გენერალური აუდიტორი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 17:27

გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ვინსენტ რეის, საბიუჯეტო მხარდაჭერის კოორდინაციის პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება“ პროგრამის მენეჯერს, ატაშეს, დომინიკ პაპენჰეიმს და საბიუჯეტო დახმარების კოორდინატორის პროგრამის - „ეკონომიკა, რეგიონალური განვითარება და საჯარო ფინანსები“ პროგრამის მენეჯერს, ირაკლი ხმალაძეს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, მათ შორის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების“ პროგრამის შესახებ. ასევე განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ განხორციელება დაიწყო 2017 წლის მაისში. პროექტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ფინანსური, შესაბამისობისა და IT აუდიტების გაძლიერება; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის ხელშეწყობა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელებაში.

წაკითხულია 490 ჯერ

Related items

  • საქსტატი ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
    საქსტატი ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. როგორც შრომითი ბაზრის სტატისტიკა, შრომითი ძალის კვლევა და ვაკანსიების სტატისტიკა - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ"-ში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სტატისტიკის პანელის მეორე შეხვედრა შრომითი ბაზრის სტატისტიკაზე" საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა გახსნა. მერი დაუშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისში ასეთი დონის შეხვედრების ჩატარება. ევროსტატის წარმომადგენლის, კლაუდია იუნკერის თქმით, დღევანდელი კონფერენცია ხელს შეუწყობს შრომითი ბაზრის სტატისტიკის დახვეწას. მისი ინფორმაციით, მეორე სესიის ბოლოს დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ჩატარება შრომითი ძალის კვლევაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. კონფერენცია ორდღიანია და მასში მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური