ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 17:15

2 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ც.ბ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 94.8 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

 

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,112.63 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8,112.63 ლარის ოდენობით შეეფარდა.

წაკითხულია 774 ჯერ

Related items

  • ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს

    ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს სიუჟეტს. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ეს სოფლები ამჟამად ჩაკეტილია და იქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

    "მე კახის რაიონში ვცხოვრობ, ამ განძის შესახებ გამიგია, რომ სოფელში კაცი ხნავდა, ... ეს სოფელი აზერბაიჯანული სოფელია, გადაკეტილია და არავის არ უშვებენო", - ამბობს ერთერთი აზერბაიჯანელი მაცხოვრებელი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.

    გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ამ სოფლებში არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილია 12 ტონამდე ოქრო.

    ისტორიკოსები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღმოჩენილი განძი შესაძლოა თამარ მეფის საფლავთან იყოს კავშირში. მათი თქმით, ეს განძი ბრინჯაოს ხანის ყორღანებიდან შეიძლება იყოს.

    ადგლობრივები, ქართულ მხარეს, კულტურის სამინისტროსა და საელჩოს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. 

    წყარო: https://mtavari.tv/news/35170-traktori-ormoshi-chavardnila-gandzi-upoviao

  • ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

     
    6 ივლისს კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
     
    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
     
    გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
  • „არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია
    თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყების მინი-ფეხბურთის გუნდმა დღეს ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, შეჯიბრის თასი და მედლები გადაეცა. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართა.
  • ყაზბეგში 3,341.28 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს

    საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული (22.8 ლიტრი) ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3,341.28 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გადაეცა.

  • 5 კილოგრამი ოქროს ზოდების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2016 წლის 5 დეკემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ ,,TOYOTA PRADO’’-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით,  რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური