ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 22:23

ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სტამბოლში ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში დაუდასტურეს.

საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ ექვსთვიან პერიოდში, 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

აქამდე ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში უწევდათ. ქვეყანაში შესვლა ასევე შესაძლებელი იყო შენგენის მრავალჯერადი ვიზით.

წყარო 1tv.ge

წაკითხულია 95 ჯერ

Related items

  • შესაძლოა, რუსეთთან სავიზო რეჟიმი მიმდინარე წელს მოიხსნას

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს ,რომ „სავიზო რეჟიმი მიმდინარე წელს, შესაძლოა, რუსეთთანაც მოიხსნას".

    ზურაბ აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა პრაღაში 16 მარტს გაიმართება, სადაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო საკითხებთან და ჰუმანიტარულ პრობლემებთან ერთად, სწორედ ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება.

  • სავიზო შეზღუდვების მსოფლიო ინდექსის მიხედვით საქართველო 75 ადგილზეა

    სავიზო შეზღუდვების მსოფლიო ინდექსის მიხედვით საქართველო 75 ადგილზეა. რეიტინგში პირველ ადგილს გერმანია და დიდი ბრიტანეთი იკავებენ, მათ მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა 173 ქვეყანაში შეუძლიათ. მეორე ადგილზე ფინეთი, შვედეთი და აშშ-ია, მისი მოქალაქეები უვიზოდ 172 ქვეყანაში მოგზაურობენ. 171 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა მესამე ადგილზე მყოფ დანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის , ლუქსემბურგის, ნიდერლანდების და ნორვეგიის მოქალაქეებს.

    საქართველო განასთან და უგანდასთან ერთად 75-ე ადგილზეა , ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 61 ქვეყანაში შეუძლიათ.

    რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს , აზერბაიჯანი 78-ე ადგილზეა ზიმბაბვესთან ერთად და მათ 58 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.

     

  • აფხაზეთი 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის
    ოკუპირებული აფხაზეთი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებლად არ აღიარებენ, 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ რუსულ მედიას ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერმა განუცხადა. მისი თქმით, გამონაკლისი იქნება ის ქვეყნები, რომლებსაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული აქვთ ორმხრივი უვიზო შეთანხმება. სავიზო რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ ჩასულებსაც შეეხებათ. აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარებენ.
  • საქართველომ ირანთან შესაძლოა სავიზო რეჟიმი გააუქმოს

    საქართველომ ირანთან შესაძლოა სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ინიციატივა პრემიერმა ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა. მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზეც ისაუბრეს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირანის პრეზიდენტს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა მიულოცა. 

  • 2016 წელს საქართველოს და უკრაინას სავიზო რეჟიმი გაუუქმდება - Die Welt

    ევროკავშირი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმს 2016 წლის ზაფხულისთვის გააუქმებს. ამის შესახებ ბრიუსელის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, გერმანული გაზეთი Die Welt წერს.

    გამოცემის ცნობით, ევროკომისია აპირებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოსა და უკრაინის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით დადებითი ანგარიში გამოქვეყნოს და ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლისთვის მწვანე შუქი აუნთოს.

    სტატიაში წერია, რომ ეს შეფასება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის წინაპირობა გახდება, რომ მათ საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირონ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური