მიმდინარე წლის და 2017 წლის მესამე კვარტლის შედეგები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017 15:13

“SES S.A.”-მა გამოაცხადა 2017 წლის 30 სექტემბრით დასრულებული 9-თვიანი და 3-თვიანი პერიოდების ფინანსური შედეგები.

დიფერენცირებული სტრატეგია მოგების მდგრადი და მომგებიანი ზრდის მისაღწევად გამოყენების მიზნით.

  • შემოსავალი 1,527.2 მლნ. ევრო, 2.5%-ით აღემატება წინა პერიოდს
  • EBITDA მარჟა (მოგება გადასახადების, პროცენტების, ცვეთის და ამორტიზების გადახდამდე) - 65.1%, ხოლო ოპერაციული მოგების მარჟა - 29.4% (20161 წ. დღემდე: შესაბამისად 66.4% და 32.1%)
  • წმინდა მოგება[1]394.5 მლნ. ევრო (2016წ. დღემდე: 328.8 მლნ. „O3b“-ის კონსოლიდირების ერთჯერადი მოგების გამოკლებით; და 824.0 მლნ. ევრო ამ მოგების ჩათვლით)
    • წმინდა დავალიანებისა და EBITDA-ის თანაფარდობა[2] 3.29 (2016წ. დღემდე: 3.30), შეესაბამება „SES“-ის ფინანსურ სქემას

მომხმარებელთა წარმატების ხელშეწყობა ყველაზე უფრო მოქნილი და ცვალებადი სატელიტური გადაწყვეტილებებით

  • მნიშვნელოვანი სახელშეკრულებო დავალიანება 7.5 მლრდ. ევრო „Sky Deutschland“-თან გრძელვადიანი ხელშეკრულების განახლების ჩათვლით
  • სულ სატელევიზიო არხები +6% (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) და HDTV არხები +7% (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), სადაც ზრდა აღინიშნება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ბაზრებზე
  • დიფერენცირებული მართული მომსახურებების მიწოდებაზე ყურადღების გამახვილებამ მოგვცა „SES“-ის ქსელების შემოსავლის 2.2%-იანი ზრდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით)
  • სამომავლო კომერციული საქმიანობის სპექტრის გაფართოება და ზრდა ქსელზე ორიენტირებულ მიმართულებებში ახალი ხელშეკრულებების მიღებით   
  • სამომავლო სამიზნე ბაზრების მნიშვნელოვანი გაფართოება „O3b mPOWER“ სისტემის ინვესტიციის მეშვეობით

პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარიმ მიშელ საბაჰმა განაცხადა: “SES აგრძელებს სტაბილურ წინსვლას საკუთარი სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით ზრდად ბაზრებზე სამომავლო ინვესტიციების მეშვეობით, სადაც ჩვენ კონკურენტუნარიან უპირატესობას ვფლობთ.

SES Video-ის ბიზნესი სტაბილურობას ინარჩუნებს, ძირითად ტერიტორიებზე ფლობს გრძელვადიან ხელშეკრულებებს  და აქვს ინტეგრირებული პლატფორმებისა და მომსახურებების დამატებითი ზრდის პოტენციალი. ამის დემონსტრირება მოახდინა Sky Deutschland-თან არსებული ხელშეკრულების ხანგრძლივმა განახლებამ და „ევროსპორტის“ ექსკლუზიური კონტენტის გერმანიის HD+ პლატფორმაზე დამატებამ.

SES ასრულებს მდგრადი და მომგებიანი საშუალოვადიანი ზრდის მიზანს. O3b mPOWER-ის შესახებ ბოლო პერიოდის განცხადება ქმნის ერთადერთი წარმატებული არაგეოსტაციონარული ფართოზოლოვანი სისტემის შესაძლებლობას, რომელიც უზრუნველყოფს პირველ გლობალურ მრავალტერაბიტიან სატელიტურ ქსელს და აძლიერებს ჩვენი კომპანიის პოზიციას მსოფლიოს წამყვანი სატელიტური გადაწყვეტილებების მიმწოდებლის რანგში.“

ოპერაციული მიმოხილვა

2017 წლის 30 სექტემბერს SES-ის სრულად დაცული სახელშეკრულებო დავალიანება 7.5 მილიარდ ევროს შეადგენდა (30 სექტემბერი 2016 წ.: 8.0 მილიარდი ევრო). მნიშვნელოვანი დავალიანება განპირობებულია „SES Video“-ს და „SES Networks“-ის წარმატებული კომერციული საქმიანობით. EUR/USD გაცვლის კურსის ცვლილების გამოკლებით, სახელშეკრულებო დავალიანება ძირითადად სტაბილური იყო, ვინაიდან ახალმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა ჩაანაცვლა ამ პერიოდში აღიარებული შემოსავლების დაცემა.

„SES Video“: ჯგუფის შემოსავლის 68% (2016წ. დღემდე: 69%)

 

  • გამოცხადებული შემოსავალი 1.1%-მდე 1,031.5 მლნ. ევრო
  • სულ ტელევიზიის 6% ზრდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) და HDTV არხების - 7% ზრდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); გაუმჯობესება აღინიშნებოდა ყველა ძირითად რეგიონში
  • MX1 შემოსავალი შემცირდა განსაზღვრული მოძველებული მომსახურებების განუახლებლობის გამო; პორტფელის შეცვლა ხდება ზრდადი მომსახურებების მიმართულებით.

 

2017 წლის მესამე კვარტლის აქცენტები და კომერციული ტენდენციები

 

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით სატელევიზიო არხების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა და 7,743 არხი შეადგინა; ზრდა აღინიშნებოდა „SES“-ის სამივე ძირითად რეგიონში - ევროპაში, ჩრდილო ამერიკასა და საერთაშორისო მიმართულებაში. 2016 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით ძირითადი ცვლილებები იყო:

  • მაღალი გარჩევადობის (HD) 7%-იანი ზრდა, 2,601 HDTV არხი, ამჟამად სატელევიზიო არხების საერთო რაოდენობის  33.6% (2016 წ. მე-3 კვ.: 33.3%);
  • MPEG-4-ში გადაცემული სატელევიზიო არხების საერთო წილი გაიზარდა 59.9%-დან 63.5%-მდე; და
  • Commercial Ultra HD (UHD) არხების რაოდენობა „SES“-ის ქსელში გაიზარდა 17 UHD არხიდან 24 UHD არხამდე.

ბიზნესი ინარჩუნებდა სტაბილურობას, რაც ემყარებოდა გრძელვადიან ხელშეკრულებებს და მნიშვნელოვან სახელშეკრულებო დავალიანებას, მათ შორის „Sky Deutschland“-თან ხელშეკრულების მნიშვნელოვან განახლებას, რაც მოიცავს „SES“-ის პრაიმ ვიდეო ზონის შვიდ ტრანსპონდერს აღმოსავლეთით 19.2 გრადუსზე მილიონობით აბონენტისთვის კონტენტის მიწოდების გაგრძელების მიზნით. 2017 წლის ოქტომბერში „QVC“-მა ხელი მოაწერა ათწლიან ხელშეკრულებას აღმოსავლეთით 19.2 გრადუსზე დამატებითი სიმძლავრის და MX1 სერვერული მომსახურებების მისაღებად, ახალი UHD არხის გაშვებისა და SD და HD მიწოდების არსებული ვალდებულებების გაფართოების მიზნით.

                                                                                                                                                                      

ამასთან, „Globecast“-მა გაზარდა სიმძლავრის მოხმარება 2-დან 4 ტრანსპონდერამდე ჩრდილოეთ ამერიკის წამყვანი საკაბელო ზონის ფარგლებში აშშ-ის ათეულობით საკაბელო ქსელისთვის კონტენტის მიწოდების მომსახურების გაფართოების მიზნით.

 

„SES Video“ აგრძელებდა განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების განხორციელებას. ეს მოიცავდა „Viasat Ukraine“-თან მრავალწლიან ხელშეკრულებას 40 ფასიანი სატელევიზიო არხის, მათ შორის 3 HDTV არხის გადასაცემად, რითაც გაფართოვდა იმ პარტნიორობათა რაოდენობა, რომელთაც  „SES“ უკვე გადასცემს 60 ღია სატელევიზიო არხს მილიონობით ოჯახისთვის; ასევე პირველი ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის მულტიპლექსის ხელშეკრულებას, უზბეკეთში სატელიტის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 12 ღია სატელევიზიო არხისა და ოთხი რადიო არხის მისაწოდებლად.

 

„HD+“, სრულად გამჭოლი შეერთების ფასიანი სატელევიზიო პლატფორმა გერმანიაში, აგრძელებდა აბონენტთა ბაზისა და კონტენტის შემოთავაზების გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მე-3 კვარტალში, „HD+“-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „Discovery Networks Germany“-თან „ევროსპორტის პაკეტის“ მიწოდების მიზნით, რაც მომხმარებლებს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ფართო არჩევანს სთავაზობს.  

 

„MX1“, მედია გადაწყვეტილებების ინტეგრირებული ბიზნესი ასევე აგრძელებდა კომერციული წარმატების მიღებას სრულფასოვანი პროდუქტის შეთავაზების გზით, რაც აძლიერებდა მომსახურებების კომერციულ პორტფელსა და სამომავლო ზრდის პერსპექტივას. დაინიშნა ახალი აღმასრულებელი დირექტორი (უილფრედ ურნერი) აღნიშნული კომერციული ერთეულის მოსალოდნელი ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

 

თვალი გვადევნეთ:

სოციალურ მედიაში

ბლოგში

მედია გალერეაში

ოფიციალურ ანგარიშებში

 

SES-ის შესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ოთხი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის (ვიდეო, საწარმოები, მობილურობა და მთავრობა). ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და დაწესებულებებს, ისევე როგორც სხვადასხვა ბიზნესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, რომელსაც გააჩნია უდიდესი „პირდაპირ სახლზე მიწოდების“[3] (DTH) სატელევიზიო წვდომა ევროპაში და O3b ქსელები, გლობალური მართვადი მონაცემების საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი. SES-ის კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, MX1, არის მედია მომსახურების წამყვანი მიმწოდებელი და იგი მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია მომსახურების სრულ პაკეტს. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.ses.com

 

პასუხისმგებლობის უარყოფა

წინამდებარე პრეზენტაცია ნებისმიერი კანონმდებლობის, განსაკუთრებით აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეადგენს და არ უნდა ჩაითვალოს გაყიდვის, ან ყიდვის შეთავაზების შუამდგომლობად, ანდა საინვესტიციო რჩევად, ან მის ნაწილად „SES“-ის რომელიმე ფასიან ქაღალდთან დაკავშირებით, ასევე პრეზენტაცია, ან მისი რომელიმე ნაწილი არ უნდა წარმოადგენდეს საფუძველს და მას არ უნდა ეყრდნობოდეს რომელიმე ხელშეკრულება, ან ვალდებულება.

„SES“, მისი დირექტორები, კონსულტანტები ან სხვა პირი არ აკეთებს და არ გააკეთებს რაიმე სახის ნაგულისხმევ თუ მკაფიოდ გამოთქმულ განცხადებას, ან გარანტიას წინამდებარე პრეზენტაციაში მოცემული ინფორმაციის, ან აზრების სიზუსტესთან, სისრულესთან ან სამართლიანობასთან დაკავშირებით და მათზე დაყრდნობა მხოლოდ თქვენი რისკის ფასად შეგიძლიათ. ზემოხსენებულის შეუზღუდავად, „SES“-ის არცერთი დირექტორი, ოფიცერი, ან კონსულტანტი არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზარალთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ, ან არაპირდაპირ გამომდინარეობს წინამდებარე პრეზენტაციის, ან მისი შინაარსის გამოყენებიდან, ან სხვაგვარად გამომდინარეობს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს „საპროგნოზო განცხადებებს“. წინამდებარე პრეზენტაციაში მოცემული ყველა განცხადება, გარდა ისტორიული ფაქტებისა, მათ შორის, შეუზღუდავად, განცხადებები „SES“-ის ფინანსურ პოზიციასთან, კომერციულ სტრატეგიასთან, გეგმებთან თუ სამომავლო ოპერაციების მართვის მიზნებთან (მათ, შორის „SES“-ის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების გეგმებთან) დაკავშირებით საპროგნოზო განცხადებებს წარმოადგენს. ასეთი სახის საპროგნოზო განცხადებები მოიცავს ცნობილ და უცნობ რისკებს, გაურკვევლობას და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელთა შედეგად „SES“-ის ფაქტობრივი შედეგები, ეფექტურობა და მიღწევები შესაძლოა არსებითად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებში მოცემული სამომავლო შედეგების, ეფექტურობისა და მიღწევებისგან. ხსენებული საპროგნოზო განცხადებები ეყრდნობა რიგ დაშვებებს „SES“-თან, მის შვილობილ და მასთან აფილირებულ კომპანიებთან, მიმდინარე და სამომავლო კომერციულ სტრატეგიებთან და იმ გარემოსთან დაკავშირებით, რომელშიც მუშაობს და მომავალში იმუშავებს „SES“, შესაბამისად ხსენებული დაშვებები შესაძლოა გამართლდეს, ან არ გამართლდეს. ხსენებული საპროგნოზო განცხადებები მხოლოდ პრეზენტაციის დღეს არის მოქმედი. წინამდებარე პრეზენტაციაში წარსულ ტენდენციებთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საპროგნოზო განცხადებები არ უნდა ჩაითვალოს იმის გამოხატულებას, რომ ამგვარი ტენდენციები ან საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება. „SES“ და მისი დირექტორები, ოფიცრები და კონსულტანტები არ იღებენ არანაირ ვალდებულებას განაახლონ, ან შეასწორონ საპროგნოზო განცხადებები ახალი ინფორმაციის მიღების, მომავალში განვითარებული მოვლენების გამო თუ სხვა შემთხვევაში.

 


[1] SES-ის მეწილეებისთვის გადასახდელი წმინდა მოგება

[2]ემყარებაშემფასებელიუწყებისმეთოდოლოგიას(ჰიბრიდულიობლიგაციების 50% ვალადდა50% საწესდებოკაპიტალადჩათვლა).

[3] პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობა 

წაკითხულია 418 ჯერ

Related items

  • PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა

    2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა.  მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები  საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის  ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.

    PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.  

    PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.

    „ამ დროისათვის, თითქმის ყველა, 3702 საარჩევნო უბნის მონაცემი დათვლილია და შემაჯამებელი ოქმები ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე. ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილ 3 საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგები შემდეგია:

    №5 გრიგოლ ვაშაძე -    40.46%, (779 614 ხმა)

    №48 სალომე ზურაბიშვილი      59.54%, (1 147 106  ხმა)

    რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების წინასწარ შედეგებს, 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი და საზღვარგარეთ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

    №5 გრიგოლ ვაშაძე - 64. 27 %,  (5 216 ხმა)

    №48 სალომე ზურაბიშვილი  35.73%, (2 900 ხმა)

    „აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად.  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ შემაჯამებელ ოქმებს სპეციალურ პროგრამაში. საღამოს, 22:00 საათისთვის უკვე დაწყებული იყო ცესკოს მიერ მიღებული ოქმების ვებ გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან  რამდენიმე საათში, კერძოდ კი 24:00 საათამდე გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა  ცესკოს ვებგვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

    ანა მიქელაძემ მედიას ასევე  გააცნო ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით  307 საჩივარია შესული. „საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. საჩივრების  უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარზე საარჩევნო კომისიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა მიქელაძემ.

    ბრიფინგის ბოლოს, ცესკოს პრეს-სპიკერმა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები 3 703 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და ხელი შეუწყვეს ამ პროცესის გამჭვირვალედ, პროფესიულ დონეზე წარმართვას“, განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

    მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, „მათ დაუღალავად იმუშავეს უწყვეტ რეჟიმში, მოემსახურნენ ამომრჩევლებს და ასახეს მათი ნება არჩევნების შედეგებში“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.  

    „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელთა უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილზევე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამასთან ნებისმიერ ფაქტსა თუ საკითხს ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და ცხადია შემდგომშიც ექნება შესაბამისი რეაგირება.

    ყველა საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათიდან მზად იყო ამომრჩეველთა მისაღებად და ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა თავისუფლად შეეძლოთ. საღამოს 20:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში  ტვირთავდნენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ამასთან ცესკომ ოქმების გამოქვეყნება შედეგების ვებგვერდზე დაიწყო 22:00 სთ-იდან.

    ჩვენ, კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში გავაცანით საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 512 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა  ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

    ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.  

    28 ოქტომბრის 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია” - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები, 3  703 საარჩევნო უბნის მიხედვით (საარჩევნო უბნების თითქმის 100 %).

     

     №

     პრეზიდენტობის კანდიდატი

    მიღებული ხმების რაოდენობა

    პროცენტული მაჩვენებელი

    1

    მიხეილ ანთაძე 
    მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

    107

    (0.07 %)

    2

    დავით ბაქრაძე 
    ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

    174699

    (10.97 %)

    4

    ვახტანგ გაბუნია 
    ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

    1948

    (0.12 %)

    5

    გრიგოლ ვაშაძე 
    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

    601175

    (37.74 %)

    10

    შალვა ნათელაშვილი 
    საქართველოს ლეიბორისტული პარტია

    59805

    (3.75 %)

    13

    ზვიად მეხატიშვილი 
    საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

    713

    (0.04 %)

    17

    გიორგი ლილუაშვილი 
    საქართველო

    892

    (0.06 %)

    18

    აკაკი ასათიანი 
    ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

    2002

    (0.13 %)

    21

    კახა კუკავა 
    თავისუფალი საქართველო

    21207

    (1.33 %)

    22

    ოთარ მეუნარგია 
    მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

    663

    (0.04 %)

    23

    ირაკლი გორგაძე 
    მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის

    542

    (0.03 %)

    25

    დავით უსუფაშვილი 
    თავისუფალი დემოკრატები

    36005

    (2.26 %)

    27

    ზვიადი ბაღდავაძე 
    სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო

    488

    (0.03 %)

    28

    მიხეილ სალუაშვილი 
    სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე

    2969

    (0.19 %)

    30

    ზვიად იაშვილი 
    ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

    444

    (0.03 %)

    31

    თამარი ცხორაგაული 
    თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა

    4015

    (0.25 %)

    35

    გელა ხუციშვილი 
    საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

    1623

    (0.1 %)

    36

    ზურაბ ჯაფარიძე 
    გირჩი

    35971

    (2.26 %)

    40

    ლევანი ჩხეიძე 
    ახალი ქრისტიან-დემოკრატები

    2936

    (0.18 %)

    48

    სალომე ზურაბიშვილი 
    დამოუკიდებელი

    615403

    (38.63 %)

    49

    ბესარიონ თედიაშვილი 
    დამოუკიდებელი

    3856

    (0.24 %)

    51

    გიორგი ანდრიაძე 
    დამოუკიდებელი

    13153

    (0.83 %)

    58

    კახაბერ ჭიჭინაძე 
    დამოუკიდებელი

    1430

    (0.09 %)

    62

    ვლადიმერ ნონიკაშვილი 
    დამოუკიდებელი

    635

    (0.04 %)

    65

    თეიმურაზ შაშიაშვილი 
    დამოუკიდებელი

    9486

    (0.6 %)

  • კლასტერპოლის შედეგები გასაჯაროვდა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „ საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის  და მონიტორინგის ცენტრი”  28 ოქტომბერს ახორციელებდა პარალელურ დათვლას საქართველოში განთავსებულ  277 უბნის  დათვლას კლასტრული დთვლის მეშვეობით.

    სულ დათვლის პროცესში დამუშავდა 201 364  ამომრჩევლის მონაცემი

    დათვლის შედეგები, რომლებიც ასახავდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების ელექტორალურ მხარდაჭერას შემდეგნაირად გადანაწილდა :

    48 სალომე ზურაბიშვილი- 43,42 %

    5. გრიგოლ ვაშაძე- 35 %

    2. დავით ბაქრაძე- 9.95%

    10. შალვა ნათელაშვილი-3, 64 %

    36. ზურაბ ჯაფარიძე- 1,72 %

    25. დაით უსუფაშვილი- 1, 51%

    კლასტერული შერჩევის ცდომილება არ აღემატება 0,5+ %

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.

    „საზოგადოებას გავაცნობ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელიც დათვლილია 500-ზე მეტ უბანზე და ასახულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებში; მინდა აღვნიშნო, რომ ოქმები დაუყოვნებლივ აიტვირთა, გახდა საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამავდროულად, სანამ შედეგებს გამოვაცხადებ, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და იყო აქტიური ამომრჩეველი; მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჩართულ მხარეებს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ იმ საქმეს რასაც საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა ჰქვია.

    რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ამ ეტაპზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ატვირთული ოქმები შემოდის და ეს შედეგები, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ დაუყოვნებლივ იტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ამ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ეტაპობრივად განვაახლებთ მონაცემებს, რაც საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი უფრო მეტი ოქმების მიხედვით“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

    წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით, (ყველა უბნის დაახლოებით 13%-ზე მეტი), შემდეგია:

     

    1

    მიხეილ ანთაძე 
    მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

    107

    (0.07 %)

    2

    დავით ბაქრაძე 
    ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

    17798

    (10.83 %)

    4

    ვახტანგ გაბუნია 
    ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

    186

    (0.11 %)

    5

    გრიგოლ ვაშაძე 
    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

    62352

    (37.93 %)

    10

    შალვა ნათელაშვილი 
    საქართველოს ლეიბორისტული პარტია

    6842

    (4.16 %)

    13

    ზვიად მეხატიშვილი 
    საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

    80

    (0.05 %)

    17

    გიორგი ლილუაშვილი 
    საქართველო

    85

    (0.05 %)

    18

    აკაკი ასათიანი 
    ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

    171

    (0.1 %)

    21

    კახა კუკავა 
    თავისუფალი საქართველო

    1953

    (1.19 %)

    22

    ოთარ მეუნარგია 
    მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

    67

    (0.04 %)

    23

    ირაკლი გორგაძე 
    მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის

    39

    (0.02 %)

    25

    დავით უსუფაშვილი 
    თავისუფალი დემოკრატები

    2526

    (1.54 %)

    27

    ზვიადი ბაღდავაძე 
    სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო

    42

    (0.03 %)

    28

    მიხეილ სალუაშვილი 
    სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე

    281

    (0.17 %)

    30

    ზვიად იაშვილი 
    ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

    47

    (0.03 %)

    31

    თამარი ცხორაგაული 
    თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა

    385

    (0.23 %)

    35

    გელა ხუციშვილი 
    საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

    151

    (0.09 %)

    36

    ზურაბ ჯაფარიძე 
    გირჩი

    2650

    (1.61 %)

    40

    ლევანი ჩხეიძე 
    ახალი ქრისტიან-დემოკრატები

    328

    (0.2 %)

    48

    სალომე ზურაბიშვილი 
    დამოუკიდებელი

    65840

    (40.05 %)

    49

    ბესარიონ თედიაშვილი 
    დამოუკიდებელი

    329

    (0.2 %)

    51

    გიორგი ანდრიაძე 
    დამოუკიდებელი

    1180

    (0.72 %)

    58

    კახაბერ ჭიჭინაძე 
    დამოუკიდებელი

    126

    (0.08 %)

    62

    ვლადიმერ ნონიკაშვილი 
    დამოუკიდებელი

    68

    (0.04 %)

    65

    თეიმურაზ შაშიაშვილი 
    დამოუკიდებელი

    755

    (0.46 %)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური