კავშირი.

    თხის რქა

    მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, საოჯახო პრობლემები. კარგი პერიოდია ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ქალთა კონტინგენტთან. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას.

    მერწყული

    უფროსთან მნიშვნელოვანი საუბარი გელით. ახალი საქმეები თქვენგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს. პრობლემების მოგვარებაში ოჯახის წევრები, გავლენიანი ნათესავები დაგეხმარებიან.

    თევზები

    წარმატება გელით სასიყვარულო ურთიერთობაში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა ბიზნესის დასაწყებად საზღვარგარეთ, ხანგრძლივი მგზავრობისთვის.

  • 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დაასრულეთ დაწყებული საქმეები, ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა. ზოგიერთი გადაწყვეტს სამსახურის, საცხოვრებლის შეცვლას. 

    კურო
    დღეს შეიძლება დასრულდეს საქმეები, პროცესები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მოერიდეთ გადაღლას, კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. 

    ტყუპი
    კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. აკონტროლეთ სიტუაცია, საქმეები. საღამო ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

    კირჩხიბი
    დღეს გააზრებულად და ენერგიულად უნდა იმოქმედოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური და საყოფაცხოვრებო საკითხებოსადმი. 

    ლომი
    დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები და მიიქციოთ გავლენიანი ადამიანების ყურადღება. აკონტროლეთ იურიდიული, ტექნიკური და სამშენებლო საკითები. 

    ქალწული
    სიფრთხილე მოგეთხოვებათ ყველაფერში, მუშაობაშიც, მგზავრობაშიც, ტექნიკასთან შეხებისას. ექსპერიმენტების დღე არაა. ზოგიერთს განმარტოება მოუნდება. 

    სასწორი
    საკუთარ საქმეებსაც მოაგვარებთ და კოლეგებსაც დაეხმარებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. საღამო ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

    მორიელი
    პრობლემებთან, საქმეებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, დაიხმარეთ ერთგული მოკავშირეები. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, სანამ ძველებს არ დაასრულებთ. 

    მშვილდოსანი
    ნუ იაქტიურებთ, ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ, მეტად დაისვენეთ. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას ავტორიტეტულ პირებთან, უცხოელ პარტნიორებთან. 

    თხის რქა
     
    მშვიდი საქმეები აკეთეთ. ნუ გადაიღლებით, ნურც ფიზიკურად და ნურც ემოციურად. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

    მერწყული
    გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ ნათესავებთან, საქმიან პარტნიორებთან. თუ ვინმესთან ურთიერთობის აღდგენა გსურთ, დღეს იაქტიურეთ. დაეხმარეთ ხალხს საქმით და არა სიტყვით. 

    თევზები
    მაქსიმალურ ენერგიას მოითხოვს რუტინული საქმეები. მეტი ყურადღება მიაქციეთ შეზღუდვებს, აკრძალვებს. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.

  • ჟურნალისტთა გუნდი ყველა საინფორმაციო სააგენტოს საბაზისო ფუნქციას ხარისხიანად ასრულებს - საკანდელიძე

    ანზორ საკანდელიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: „დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ „სპუტნიკ საქართველო“ ჩვენი ქვეყნის ინტერნეტ-მედიის რეიტინგში საუკეთესოთა შორისაა. ასეთ დასკვნას ვაკეთებ არა მხოლოდ მისი მკითხველის რაოდენობის გამო, თუმცა ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს, არამედ იმიტომაც, რომ იქ განთავსებული ინფორმაცია მაშინვე სხვა სააგენტოებში ჩნდება.

    როგორც ჩანს, ისინი აქტუალური და დროულია, რადგან, მოგეხსენებათ, გუშინდელი ამინდის პროგნოზი დღეს არავის აინტერესებს.

    მნიშვნელოვანია, რომ "სპუტნიკის" ბრენდით ახალი ამბები საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ორ - ქართულ და რუსულ ენაზე გამოდის. რა თქმა უნდა, პორტალს სოლიდურობას მისი მულტიმედიურობაც ანიჭებს, მაგრამ მთავარი, ჩემი აზრით, ისაა, რომ გუნდი ყველა საინფორმაციო სააგენტოს საბაზისო ფუნქციას ხარისხიანად ასრულებს: გაიგო პირველმა, დაინახო პირველმა, პირველმა აუწყო ამის შესახებ საკუთარ მკითხველს, ამავე დროს, საკუთარი აზრი სწორად და სრულყოფილად ჩამოაყალიბო, აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური