ხმა მიეცით გელა აფრასიძეს - ქართველი მორაგბის ლელო წლის საუკეთესო ოთხ ლელოს შორის

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 18:13

მსოფლიო რაგბის დაჯილდოვების ყოველწლიურ საღამოზე, რომელიც წელს მონაკოში გაიმართება, წლის საუკეთესო ლელოს ავტორს გამოავლენენ - IRPA Try of The Year (მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაციის წლის საუკეთესო ლელო). წელს გამარჯვებისთვის ოთხი ნომინანტი იბრძოლებს. მათ შორის ერთ-ერთია გელა აფრასიძის ლელო, რომელიც მან საქართველოში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის წინააღმდეგ დადო.

ხმის მისაცემად

ხმის მიცემა მხოლოდ თვითერზე მიმდინარეობს. იმისათვის, რომ გელას ლელოს ხმა მისცეთ 9 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ამ ბმულის მეშვეობით შებრაძანდით მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს TWEET

წაკითხულია 86 ჯერ

Related items

  • საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში

    დღეს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ქვეყანაში ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 5 მილიონ 200 ათასი ამომრჩეეველი ჰყავს რეგისტრირებული. ხმის მიცემის პროცედურა 19:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც არაოფიციალური შედეგები დღესვე გახდება ცნობილი. ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლე მიჰრიბან ალიევასთან ერთად არჩენებში ხმა ბაქოში მეექვსე საარჩევნო უბანზე მისცა.

  • თურქმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

    თურქეთში 26-ე პერიოდის პარლამენტარების გამოსავლენად დღეს არჩევნები ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონებში ხმის მიცემის პროცედურა 07:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათზე დასრულდა, ხოლო დანარჩენ რეგიონებში დილის 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდა. ხმის მიცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით 175 ათას 6 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საზღვარგარეთის 54 ქვეყნის 113 წარმომადგენლობაში ხმის მიცემის პროცედურა 8 ოქტომბერს დაიწყო და 25 ოქტომბერს დასრულდა. საზღვარგარეთის ხმები უკვე თურქეთშია. მიმდინარეობს ხმების დათვლა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური