ქართულ-კანადის მეგობრობის ეგიდით ქართველმა ბეისბოლისტებმა ამხანაგური მატჩი გამართეს.

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 17:03

ქართულ-კანადის მეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღნისძიებების ფარგლებში, ნეცუბისძის ბეისბოლის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ბეისბოლის გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ გუნდთან. ეს მეგობრული შეხვედრა გაიმართა საქართველოს და კანადის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით და მთლიანად მიეძღვნა ქართულ-კანადის მეგობრობის 25-ე წლისთავს.

მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე მოწვეულ სტუმრებს და სპორცმენებს სიტყვით მიმართა საქართველოს და კანადის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა ილია ზუკაკიშვილმა. მისი თქმით, ქართულ კანადური მეგობრობის ეგიდით გამართული დღევანდელი თამაში კიდევ ერთხელ აფიქსირებს და ხაზს უსვავს საქართველოსა და კანადას შორის მჭიდრო ურთიერთობების, პარტნიორობის და მეგობრობის გაძლიერებას, აგრეთვე ქართული და კანადური თემების დაახლოვებას.

მე როგორც, ქართულ - კანადური მეგობრობის ასოციაციის დირექტორი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხალხთაშორის მეგობრობის ფარგლებში უფრო მეტად გაღვივდეს ქართველი და კანადლი ხალხის დაახლოვება, რათა მივაღწიოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მაქსიმალური თანამშრომლობის და პარტნიორობის საუკეთესო შედეგებს. საქართველო და ქართველი ხალხი მეგობრების მიმართ ყოველთვის გამოირჩევა ერთგულებით და მე მჯერა, რომ ქართულ კანადური მეგობრობა დღითი დღე უფრო გაძლიერდება. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეგობრობა!

ამხანაგურ მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონზე მოსულ ქართველ და კანადელ მაყურებელს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებნათ ქართული საჭმელები და  ღვინო.

ქართულ-კანადის მეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები და სპონსორი იყვნენ: საქართველოს ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია, ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი", კომპანია “თელავის ღვინის მარანი“. საინფორმაციო სააგენტოები: “NEWSDAY.GE”, “FRONTNEWS”, “GEOMEDIATV.GE”და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger”.

წაკითხულია 495 ჯერ

Related items

  • კალაძე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის ამხანაგური თამაშის ინიციატივით გამოდის

    თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

    „მინდა, შევეხო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ბელიაშვილის ქუჩაზე. მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს. რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, თუ არის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

    ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

    მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • ქართულ ამერიკული მეგობრობისა და მადლიერების დღისადმი მიძღვნილი წვეულება

    80-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის მეფემ, ქართულ ამერიკული მეგობრობის და მადლიერების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მოწვეულ სტუმრებს, უდიდესი ხარისხის მუსიკალური სიამოვნება აგრძნობინა.

    ცნობილია, რომ „მადლიერების დღე თავისი წარმოშობით, ისტორიული დღესასწაულია, რომელსაც უმეტესად ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აშშ-ში ზეიმობენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მადლიერების დღე ამერიკაში საერო სახალხო დღესასწაულად ითვლება და ღვთისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად ზეიმობენ, როგორც ქრისტიანები, აგრეთვე მუსულმანები და იუდეველები. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, მადლიერების დღეზე ოჯახის წევრები და მეგობრები საზეიმო მაგიდის გარშემო ერთად იკრიბებიან და მიირთმევენ ტრადიციულ კერძებს.

    ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით, მადლიერების დღეს საქართველოშიც ტრადიციული ხასიათი შეიძინა და წელსაც მეგობრულ გარემოში აღნიშნა. წლევანდელი, ქართულ ამერიკული მადლიერების დღის მასპინძელი იყო ქართული რესტორანი ბინა 37-ი, სადაც მიწვეული იყვნენ, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები. აგრეთვე, სტურმებს შორის იყვნენ საქართველოში მცხოვრები ამერიკელები. მოწვეული სტუმრების მოსალხენ სუფრას, ქართული და ამერიკული კულინარიული ტრადიციების კერძები და ღვინო ამშვენებდა.

    წვეულების დაწყებამდე, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, სპორტის ლეგენდარულმა კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა და ბინა 37-ის მეპატრონემ, ზურა ნატროშვილმა.

    პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ თქვენთაგანს, რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ ქართულ ამერიკული მადლიერების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე. ასევე, მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა დღევანდელი ღონისძიების მასპინძელს, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილს, პროფესიით ექიმს და ამჟამად წარმატებულ მეღვინეს, ბატონ ზურა ნატროშვილს და ბინა 37-ს გამასპინძლებისთვის. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ სივრცე სადაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, გამოირჩევა თბილი სტუმარ მასპინძლობით და ოჯახური გარემოთი. გარდა ამისა, მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მდებარეობს ქ.თბილისის ცენტრალური რაიონის ერთ ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე და გამორჩეულია მის მარანში არსებული ქვევრის ღვინოებით, რომელიც ყოველთვის აოცებს სტუმრებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეის შემდეგ თქვენთვისაც განსაკუთრებული ადგილი გახდება ბინა 37-ი. განაცხადა, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა, ილია ზუკაკიშვილმა.

    ვფიქრობ, ზუსტად ამიტომ გადაწყვიტა ამერიკის მეგობართა კლუბმა, ქართულ ამერიკული მადლიერების დღე მეგობრებთან ერთად ბინა 37-ში გვეზეიმა. ვერ ვიტყვი, რომ ამერიკულ მადლიერების დღე ზუსტად იგივენაირად ავღნიშნეთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოწვეული სტუმრებისთვის, საზეიმო წვეულება ყოფილიყო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი. სტუმარი ღვთისაა, დღესასწაულები კი ადამიანების ერთად ყოფნის და სიყვარულის ზეიმი. ასე რომ, მე კიდევ ერთხელ გილოცავთ, ქართულ ამერიკულ მადლიერების დღეს და ყოველთვის სიამოვნებით გელოდებით ყველას, ჟვანიას (ყოფილი გაგარინის მოედანზე) მგალობლიშვილის 5ა, ბინა 37- ში. გვესტუმრეთ და ისიამოვნეთ უგემრიელესი კერძების განსაკუთრებული კომბინაციით და მაღალი ხარისხით. განაცხადა ბინა 37-ის მეპატრონემ, ზურა ნატროშვილმა.

    უნდა ითქვას, რომ ქართულ ამერიკულ მადლიერების დღის წვეულებაზე, 80-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის მეფემ, ნიჭიერმა და უბადლო არტისტმა ლადო ბურდულმა თავისი ნაწარმოებიდან რამოდენიმე კომპოზიცია შეასრულა და მოწვეულ საზოგადოებას უდიდესი ხარისხის მუსიკალური სიამოვნება აგრძნობინა. 

    ქართულ ამერიკულ მადლიერების დღის პარტნიორები იყვნენ: ავიოკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“, კომპანია “თელავის ღვინის მარანი“, კომპანია KVG-ი, ოპტიკური კომპანია “რონიკო“, “საქართველოს ფოსტა”, საინფორმაციო სააგენტო “Front News”, საინფორმაციო სააგენტო “ნიუსდეი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger“.

     

  • ქართულ კანადური მეგობრობის ეგიდით გასამართი ღონისძიებები გრძელდება

    საქართველოს და კანადის მეგობრობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს და კანადის მეგობრობის ასოციაციამ მორიგი ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ერთ ერთ ისტორიულ რაიონში - დავით აღმაშენებლის გმზირზე მდებარე სკვერში სიმბოლურად დაირგო ქართულ კანადური მეგობრობის ხე. ხის დარგვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

    დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ საქართველოს და კანადის მეგობრობის 25 წლის იუბილეს და ჩვენი დიდი სურვილია კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა კანადელ ხალხთან. დარწმუნებული ვარ, რომ მზგავსი ხასიათის ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოვებს ქართველ და კანადელ ხალხს და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. აქედან გამომდინარე მჯერა, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს - კუტრულ, სპორტულ, სავაჭრო, ტურიზმის და ხალხთა შორის ურთიერთობებში მეტი თანამშრომლობა და წარმატებები ექნება. დიდ მადლობას ვუხდი კანადელ ხალხს და მთავრობას, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იყო. აღნიშნა საქართველოს და კანადის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა ილია ზუკაკიშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს და კანადის მეგობრობის ეგიდით მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ რამოდენიმე ღონისძიება და პროექტი განხორციელდება. ღონისძიება განხორციელდა ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით. 

  • აშშ-ს საელჩომ შსს-ს თანამშრომლები წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა

    აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საელჩოს სახელით, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

    სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის ტრადიციული ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 11:8 ანგარიშით მოიგეს.

    ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - მერაბ მალანია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ნიკოლას ბერლინერი, მთავარი პროკურორი - ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე, შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

    „მადლობას ვუხდი აშშ-ს საელჩოს, რომ ასე დადებითად შეაფასეს ქართველი სამართალდამცველების საქმიანობა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენს ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას. დღევანდელი ამხანაგური მატჩიც საქართველოს შსს-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის 25 წლიანი წარმატებული დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გვაახლოვებს და ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ.

    შს სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს ამხანაგური საფეხბურთო მატჩი თბილისში მესამე წელია იმართება.

  • ბეისბოლის მატჩი მიეძღვნა ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს

    ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით ნუცუბიძის ბეისბოლის სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ქვეითების გუნდი “მეომრები“ და საქართველოს ბეისბოლის ეროვნული ნაკრები.

    აღნიშნული მატჩი მიეძღვნა ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულ და დაღუპულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მეომრებს.

    თამაშის წინ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა სტადიონზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

    ჩვენთვის განსაკუთრებული საამაყოა ის, რომ ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის ფარგლებში, გვაქვს საშუალება საქართველოში უმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების, სამხედრო საზღვაო ქვეითების გუნდ “მეომრებს“

    მინდა განსაკუთრებული მადლიერებით ავღნიშნო და მადლობა გადაუხადა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მათ მიერ საერთაშორისო მშვიდობისთვის გაღებული მსხვერპლისთვის.

    მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ამერიკელ საზღავაო ქვეითებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი წვრთნების პროგრამაში მონაწილეობა, რომლმაც დიდი შედეგი და მოტივაცია მისცა ქართველ მეომრებს. ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერით, ჩვენმა ჯარმა მნიშვნელოვანი პრაქტიული გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია მსოფლიო სამხედრო სტანდარტების უმაღლეს სტატუს მიაღწია. მე დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს როდესაც ვხედავ რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით არიან. მადლობა თქვენი პარტნიორობისა და მეგობრობისთვის.

    მე როგორც ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ძალისხმევას არ დავიშურებ ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის გასაღრმავებლად. ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. მწამს რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული. მწამს, რომ ხვალ უფრო მეტად ვისწავლით დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფლების დაცვას. მწამს, რომ ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. ქართველმა მებრძოლებმა სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს, რომ საქართველო არის მეგობრების და მეგობრობის ერთგული.
    დღევანდელი ჩვენი ამხანაგური თამაში კიდევ ერთხელ უსმავს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მყარ მეგობრობასა და პარტნიორობას.

    გაუმარჯოს ქართველ და ამერიკელ სამხედროებს და გაუმარჯოს ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას.

    ღმერთმა დალოცოს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეგობრობა !

    ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, ქართულ ამერიკული მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ამერიკელი სამხედრო საზღვაო ქვეითები.

    ამხანაგური მატჩი დასრულდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ქართულ ამერიკული მეგობრობის გამარჯვებით.

    ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ: აშშ-ის საელჩო, ავაიკომპანია ჯორჯიან ეარვეისი, საქართველოს ფოსტა, ამერიკული კომპანია “KVG“ საქართველოს ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია, კომპანია “ქართულ ამერიკული სახლი“ ინგლისურენოვანი გაზეთი “მესინჯერი“

    ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებთ, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური