ფოთის პორტის მაგალითზე, საქართველოს საშიშროება გაუჩნდა, რომ ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 ნოემბერი 2017 11:52

2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფოთის პორტი გაყიდა და არაბულ კომპანია ,,რაკიას“ მიჰყიდა. იმის გამო, რომ ,,რაკიამ“ ვერ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულებები, ფოთის პორტი გაყიდეს და მიჰყიდეს „APM ტერმინალს“, რომელმაც, აიღო ვალდებულებები, რომ ფოთის პორტს გააფართოვებდა და გადააქცევდა ევროპის ერთ-ერთ წამყვან პორტად.გარიგება, რომელიც მოხდა ფოთის პორტთან დაკავშირებით, იწვევს სერიოზულ ეჭვებს და სააკაშვილისა და მისი გუნდის კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ იგი გაიყიდა 130 მილიონ აშშ დოლარად, მაშინ, როცა, ის შეფასებული იყო მინიმუმ 500 მილიონ აშშ დოლარად.

საინტერესოა, რატომ არ ინტერესდება საქართველოს პროკურატურა ამ  თემით?! რატომ არის შემცირებული პორტის თვითღირებულება 370 მილიონი დოლარით?! ფოთის პორტის გაყიდვას რომ საქართველოსთვის რაიმე სიკეთე მოეტანა, ადამიანები დაიჯერებდნენ, რომ ღირდა ეს ოპერაცია...

აღსანიშნავია ისიც, რომ ტვირთბრუნვა, რომელიც, 6 მილიონი იყო,  3 მილიონზე ჩამოვიდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ, შტორმის დროს, პორტი, ფაქტიურად, გამოუსადეგარი ხდება და არ მუშაობს. ტვირთბრუნვა შემცირებულია 50%-ით საზღვაო ნავსადგურებში და ტერმინალებში ჯამურმა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. თუ 2014 წელს იგი იყო 21,3 მილიონი ტონა, დღეს, ტვირთების რაოდენობა 12,1მილიონია. მისი დახურვის კოეფიციენტი თუ 2012 წელს იყო 14 %, წელს უკვე 38,5 %-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ 40 %-ით ფოთის პორტი დახურულია საერთაშორისო სტანდარტით.

დღეისათვის, ფოთის პორტის სიღრმე 8, 4 მეტრია, მაშინ, როდესაც, ისტორიულად მისი სიღრმე 11 მეტრი იყო. სწორედ „APM ტერმინალის“ ოპერირების პირობებში, ფოთის პორტი მსოფლიოში ათი ყველაზე ძვირი პორტის სიაში შევიდა. მაგალითად, თუ ფოთში 440 აშშ $ ღირს გემიდან-ხმელეთზე კონტეინერის გადმოტანა, ოდესის პორტში, იგივე მომსახურება, ერთ კონტეინერზე  186 აშშ $-ია. პორტი სისტემატიურად კარგავს ტვირთს, მისით უკმაყოფილოები არიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა აზოტის ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ფეროშენადნობთა ქარხანა და მადნეულის გადამამუშავებელი ქარხანა. მათი ტარიფები 3-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, საქართველოს გაუჩნდა საშიშროება, რომ ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს.

წლების განმავლობაში არ ხდება ფოთის პორტში ინვესტირება, შესაბამისად, არ არის ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც, მას გაზრდიდა თანამედროვე ევროპულ პორტად და საქართველოს მიანიჭებდა ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას. საკითხავია, ეს ხელოვნურად ხომ არ ხდება ფოთის პორტის ,,APM ტერმინალის“ მხრიდან და და რატომ არის, რომ მუდმივად ამ პრობლემის გამო ზიანდება საქართველოს რკინიგზა?!

საქართველოს მთავრობამ მრავალჯერ მიმართა ,,APM ტერმინალს“, რომ მას შეესრულებინა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, თუმცა, გამომდინარე ამ კაბალური კონტრაქტისა, რომელიც, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დადო ,,APM ტერმინალთან“, საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ობიექტზე, დღემდე, არანაირი გავლენის ბერკეტი არ გააჩნია.

წაკითხულია 130 ჯერ

Related items

  • გიორგი გახარიას ვიზიტი თურქმენეთში

    სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სატრანსპორტო პროექტებისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ თურქმენეთში, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია იმყოფება. მისი განცხადებით, თურქმენულ მხარესთან სამუშაო რეჟიმში განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებები.

    „ჩვენ კიდევ ერთხელ სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე არის რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ქართველი მწარმოებლების შესვლა თურქმენულ ბაზარზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას სახმელეთო ტრასპორტის მიმართულებით, რადგან ორ ქვეყანას შორის მოთხოვნა სატრანზიტო გადაზიდვებზე იზრდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ფოთში მეთევზემ ვენები გადაიჭრა

    ფოთში რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა მეთევზემ ვენები გადაიჭრა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ასევე, მეთევზეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

    პარალელურად კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ის ფოთში მეთევზეების პრობლემების მოსასმენად და მათი გადაჭრის გზების განსახილველად ჩავიდა. მეთევზეების თქმით, დღევანდელი კანონმდებლობით, პალიასტომის ტბაზე თავისუფალი თევზჭერა და ძრავიანი ნავით გადაადგილება ეზღუდებათ.ისინი კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. 

    მეთევზეებმა დღეს დილით მალთაყვის უბანში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პალიასტომის ტბაზე არსებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

  • ფოთში 45 წლის მამაკაცი მეგობარმა ქალმა მოკლა

    ფოთში, 45 წლის მამაკაცი მისმა მეგობარმა ქალმა ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


    "შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ვ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი მამაკაცი - 1967 წელს დაბადებულ ზ.შ. დანით გულმკერდის არეში დაჭრა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

  • ირაკლი ხახუბია ფოთის ამომრჩეველს შეხვდა

    ,,ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტშიც და დარწმუნებული ვარ რომ იზრუნებს ფოთის მოსახლეობაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - ასე მიმართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ფოთში შეკრებილ ამომრჩეველს.

    ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები მანანა კობახიძე,  ზვიად ძიძიგური და რომან გაბუნია  ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად ფოთში ჩავიდნენ.  სოზარ სუბარმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას, ასევე ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აუხსნა, რომ მთავრობა ზრუნავს პენსიების გაზრდასა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარებაზე და ამისათვის ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მუშაობს სახელმწიფო პროგრამები. სოზარ სუბარის განცხადებით, ოთხ წელიწადში არცერთი დევნილი ოჯახი ცუდ პირობებში აღარ იცხოვრებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად მისულ ფოთელებს მიმართა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც - “ჩვენ აქ ჩამოვედით ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად. რატომ უნდა დაუჭიროთ ირაკლი ხახუბიას მხარი? იმიტომ რომ  მას ეყოლება მინიმუმ 100 მეგობარი და თანამოაზრე პარლამენტში, უმრავლესობა, და მას ექნება იმის შესაძლებლობა რომ რასაც დაგპირდებათ, გააკეთოს ყველაფერი”. დევნილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემაც. „ჩვენ დღეს ენგურის ხიდზე ვიდექით და ვიყურებოდით გაღმა. ძალიან გვინდოდა გადასვლა, მაგრამ ვერ გადავედით და დამერწმუნეთ, მოვა დრო, რომ ეს ბავშვები იქ მშვიდობიანად გადავლენ. თქვენს მშვიდობიან დაბრუნებას გაუმარჯოს“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ საუბრისას. შეგახსენებთ, შეხვედრა ფოთში „ახალი რაიონში“ გაიამართა, ეს დასახლება ევროკავშირის დახმარებით აშენებული 1168 ბინიანი 32 კორპუსია, რომელიც 3 111 იძულებით გადაადგილებული პირისთვის ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა.

  • ფოთის მაჟორიტარი პედაგოგებს საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა. პედაგოგების დაინტერესება მმართველი გუნდის პროგრამამ გამოიწვია. რა იგეგმება ქალაქში საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმირების თვალსაზრისით? სკოლამდელი აღზრდა განათლების ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალები - სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს პედაგოგებთან შეხვედრის დროს ფოლკლორის ცენტრში. ირაკლი ხახუბია პედაგოგებს საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საუბრისას მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის განვითარების სხვა კონკრეტულ საკითხებსაც შეეხო. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა რომ ახალგაზრდებისათვის სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემის გარდა - უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნების საჭიროებაც დღის წესრიგში დგას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური