ხარაგაულის სოფელ ლაშეში მდინარემ გზა ჩაანგრია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 23:49

ხარაგაულის რაიონში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ჩხირიმელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. 
სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც რაიონულ ცენტრში ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მაღრაძის თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

წაკითხულია 370 ჯერ

Related items

  • მიწისძვრის შედეგად სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

    კახეთში მომხდარი მიწისძვრის დროს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 
    ძლიერი ბიძგების შედეგად ვარსიმაშვილების სახლს ბზარი გაუჩნდა. ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. 
    ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, მიწისძვრას რეგიონში სხვა შენობები არ დაუზიანებია. არ არიან არც დაშავებულები.


    საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.
    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით- 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში დაფიქსირდა. 

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს. 
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კილომეტრზე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახიდე გადასავლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ მოინახულა.

    მდინარე რიკოთულაზე  მდებარე აღნიშნული  ხიდი დაზიანებული იყო და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით აუცილებელი იყო მისი რეაბილიტაცია.

    პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებს, ტროტუარებს და ხიდთან მისასვლელ გზებს. შეკეთდება ზედა საყრდენი კედელი, გზა საგზაო ნიშნებით აღიჭურვება და ჩატარდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

    პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 527 089 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში დასრულდება. 

  • ძიუდოს ახალი დარბაზი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა. 

    დარბაზის გახსნას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ. 

    იმერეთის ამ მაღალმთიან სოფელში ძიუდოს დარბაზის გაკეთება ცოტა ხნის წინ გადაწყდა. სამი კვირის წინ სოფელში იმყოფებოდნენ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარბაზი საკუთარი სახსრებით გაეკეთებინათ. 

    გარემონტებასთან ერთად, ძიუდოს ფედერაციამ დარბაზს ტატამიც გადასცა და მწვრთნელის კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა დარბაზის გახსნისას ნორჩ ძიუდოისტებს კიმონოები გადასცეს. 

    დარბაზში დაახლოებით 35 ბავშვი ივარჯიშებს, მათ შორის გოგონებიც.

  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზის საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

    აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, გზის საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

    საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე, კერძოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში,  გზის დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

    პროექტის ფარგლებში მოეწყობა:  ქვედა საყრდენი კედლის საძირკველი, კედლის ჩანგრეულ მონაკვეთზე - ახალი რკინა-ბეტონის კედლი და გამორეცხვისგან დასაცავად და გამაგრების მიზნით -  რკინა-ბეტონის დამცავი კონსტრუქციები. ასევე, კედელში განთავსდება სადრენაჟე მილები. აღნიშნული ღონისძიებები  გზის ვაკისს გამორეცხვისა და დაზიანებისაგან დაიცავს.

    პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 751 705 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

  • ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბში მომუშავე მუშები გაიფიცნენ

    ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბში მომუშავე მუშები გაიფიცნენ. გაფიცულები ჩინური კომპანიისგან ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა გაფიცვა გაგრძელდება. ვითარების შესწავლას აპირებენ პროფკავშირების წარმომადგენლები  ჩინურ კომპანიაში კი კომენტარს არ აკეთებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური