დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 12:39

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

თბილისის მერმა ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელიც სამი წლისა და სამი თვის განმავლობაში განხორციელდა.

„დღეს თბილისის მთავრობის სხდომას მე ბოლოჯერ ვუძღვები და მანამ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ მინდა, ძალიან მოკლედ, სტატისტიკური ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემი მერობის პერიოდში, 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხოლო შემაჯამებელ და ვრცელ ანგარიშს განხორციელებული პროექტების შესახებ 10 ნოემბერს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 7 მლნ მ2-ზე მეტ ფართს, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, სულ კაპიტალურად რეაბილიტირდა 755 ქუჩა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში აშენდა ორი სრულიად ახალი, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი და სამება-მახათას დამაკავშირებელი გზები.

საანგარიშო პერიოდში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია განხორციელდა 91 ობიექტზე. თბილისის მერის თქმით, მათ შორის აღსანიშნავია პუშკინის ესტაკადის მშენებლობა, დიღმულასა და ბარათაშვილის ხიდების რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, ავჭალის ხიდის მშენებლობა. ასევე მასშტაბური საკანალიზაციო ქსელების მოწყობა კაიროს დასახლებასა და შინდისი-ტაბახმელას გზაზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, ათწლეულების შემდეგ პირველად, გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ხიდების სრული საინჟინრო გამოკვლევა და მასშტაბური აღდგენა-გამაგრების სამუშაოები აქამდე არასდროს განხორციელებულა.

თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩატარდა 472 ობიექტზე.

13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.

„2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი; მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ანუ, ჯამში, ჩვენ ქალაქს შევმატეთ 25 ახალი ბაღი, გარდა ამისა კი წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მიზეზით დახურული 3 ბაღი გავხსენით, გავარემონტეთ 100 არსებული ბაღიც, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო კიდევ უფრო მეტი აღსაზრდელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ

 

 

თბილისის მერის განცხადებით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ახალი ავტობუსი შეიძინა. დავით ნარმანიას განცხადებით, მონტაჟდება ავტობუსის ახალი მოსაცდელები.

„მოვაწყვეთ ავტობუსის ზოლები, კომფორტული გადაადგილებისათვის. რაც შეეხება მეტროს, თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია, საანგარიშო პერიოდში სულ მოდერნიზდა 12 ვაგონი და გარემონტდა 32. გაფორმებულია ხელშეკრულება დამატებით 12 ვაგონის შეკეთებაზე. გარდა ამისა, კაპიტალურად გარემონტდა 2 მეტროსადგური და დაწყებულია რეაბილიტაცია 3 სადგურში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა და ამოქმედდა ახალი მეტროსადგური - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა; ასევე, შერჩეულია 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისათვის, რაც თბილისის მერის თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დავით ნარმანიას თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 ახალი პროგრამა განახორციელა.

„ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გეტყვით, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი კი გაორმაგდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი და სოციალური საცხოვრისი რომლებიც თბილისს არასდროს ჰქონია.

გარდა ამისა, მერიის მიერ უძრავი ქონებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების აშენების პირობით ჯამში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 365 ოჯახი დაკმაყოფილდა.

„ბოლოს მოკლედ გეტყვით განათლების მიმართულებით, რომ აღნიშნულ პერიოდში თბილისის მერიის მიერ სწავლა დაუფინანსდა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ასევე, სტიპენდიით წავახალისეთ მაღალი აკადემიური მოსწრების 369 მაგისტრანტი. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი გადამზადდა 700 ადამიანი. გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქს შევმატეთ კიდევ ერთი ახალი მედიათეკა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წაკითხულია 81 ჯერ

Related items

  • დავით ნარმანია - როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით - სასაფლაოების დეფიციტი არ გვექნება

    როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, ეს არის ჩემი პასუხი. რა უნდა გითხრათ სასაფლაოებთან დაკავშირებით?!, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასაფლაოების საკითხს, ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2040 წლისთვის, თბილისში სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება. 

    როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, თბილისის გენერალური განვითარების გეგმა ტერიტორიების ზონირებებთან ერთად სხვა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის სასაფლაოების ტერიტორიებს. 

    ”მნიშვნელოვანია ის, რომ გენგეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომელიც მომავალში სასაფლაოებისთვის იქნება გამოყენებული, ასევე სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის. ასე რომ, ეს საკითხი გენგეგმაში გათვალისწინებულია, ისევე როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ასე რომ, დეფიციტი არ გვექნება”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

  • ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა ერთად აღნიშნეს აშშ-ის 241-ე დამოუკიდებლობის დღე
    ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, სასტუმრო “ჰოტელ აივანში“ ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა ერთად აღნიშნეს აშშ-ის 241-ე დამოუკიდებლობის დღე.
    საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, ქ.თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ დამიან უამპლერმა  (Damian Wampler)
    ამერიკის მეგობართა კლუბის ხემძღვანელმა მიულოცა ამერიკელ ხალხს მათთვის მნიშვნელოვანი დღე და განაცხადა რომ აშშ-ი მაგალითია ყველასთვის, ვისაც სურს თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვროს. დღეს ჩვენ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ავღნიშნავთ იმ პრინციპების იუბილეს, რომლებზეც დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატები და რომლებიც მეტად დაფასებულია ამ ქვეყანაში - ეს არის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.
    მან ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებზე. ქართულ ამერიკული  მეგობრობის მიერ განვლილ გზაზე,  ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერაზე და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მსოფლიოს ყველ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზის ყველაზე განსაკუთრებული და მტკიცე მხარდამჭერია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე, რომელმაც მის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაღებული სისხლის ფასად დაამტკიცა, ქართულ ამერიკული მეგობრობის სიმტკიცე.
     
    სიტყვის დასასრულს ილია ზუკაკიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანას შორის 25 წლის უკან დაწყებულ მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ვეღარაფერი და ვერავინ შეაჩრერებს. ყველა მკაფიოდ დაინახავს და კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდება, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
     
    დამოუკიდებლობის დღის საპატიო სტუმრები იყვნენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ქვეითები და ქართველი სამხედროსაქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, რუსეთ-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში. სადღესასწაულო წვეულებაზე  აშშ-ის და საქართველოსა ჰიმნები შეასრულა ქართველმა მომღერალმა ანი ტუღუში-ქურასბედიანი, შეასრულა აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.  4 ივლისის წვეულება დასრულდა საზეიმო ფეირვერკით.
     
    აშშ-ის დამოუკიდებლობის საზეიმო მიღებას დაესწრნენ, საქართველოს პარლამენრის და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, სამხედრო ატაშეები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ბიზნესის და მედიის სფეროდან ამერიკის მეგობართა კლუბის პარტნიორები, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები ამერიკელები.
    აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური მხარდამჭერები და სპონსორები იყვნენ: აშშ-ის საელჩო, ქ.თბილისის მერია,  ფარმაცეტული კომპანია "ავერსი", საქართველოს ფოსტა, ავიო კომპანია ჯორჯიან ეარლაინსი (აირზენა), ოპტიკურ კომპანია "რონიკო"ამერიკულ კომპანია "KVJ" ამირან შალიკაშვილის პანტონიმის სახელმწიფო თეატრი, ნატალი ჯგუფი, კომპანია "ისი პარი" თელავის ღვინის მარანი,  კოკა კოლას ბოთლერს ჯორჯია, ყავა პელე და ინგლისურენოვანი გაზეთი "მესინჯერი".
  • ,,წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის - დავით ნარმანია

    დავით ნარმანია მოადგილეებთან, საბურთალოს რაიონის გამგებელთან და "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელთან ერთად დედაქალაქის მასშტაბით, ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებოდა.

    როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ახალდაბის გზაზე ჩამოვიდა მცირე მეწყერი, თუმცა ტექნიკამ იმუშავა და გზის ეს მონაკვეთი გაიწმინდა.

    “დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რაც საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით ჩაკეტა, თუმცა მე ახლა გამოვიარე ეს გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილამდე და სიმშვიდეა, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. ამ ეტაპისთვის, იმ ნაწილებისთვის ვმუშაობთ, სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭიროა. ინციდენტი, ან მსხვერპლი, საბედნიეროდ, არ გვაქვს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებენ და გზებიდან წვიმისაგან ჩამოტანილი ნაშალი მასალის გატანა მიმდინარეობს.

  • ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია - ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

    საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

    პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.

    ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა - უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა, ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა გიორგი გახარიამ.

    სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ.

    ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს.

  • დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
    თბილისის მერი დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისში მოქმედი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული აზერბაიჯანული ანსამბლები. თბილისის მერმა დავით ნარმანიმ აბანოთუბანში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. „ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალ დღეს, ახალ სიცოცხლეს, დღისა და ღამის გათანაბრებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამობა დაკავშირებულია სიახლესთან, სიკეთესთან. მე დღეს სიამოვნებით ვუერთდები ამ ზეიმს და მოვედი აქ, რათა მივულოცო ყველას და შევუერთდე საზეიმო განწყობას. კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ქეთევან მამულაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ. ნოვრუზ ბაირამი ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური