9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 23:50

ვერძი

ენერგიული ხართ, საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ, მაგრამ დიპლომატიურიც უნდა იყოთ. მოერიდეთ ქირურგიულ ჩარევებს, ოპერაციებს.

 

კურო

მოერიდეთ ექსპერიმენტებს ბიზნესში. მშვიდობიანად მოაგვარეთ უსიამოვნებები. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას.

 

ტყუპი

მოერიდეთ უსიამოვნებას ბიზნესპარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ სანტექნიკური და სამედიცინო საქმიანოები.

 

კირჩხიბი

გაფრთხილდით ინსტრუმენტებთან, მედიკამენტებთან, ცხოველებთან. მუშაობისას იყავით დაკვირვებული, გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას - დიპლომატიური.

 

ლომი

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, "ცხელ გულზე". ფინანსური ექსპერიმენტები სხვა დღისთვის გადადეთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

 

ქალწული

ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებები მიღებისას. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

 

სასწორი

დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. არ იზარმაცოთ, დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან, მედიკამენტებთან.

 

მორიელი

გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი იდეების განხორციელება.

 

მშვილდოსანი

ყურადღებით განიხილეთ ყველა დოკუმენტი, ყველა მომდევნო ქმედება. მოერიდეთ შეცდომების დაშვებას საქმეში, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. ღიმილით და დიპლომატიურად იმოქმედეთ.

 

თხის რქა

დღის განმავლობაში სხვადასხვა დაბრკოლებას შეეჯახებით. შეიძლება გააქტიურდნენ ფარული მტრები. იყავით დაკვირვებული, ლოიალური.

 

მერწყული

მოერიდეთ ოპერაციებს, ქირურგიულ ჩარევას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან პარტნიორებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მოსიყვარულე.

 

თევზები

პარტნიორების გაღიზიანებულობას მშვიდად და გაგებით შეხვდით. ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. სიფრთხილე გმართებთ ალკოჰოლთან, პრეპარატებთან.

წაკითხულია 906 ჯერ

Related items

  • 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ყურადღებით იმოქმედეთ. ზუსტად გაწერილმა გეგმამაც კი შეიძლება არ მოგცეთ სასურველი შედეგი. შეიძლება შეეჯახოთ ტყუილს, სიზარმაცეს.

     

    კურო

    არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, დეტალებში გასარკვევად. ნუ გაანებივრებთ ბავშვებს ფულით.

     

    ტყუპი

    მოერიდეთ აუდიტორიასთან კონფლიქტს, საცხოვრებლის შეცვლას, ხელშეკრულებების გაფორმებას. დაფიქრდით, სწორ გზას ადგახართ თუ არა, როგორი რეპუტაცია გაქვთ გარშემო მყოფებში.

     

    კირჩხიბი

    ეცადეთ, გაარჩიეთ ერთმანეთისგან ჭკვიანი ადამიანი და თვითმარქვია. ნუ გახდებით გარშემო მყოფების რჩევების მსხვერპლი. სხვა დღისთვის გადადეთ გამოცდის ჩაბარება, მნიშვნელოვანი საბუთების შედგენა.

     

    ლომი

    გაგიჭირდებათ ვალების დაბრუნება. ყურადღება გმართებთ საყიდლებისას. არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი საბუთები. მეტად დაიცავით ოჯახური ღირებულებები.

     

    ქალწული

    მოიშორეთ დაძაბულობა და ნევროზულობა; თავდაჯერებულად იმოქმედეთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას. ნუ გახდებით აფერისტების მსხვერპლი.

     

    სასწორი

    ყველას ნუ ენდობით. ისწავლეთ თეთრის შავისგან გარჩევა. სიფრთხილით აირჩიეთ მარშრუტი, თანამოსაუბრე, მკურნალობის კურსი. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.

     

    მორიელი

    გაერკვიეთ სურვილებსა და დეტალებში. ყურადღება გმართებთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

     

    მშვილდოსანი

    ნუ გაწყვიტავთ პარტნიორებთან კავშირს, სანამ კარგად არ გაერკვევით სიტუაციაში. თუ პრობლემები არ გსურთ, ნუ დაარღვევთ საიმედო კავშირებს. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, მგზავრობისას.

     

    თხის რქა

    ყურადღება გმართებთ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი, სანამ ხელს მოაწერთ. მცირე უზუსტობამ შეიძლება სერიოზული უსიამოვნება მოგიტანოთ.

     

    მერწყული

    აკურატული და დაკვირვებული ხართ. ნუ გასცემთ ინფორმაციას, რომელშიც დარწმუნებული არ ხართ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი თავის მიმართ.

     

    თევზები

    ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს. მოერიდეთ უსიამოვნებას, კამათს გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ.

  • 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, განსაკუთრებით შორეულ მანძილზე. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. მოერიდეთ შეცდომებს, გაუგებრობებს საქმეებში, ურთიერთობებში.

     

    კურო

    დაკვირვებულად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. მოერიდეთ უადგილო და სხვებისთვის გამაღიზიანებელ ხუმრობას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

     

    ტყუპი

    დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორებთან. ნუ დაგეგმავთ სამომავლო საქმეებს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ ან ბავშვებთან ერთად გაისეირნეთ.

     

    კირჩხიბი

    შემოქმედებითად იმოქმედეთ, მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. ფული მოზომილად ხარჯეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

     

    ლომი

    დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

     

    ქალწული

    მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ამით გარშემო მყოფების ყურადღებასაც მიიქცევთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.

     

    სასწორი

    ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. ხშირად გაიღიმეთ. საკუთარი საქმეები შეგიძლიათ სხვებს გადააბაროთ და თავად მეტად დაისვენოთ, შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ.

     

    მორიელი

    მეტად გამოავლინეთ კრეატიულობა. თუ კრიტიკისგან თავის შეკავება გიჭირთ, იუმორით გააბათილეთ. მოერიდეთ გადატვირთვას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

     

    მშვილდოსანი

    გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. კარგი დღე ელით მწერალ, მწვრთნელ და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.

     

    თხის რქა

    თამამი ხართ და დასახული მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. თქვენი საქმიანობა ფურორს მოახდენს გარშემო მყოფებში. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით გულწრფელი.

     

    მერწყული

    იყავით საქმის კურსში და აქტიურად იმოქმედეთ. შეიძლება თქვენი მზრუნველობა დასჭირდეს ბავშვს, საყვარელ ადამიანს. საქმიან პარტნიორთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

     

    თევზები

    გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. კარგია ვარჯიშის (საღამოობით ისეირნეთ) დაწყება. ცუდ განწყობას შემოქმედებითი იდეების განხორციელებით დაამარცხებთ.

  • 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    დამოუკიდებელი და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების დასრულება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. საინტერესო შემოთავაზებას ან ამბავს გაიგებთ.

     

    კურო

    სანამ ახალ საქმეს შეუდგებით, ჯერ საკუთარი ძალები გათვალეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ძლიერ მეტოქესთან. სამართლიანობა და იუმორის გრძნობა ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

     

    ტყუპი

    კარგი დღეა ურთიერთობისთვის, ფლირტისა და მგზავრობისთვის. კოლეგებს ახალი ამბები, იდეები გაუზიარეთ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური და სასიყვარულო სფერო. შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.

     

    კირჩხიბი

    კრეატიულად ხართ განწყობილი და საქმეების შესრულება, იდეების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. დღეს მოდური, პრესტიჟული ნივთების შეძენას შეძლებთ. გამონახეთ თანხა (თქვენთვის ან შვილისთვის) კრეატიული და შემოქმედებითი დანიშნულებისთვის.

     

    ლომი

    ენერგიული ხართ და ორიგინალური. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. გამონახეთ დრო სწავლისა და სიყვარულისთვის.

     

    ქალწული

    მეტად გამოავლინეთ არტისტიზმი. კარგი დღე ელით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს. შეძლებთ შემოქმედებითი იდეების რეალიზებას, რომლებიც მომავალში გაგიუმჯობესებენ მატერიალურ მდგომარეობას.

     

    სასწორი

    დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა მიმოწერისთვის, იდეების განსახილველად, ბლოგის ან საიტის გასაფორმებლად. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა.

     

    მორიელი

    სასურველის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. ნურც საკუთარ ძალებს დაიშურებთ და ნურც გავლენიანი ახლობლების შეწუხება მოგერიდებათ. იყავით მეგობრული და ისე იმოქმედეთ, რომ საზოგადოებას თავი მოაწონოთ.

     

    მშვილდოსანი

    კარგი დღეა სწავლის დასაწყებად. წარმატება ელით პედაგოგ, ლიტერატორ და შუამავალ ნიშნებს. სახალისო იქნება ინფორმაციის მოძიება-გაცვლა, მგზავრობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

     

    თხის რქა

    დილიდან მხნე და მიზანმიმართული ხართ. გაიღიმეთ და მეტი დრო გამონახეთ ურთიერთობისთვის. დღეს გაგიადვილდებათ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი.

     

    მერწყული

    ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას, მცირე უსიამოვნებებს. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ცოდნითა და მიზანდასახულობით ყველაფერს მიაღწევთ. რთულ სიტუაციებს ორიგინალურად გაუმკლავდებით. კარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად, ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

     

    თევზები

    პოზიტიური და კრეატიული ხართ. კარგი დღეა მიმოწერისა და სარეკლამო საქმიანობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებს შორის. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, ინფორმაციები.

  • 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძიმოაგვარეთ ყოველდღიური საქმეები. საღამოს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. მოსალოდნელია სასიამოვნო კამპანიაში დროის გატარება. 

    კურო
    მნიშვნელოვან წვეულებაზე, შეხვედრაზე მოხვდებით, საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. მათზეც მოახდენთ შთაბეჭდილებას. 

    ტყუპი
    იდეების განხორციელებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ. საღამოს დანიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა. 

    კირჩხიბი
    მოსალოდნელია განწყობისა და გეგმების ცვლილება. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორთან. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. 

    ლომი
    დღეს მიაღწევთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ. თუმცა, არ უნდა იზარმაცოთ და გვერდით გამოცდილი და ერთგული პარტნორები უნდა გყავდეთ. 

    ქალწული
    ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. მოერიდეთ პარფიუმერიისა და სამოსის შეძენას. 

    სასწორი
    ნუ გადაიღლებით, ნურს ემოციურად და ნურც ფიზიკურად. გათავისუფლდით მომაბეზრებელი სტერეოტიპებისგან. 

    მორიელი
    არც გიყვართ და დღეს განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ სპონტანურ საქციელს. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. იმხიარულეთ საინტერესო ადამიანებთან ერთად. 

    მშვილდოსანი
    სპორტული აზარტი გაგიჩნდებათ ყველაფრისადმი - საქმე, ურთიერთობა, მეგობრობა. იყავით დაკვირვებული. მიაქციეთ ყურადღება ბავშვებს. 

    თხის რქა 
    ნუ დახარჯავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე. სიფრთხილე გმართებთ ელექტროობასთან. მოსალოდნელია ცვლილებები. 

    მერწყული
    უჩვეულო იდეების განხორციელება მოგინდებათ. შეიძლება მოულოდნელად სადმე გაეგზავროთ ან ვინმე გესტუმრით. ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა საღამოს დანიშნეთ. 

    თევზები
    ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. სპონტანურად ნუ შეიძენთ ნივთებს. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების განხილვა-მოგვარებას პარტნიორებთან ერთად.

  • 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    იყავით მეტად გაბედული. თქვენი განწყობა სამსახურის საქმეებსა და საყვარელი ადამიანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული. 

    კურო
    დაიცავით საკუთარი ინტერესები, მაგრამ იყავით დიპლომატიური. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

    ტყუპი
    დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ. 

    კირჩხიბი
    თავისუფალი გრაფიკით იმუშავეთ. შვილების მიმართ მეტად მომთხოვნი და ზოგჯერ მკაცრი უნდა იყოთ. საყვარელი ადამიანი თავის ერთგულებას დაგიმტკიცებთ. 

    ლომი
    პარტნიორებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. 

    ქალწული
    მოთოკერთ ემოციები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცივი გონებით მიიღეთ. გამოგიჩნდებათ ადამიანი, რომელსაც გულს გადაუშლით. 

    სასწორი
    ყურადღება გმართეთ რუტინული საქმეების მოგვარებისას. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა. ნუ იკამათებთ ახლობლებთან. 

    მორიელი
    ჩაინიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. 

    მშვილდოსანი
    ნუ იაქტიურებთ, მშვიდად დააკვირდით მოვლენებს. ზოგიერთი დეპრესიულ შემოტევას იგრძნობს. თუ ქრონიკული დაავადებებისადმი გაქვთ მიდრეკილება, მიიღეთ ზომები. 

    თხის რქა
    ადვილად იპოვით გამოსავალს ყველაზე რთული საქმიდან, სიტუაციიდანაც კი. კარგი დღეა ცოდნის გარშემო მყოფებისთვის გასაზიარებლად. 

    მერწყული
    ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, კოლეგებთან, მშობლებთან. პოზიტივით განეწყვეთ. თუ ვიღაცამ ვერ გაგიგოთ, არ დაგეზაროთ, მისთვის საკითხი გასაგებ ენაზე აუხსნათ. 

    თევზები
    კარგი დღეა მგზავრობისა და მიმოწერისთვის. მეტი დრო დაუთმეთ უცხოელებთან ურთიერთობას. უცხო ენის შესწავლას. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური