მოდური ჩანთა, რომელიც თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 12:41

ასტროლოგიაში არსებობს სპეციფიკური მიმართულება - ე.წ. "მოდის ასტროლოგია", რომელიც ასტროლოგიისა და მოდური ტენდენციების კავშირს იკვლევს. ვნახოთ, როგორი ტიპის, ფორმის, ფასონისა და სტილის ჩანთებს ანიჭებენ უპირატესობას ქალები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:

ვერძებს დინამიკური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, დიდი და მასიური ფორმის ჩანთა შეეფერებათ. საიმისოდ, რომ ყველა საჭირო ნივთი და აქსესუარი ატარონ თან.

 

კუროს მოსწონს ე.წ. "ვინტაჟური" ტიპის ჩანთები. მისთვის იდეალურია საკვოიაჟის ფორმის მოდელები. აუცილელბად ბრენდული და ხარისხიანი.

 

ტყუპი ჩანთას ხასიათის მიხედვით იცვლის, ამიტომ დღის მანძილზე შესაძლოა მან რამდენჯერმე შეიცვალოს ჩანთის დიზაინი. ისე კი მისთვის მომცრო ზომის, მხიარული პრინტითა და ნახატებით გაფორმებული ჩანთებია მისაღები.

 

კირჩხიბს სოლიდური, ტევადი და რაც მთავარია, მოდური ხელჩანთა ესაჭიროება ბევრი ჯიბითა და სხვადასხვა განყოფილებით. მისთვის მნიშვნელოვანია ასევე ჩანთის ფერიც, ამიტომ ხშირად ირჩევს ნეიტრალურ ტონალობას.

 

ლომს უკანასკნელი მოდელის, ეფექტური და მდიდრული ჩანთები იზიდავს. იგი ხშირად ანიჭებს უპირატესობას სექუინით ან თვლებით გაწყობილ ქლათჩებსაც.

 

ქალწული პრაქტიკულობის მომხრეა ყველგან და ყველაფერში, ამიტომ ჩანთას ყოველთვის ხარისხიანს, ნატურალური ტყავით დამზადებულს და სადა დიზაინით ირჩევს. მისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ ხელჩანთა გამძლეობით გამოირჩევა, არ მოერიდება შეძენისას მისი ნაკერების სიზუსტით შემოწმება.

 

სასწორი მრავალმხრივობის მომხრეა ხელჩანთებში. თუმცა მთავარი მესიჯი მისთვის ჩანთის ფერი და ვიზაულური ეფექტია. იგი ხშირად ატარებს ბაფთებით და მაქმანებით გაწყობილ პატარა ზომის, "გლამურულ" ხელჩანთებს.

 

მორიელს მოსწონს ნატურალური ტყავისგან დამზადებული ტევადი ჩანთა, თუმცა უარს არც ქვეწარმავლის ტყავით დამზადებულ ნიმუშებზე იტყვის. მისთვის იდეალურია პითონის ტყავით შეკერილი ქლათჩი ან სულაც ჩანთა-ბირკინი, რომელიც მართალია სოლიდური თანხა ჯდება სამაგიეროდ, მორიელის ავლადიდება საიმედოდ იქნება დაცული.

 

მშვილდოსანი კომფორტისა და უბრალოების მომხრეა. ამიტომ ჩანთას ისეთს არჩევს, ხელი რომ არ შეუშალოს გადაადგილებაში. მისთვის იდეალურია ზურგჩანთის ტიპის მოდელები. ან მომცრო ზომის გადასაკიდი ხელჩანთა.

 

თხის რქას კლასიკური სტილის ხელჩანთა მოეწონება. შესაძლებელია იგი ასევე აღფრთოვანდეს ვინტაჟური სტილის ჩანთა-საკვოიაჟით.

 

მერწყული ორიგინალურობით გამოირჩევა და ხშირად ჩანთას საკუთარი დიაზინითაც კი ქმნის. მას ძალიან მოეწონება "გამჭვირვალე" ან მინის ეფექტის მქონე ხელჩანთები, რომელიც ნეონის ბრწყინვალებით გამოირჩევა.

 

თევზებს დახვეწილი სტილის, ლამაზად გაფორმებული ხელჩანთები იზიდავს. ბევრი ქალი თევზი უპირატესობას ანიჭებს პატარა ხელჩანთებს ან სულაც ჩანთა-საფულეებს, რომელიც კომფორტული და მარტივი სატარებელია.

წაკითხულია 196 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული მოდის პოპულარობას მთელ მსოფლიოში

    ევროკავშირი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ამ ქვეყნების კომპანიებს ახალ პერსპექტივებს სთავაზობს. თბილისში მდებარე მოდის სახლი „მატერია“ ერთ-ერთი მათგანია, აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული სტატიაში.
    მოდის სახლი, რომელიც თავის მომხმარებლებს მაღალი კლასის ტანსაცმლის ხაზს და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს სთავაზობს, საკუთარ ტანსაცმელს ასევე საქართველოს სხვადასხვა საჯარო უწყებებზე ყიდის, რომელთა შორის არის არმია, პოლიცია, ფოსტა და მრავალი სხვა.
    ის მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან ფორმების საწარმოებლად როგორც ეროვნული გუნდის იუნიორი მოთამაშეებისთვის, ისე რაგბის არაერთი სხვა კლუბისთვის, რომელთა შორის არის გორის „ჯიქი“, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული.
    კომპანიამ უზრუნველყოფილი დაფინანსება მიიღო საკუთარი აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის და დანერგა ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სათანადო პრაქტიკა ახალი ტანსაცმლის ფაბრიკისთვის, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ეს დაეხმარება მოდის სახლს სრულად ისარგებლოს ექსპორტის პერსპექტივებით. კომპანია იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business)-ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზით ისარგებლა.

  • თბილისი მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლებს

    19 აპრილს თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეექვსედ უჭერს მხარს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას. თბილისის მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც 18 ქართველი დიზაინერი აუდიტორიას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა: Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London), რომლებიც ქართველი დიზაინერების კოლექციებსა თუ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაეცნობიან. კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ლაზეთი, ვოგი და ლევანტო.

    საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოში, შპს „ჯეო-ემ- ტექსში“ დიზაინერ მარიამ გვასალიას ჩვენებაც შედგა, რამაც მნიშვნელოვანდ შეუწყო ხელი ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის ცნობადობის ზრდასა და იტალიელ ბაიერებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ, რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება.

  • რა ფერი იქნება ყველაზე მოდური 2016 წლის შემოდგომაზე (ფოტოკოლაჟი)

    როგორც მსოფლიო დონის დიზაინერების კოლექციებიდან ჩანს შემოდგომაზე ყველაზე მოდური ფერი ისამნისფერი იქნება.

  • “Visa”- და “Bradesco”- რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მომხმარებელს გადახდის ახალ მეთოდს - პორტატულ ელექტრონულ აქსესუარს სთავაზობენ

    Pulseira Bradesco Visa-ს ექსპლუატაციაში გაშვების პირველი ეტაპი დაახლოებით სამი ათასი ადამიანის მონაწილეობას მოიცავს

    პორტატული ელექტრონული სამაჯურის საპილოტე გაშვება ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას მოხდება, რომლის სპონსორებადაც ორივე კომპანია გვევლინება

    სან პაულო, 2016 წლის 16 ივნისი, - დღეს „Visa“-მ და „Bradesco“-მ წარმოადგინეს „Pulseira Bradesco Visa“, ორი კომპანიის ერთობლივი, პირველი ელექტრონული სამაჯური ბრაზილიისთვის, რომლის საპილოტე გაშვებაც რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების წინ მოხდა. ახალი პროდუქტი რომელიც საყოველთაოდ იქნება მიღებული 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, არის ინოვაცია უკონტაქტო გადახდების სფეროში და ახლო კავშირის ტექნოლოგიის (Near Field Communication-NFC) გამოყენებით მუშაობს, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, მოდასა და სპორტს და აუმჯობესებს გადახდების გამოცდილებას მომხარებლისთვის.
    „Pulseira Bradesco Visa“ არის გადახდის ახალი ფორმა რომელის შეთავაზებაც მოხდება რიოში და რჩეულ გულშემატკივრებსა და დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, გადახდები ნებისმიერი სპორტული აქტივობის დროს შეასრულონ. პორტატიული სამაჯური მხოლოდ ბრაზილიაში იქნება ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება მილიონზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე იქნება შესაძლებელი. რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიური პარკში განლაგებული ოთხი ათასივე გადახდის ტერმინალი იქნება აღჭურვილი აღნიშნული ტექნოლოგიით.

    „ბრაზილია ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა რომელიც მიესალმება ინოვაციებს. მომხმარებელი სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება, ყოველთვის ეძებს ინოვაციებს, კომფორტსა და ისეთ საშუალებებს, რომელიც მოერგება და გაამარტივებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. „Bradesco Visa“-ს სამაჯური შეესაბამება ამ მოთხოვნებს, გარდაქმნის მომხმარებლის გამოცდილებას და გაამარტივებს გადახდებს“ -განმარტავს პერსივალ ჯატობა, ვიზა ბრაზილიის პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი. „როგორც ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გადახდების ტექნოლოგიებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ სფეროში მონაწილე მხარეებთან და დეველოპერებთან რათა შევთავაზოთ მათ მომავალი, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მოწყობილობას შეეძლება ფინანსური ოპერაციების მოხერხებულად, სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება,“ - ამბობს იგი.
    მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თვალყური ადევნოს სამაჯურის ოპერაციების ისტორიას, მის ანგარიშზე არსებულ ბალანსს, დაბლოკოს მოწყობილობა ქურდობის ან დაკარგვის შემთხვევაში და შეავსოს ბალანსი თანმხლებ წინასწარ გადახდის ბარათზე. სამაჯური ეყრდნობა ვიზას პროცესინგის პლატფორმას რაც უზრუნველყობს უსაფრთხოებასა და საიმედოობას, პორტატიული აქსესუარით შესრულებული გადახდები დაცულია იგივე სტანდარტებით რაც გამოიყენება ბარათებთან მიმართებაში.
    „ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენ გამოწვევის წინაშე ვართ, დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინები. აქსესუარებში ელექტრონული გადახდების ინტეგრირება შეესაბამება „Bradesco Cartões-ის სტრატეგიას, რომლის მიზანიცაა, შესთავაზოს მის მომხმარებელს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური სერვისი“ -ამბობს ცეზარიო ნაკამურა, „Bradesco Cartões“-ის დირექტორი.

    ინოვაციების დანერგვა უსაფრთხოების დაცვით
    სამაჯური მარტივად გამოსაყენებელია, საკმარისია ის მოირგოთ და მიიტანოთ უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან ყიდვის ოპერაციის განსახორციელებლად. პროცესის გასამარტივებლად, 50 ბრაზილიური რეალზე (15 აშშ დოლარი) ნაკლები გადახდისას არ მოითხოვება PIN-ის გამოყენება.
    სამაჯური თანამედროვე დიზაინისაა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლოგოთი და ის მდგრადია სითხისა და წყლის მიმართ. „მათ, ვისაც უყვარს ვარჯიში, ღამის ცხოვრება და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მოიხიბლებიან ამ ახალ მეთოდით", ამბობს მართა კრავჩიკი, Visa-ბრაზილიას მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.
    „Bradesco“ ყოველთვის სარგებლობდა ტექნოლოგიებით, რათა გარდაექმნა მისი ურთიერთობები მომხმარებელთან. „სიხარულით ველოდებით ვნახოთ თუ როგორი რეაგირება ექნება მომხმარებლებს ამ ტიპის მობილურ მოწყობილობაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დადებითი გამოცდილება ქონდეს, რათა შემდგომში შევთავაზოთ „Bradesco Visa“-ს სამაჯური მომხმარებელთა უფრო ფართო სპექტრს“, - ამბობს ნაკამურა.

    კომპანია Visa Inc-ის შესახებ:
    Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.

  • "თბილისში ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა"-ამერიკელი მწერალი ქართველ მამაკაცებზე

    ნიუ-იორკში მოღვაწე ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, მწერალი და სტილისტი ნატალი ჯუსი,  თბილისში Mercedes Benz Fashion Week-ზე იმყოფებოდა . ნატალიმ საკუთარი შთაბეჭდილებები თავის ბლოგზე გამოაქვეყნა:


    "ოთხი მილიონი ქართველი. 500 000 მარტოხელა ქალი. როგორი გიჟური სტატისტიკაა, არა? ეს საკმაოდ აკურატული და ტრაგიკული ფენომენია. რადგან თუ თქვენ ახალგაზრდა ქართველი ქალი ხართ, ე.ი გულწრფელად შეძრწუნებული ხართ თქვენი თანამემამულე მამაკაცებით. ან როგორც ერთ-ერთმა ქართველმა გოგონამ თქვა (რომლის შეყვარებულიც იტალიელია), "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი მამაკაცები", (თუ პირიქით?) და მგონი ვხვდები კიდეც რატომაც. მე თვითონ თბილისში ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა ქუჩაში სეირნობისას. 

    შენ მოელი დაინახო მაღალი,მუქთმიანი, სიმპათიური მამაკაცები, მაგრამ არაფერი მსგავსი. ისინი არ უვლიან საკუთარ თავს, არ ზრუნავენ გარეგნობაზე ან რატომ უნდა გააკეთონ ეს? გოგონები მაინც არ უყურებენ მათ, ისინი რჩეულის საპოვნელად საზღვებსმიღმა იხედებიან. როდესაც Mercedes Benz Fashion Week-ზე მათ დაინახეს ფოტოგრაფი Julien Boudet, ისინი თითქოს ველურებად იქცნენ, სთხოვდნენ მას შეხვედრას და ამაში არც ვადანაშაულებ .. ბრავო, ჯულიენ," - წერს ავტორი.

    მოდის სამყაროში ერთ-ერთმა გავლენიანმა ქალმა ,თბილისის ღირსესანიშნაობებზეც ისაუბრა :

    "თბილისში სილამაზეს მოკლებულნი ნამდვილად არ ვართ. ეს აბსოლუტურად შესანიშნავი ქალაქია, ხანდახან თანამედროვე და არქიტექტურულად ექსპერიმენტული,ზოგჯერ ნაცრისფერი, მიტოვებული და საბჭოთა, ის უცნაური და სცენიურია. ქალაქის ძველი ნაწილი კი ტიმ ბარტონის სასცენო დეკორაციას ჰგავს. გეგონება სახლებში მოჩვენებები ცხოვრობენ. სოფლები კი უნგრეთსა და ავსტრიას მახსენებს თავისი უძველესი ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მწვანე მთებშია ჩასმული. პატარა სოფლები ბუდეებივითაა მდინარის ნაპირებზე.

    ქართველები ზამთარში ზამთრის კურორტებზე სრიალებენ, ზაფხულობით კი შავი ზღვის პლაჟებზე ირუჯებიან. საქართველო ჰგავს ძვირფასეულობის ზარდახშას. როგორც ჩანს, კოკო შანელმა საკუთარი სამკაულების ხაზის შთაგონებად საქართველო აიღო."

    ნატალი ჯუსი ქართველებს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური